10 წელი ვაგროვებდი ფულს ბინის საყიდლად და როგორც იქნა, შეყვარებულმა ხელი მთხოვა„

968

იმას, რომ მისი შეყვარებული ანგარებიანი მამაკაცია, ნანა ურთიერთობის მესამე წელს მიხვდა. ერთი შეხედვით, თემური იდეალური მამაკაცი იყო, თუმცა, ქორწინებაზე საუბარი არასდროს წამოუწყია. ნანა რუდუნებით აგროვებდა ფულს საკუთარი ბინის შესაძენად, თემური კი მთელ ხელფასს მიწიერ სიამოვნებებს ახარჯავდა.

ისინი არ იყვნენ დაქორწინებული, ამიტომ საერთო ბიუჯეტი არ ჰქონიათ – უცნაური არაფერია, ეს ყველას პირადი საქმეა. როგორც კი ნანა საკუთარი ბინის ოცნების აღსრულებას მიუახლოვდა, თემური ქორწილზე ალაპარაკდა. უცნაური დამთხვევაა, არა?

ანგარებიანი მამაკაცი

“დიდი ხანი ვოცნებობდი საკუთარ ბინაზე. რამდენიმე სამსახურში მიმუშავია, ფული რომ გადამენახა. რაღა თქმა უნდა, ყველაფერს ვიკლებდი. სამსახურში კოლეგებს ძუნწი ვეგონე: ტანსაცმელს მხოლოდ ფასდაკლების დროს ვყიდულობდი და ვჭამდი კერძებს, რომლებსაც შინ ვამზადებდი, სასადილოში არასდროს არაფერს ვყიდულობდი.

ოცნება ათწლიანი ეკონომიური ცხოვრების შედეგად ავიხდინე. შემდეგ ცხოვრება თანდათან დალაგდა. სამსახურში დამაწინაურეს, შეყვარებულთან დავახლოვდი. ბინის ყიდვასთან ერთად, თემურმა დაიწყო ჩემთვის იმის მინიშნება, რომ ერთად უნდა გვეცხოვრა. მანამდე ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, მე კი ბინას ვქირაობდი.

როცა ახალ ბინაში მოვეწყვე, თემურს ჩემთან გადმოსვლა შევთავაზე. 1 თვეში ხელი მთხოვა. გულწრფელად მჯეროდა, რომ ამ ადამიანს ვუყვარდი და ჩემთან ერთად უნდოდა ცხოვრების გატარება. დავიწყეთ ქორწილისთვის მზადება, ბედნიერი ვიყავი. შემდეგ კი დავინახე, როგორ უცნაურად იქცეოდა ჩემი საქმრო, როგორი ჩუმი და ჩაფიქრებული გახდა, სულ ცუდ განწყობაზე იყო.

როცა ამ საკითხით დავინტერესდი, მითხრა, რომ ჩემს ბინაში თავს ბინის პატრონად ვერ გრძნობდა. მე ვუთხარი, რომ ის ჩემი საყვარელი ადამიანია და, რომ ამ ბინის მეპატრონის ვინაობას მნიშვნელობა არ აქვს. რა მწარედ შევცდი!

თემურმა დაიჟინა, რომ ჩემს ბინაში ჩამეწერა, სახლში სრულუფლებიანი მაცხოვრებელი რომ ყოფილიყო. მისი თქმით, მხოლოდ ასე იგრძნობდა თავს ოჯახის სრულყოფილ წევრად, მამაკაცად. შემდეგ მთლად გამოვიდა მწყობრიდან და გადაწყვიტა, რომ სანამ მასზე ბინის ნახევარს არ გავაფორმებ, ქორწილი არ იქნება.

მას შემდეგ, მე შიშით ვუყურებ ნებისმიერი სახის ურთიერთიბას. მარტოც მშვენივრად ვცხოვრობთ. მე წარმატებული ქალი ვარ, ბინაც ჩემი ოფლით ვიყიდე. ახლა თავს თავისუფლად, ბედნიერად ვგრძნობ. სერიოზულ ურთიერთობებზე ახლა არ ვფიქრობ.”

რედაქციისგან

ნანას ძალიან გაუმართლა, მანიპულატორის მსხვერპლად რომ არ იქცა. ფაქტია, რომ მისი რჩეული არ აპირებდა სიცოცხლის ბოლომდე მასთან ცხოვრებას. ერთმანეთში რომ დარწმუნებულიყვნენ, სოციალური კიბის ერთსა და იმავე საფეხურზე უნდა მდგარიყვნენ ან საქორწილე ხელშეკრულება უნდა დაედოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს