ბავშვი, რომელიც დედამ დალოცა, ხელშეუხებელი ხდება

322

ადრე ადამიანები ლოცვის სიტყვებს სერიოზულად აღიქვამდნენ. განსაკუთრებით, როცა საუბარი მშობლების ლოცვაზე იყო. ბავშვები მამასა და დედასთან მიდიოდნენ, სადმე წასვლამდე გზა რომ დაელოცათ და მნიშვნელოვანი რჩევა მიეღოთ. ახალგაზრდა გოგონებს კი სურდათ, რომ დალოცვისას მათთვის ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინება ესურვათ.

წლებთან ერთად, ოჯახური ტრადიციებიც იცვლება. თუმცა, მშობლების დალოცვას დღემდე უდიდესი ძალა აქვს. მას მხოლოდ ის იგრძნობს, ვისაც სჯერა. საკუთარი შვილების დალოცვისას, მშობლები ღმერთს სთხოვენ, რომ მან მისი ახლობლები დაიცვას. Paparazzi.ge-ის რედაქცია ახლა დალოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

დალოცვის სიტყვები

არსებობს მოსაზრება, რომ მშობლები (კერძოდ, დედა) ბავშვის გამცილებლები არიან. ისინი ბავშვებსა და უფალს შორის, ერთგვარი ხიდის როლს ასრულებენ. დედ-მამა გადასცემს ღვთაებრივ გზავნილს შვილს, რათა მას იღბალი სულ თან სდევდეს.

ხანდახან, ნებისმიერი საქმის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, მოისმენთ თუ არა საჭირო დროს იმ დალოცვის სიტყვებს, რომლებიც ასე გეამებათ. საუბრის ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ჯვარი გადასწეროს შვილს და თქვას: “უფალმა დაგლოცოს!”

ამბობენ, რომ დალოცვა, როგორც სიყვარული, ბევრი არასდროსაა. თუ საკუთარი სიტყვებისა და უფლის ძალის გულწრფელად გჯერათ, ბავშვები ხშირად დალოცეთ. ადრე მონაზვნებიც კი არ გადიოდნენ სახლიდან, სანამ მათ არ დალოცავდნენ.

ადამიანები, რომლებიც დალოცვას სისულელედ მიიჩნევენ, ვერც კი ხვდებიან, რატომ დაჰყვებათ უბედურებები. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. სხვათა შორის, განსხვავებული შემთხვევებიც არსებობს. მაგალითად, მშობლები თავიანთი შვილის რაღაც წამოწყებას ეწინააღმდეგებიან. მიუხედავად იმისა, რომ იგი თვითონ მივიდა წყალობის მისაღებად. მეტი რაა საჭირო? უბრალოდ მიიღეთ ეს სიტუაცია და დაელოდეთ. მსგავსი მოვლენები მოთმინებას წვრთნის.

მშობლის დალოცვის ძალა

მშობლის დალოცვა და წყალობა თაობათა ერთგვარ გაერთიანებას იწვევს. ასეთი სიტყვები ბავშვებს იცავს ფსიქოლოგიური და სულიერი თვალსაზრისით. ადრე მამისა და დედის სიტყვა კანონობდა, მის დაუმორჩილებლობას ვერავინ გაბედავდა. გასაკვირი არაა, რომ ბავშვები უსმენდნენ ყველაფერს, რასაც მშობლები უწყალობდნენ. მეტიც, ვერავინ იფიქრებდა უფროსისთვის სიტყვის შეწყვეტინებას.

ახლა ეს ტრადიციები ბევრს არ ახსოვს. სამწუხაროდ, მშობლის ავტორიტეტი, ხშირად, მეორე პლანზე გადადის. ზრდასრულმა შვილებმა არ იციან, რა არის მშობლის წყალობა. მამისა და დედის თანხმობის გარეშე ქორწინდებიან, სამსახურს იცვლიან, უფრო სერიოზულ ცვლილებებზე მიდიან. არადა, მშობლების სულიერი და ცხოვრებისეული გამოცდილება შეუცვლელი საფუძველია.

თანამედროვე ბავშვები ძალიან თავისებურები არიან. უმეტესად, ეს მშობლებისვე ბრალია, რამდენადაც მათ ზედმეტ თავისუფლებას აძლევენ. გასაკვირი არაა, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში, დედისა და მამის სიტყვებს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნია. თუმცა, მშობლებმა მაინც უნდა დალოცონ შვილები და ილოცონ მათთვის.

ისეც ხდება ხოლმე, რომ ბავშვები მშობლებისკენ მიიწევენ, ისინი კი მათ თავიდან იშორებენ. ხანდახან, მსგავსი ურთიერთობა ნამდვილ მტრობაში გადაიზრდება ხოლმე. მაგრამ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი ქარს გატანებული ფრაზა საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. ღმერთს ხომ ახსოვს თქვენი თითოეული სიტყვა.

თუ გულწრფელად ნანობთ იმას, რაც ახლობლებს სიბრაზის დროს უთხარით, აუცილებლად მოინანიეთ. ღმერთი მოწყალეა, შეგვინდობს, თუ გულწრფელად ვინანიებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, ასეთი რამ საერთოდ რომ არ შეგვემთხვეს.

მოგვიყევით, თქვენს ოჯახს როგორი დამოკიდებულება აქვს დალოცვისადმი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს