პირველკლასელის დედა გვიხსნის, რატომ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი მცირე საქმეების კეთებას თავიდანვე

66

სოფლის ცხოვრებაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი. თუმცა, ბევრს კონკრეტული ასპექტები აინტერესებს. მაგალითად, როგორ უნდა დაიზარდნონ ბავშვები იქ და, ზოგადად, ღირს ღუ არა ამის გაკეთება მსგავს პირობებში.

სოფლის ცხოვრების შესახებ

მათი არგუმენტები, ვინც ბავშვის ქალაქის გარემოცვაში აღზრდასა და სწავლებას ემხრობა, ყველასთვის ცნობილია. იქ მრავალფეროვანი შემოქმედებითი თუ სპორტული წრეა, სამედიცინო დაწესებულებებიც ახლოსაა… მე დავინტერესდი, თუ რას ფიქრობენ შვილების აღზრდაზე ის ადამიანები, რომლებიც დაბებსა და სოფლებში ცხოვრობენ, და როგორი დამოკიდებულება აქვთ შეზღუდული შესაძლებლობებისადმი. ამიტომაც გამოვკითხე ნაცნობი, რომელიც ბავშვის ადგილობრივ სკოლაში შეყვანას აპირებს.

ლინდასა და მის ქმარს შეუძლიათ ბავშვის ქალაქის სკოლაში შეყვანა. ისინი ქალაქიდან არც ისე შორს ცხოვრობენ და საკუთარი მანქანაც ჰყავთ. თუმცა, მშობლებმა გადაწყვიტეს, ვაჟიშვილი დაბის სკოლაში შეეყვანათ.

რატომ? ლინდა ამბობს, რომ ადგილობრივ ბავშვებს არ აქვთ ისეთი მაგარი ტელეფონები, როგორიც ქალაქში, შესაბამისად, მათი შვილიც ნაკლებს მოითხოვს. ასეთი პირობები და მსგავსი მეგობრები ბავშვზე უკეთ იმოქმედებს, ვიდრე ქალაქის ელიტა. დედა ამტკიცებს, რომ იქაური სკოლა ძალიან მშვიდია, არავითარი აგრესია არც მოსწავლეების, არც მასწავლებლების მხრიდან.

კიდევ ერთი დადებითი მხარე – ერთმანეთს თითქმის ყველა იცნობს. პატარა დაბაში ბავშვები საიმედო მეგობრებს გაიჩენენ. ბავშვი უფრო მეტ დროს გაატარებს ეზოში, მონიტორისგან შორს. როგორც კი ლინდას შვილი ფანჯარაში ნაცნობებს დაინახავს, მაშინვე უჩნდება მათთან თამაშის სურვილი. ტელევიზორი ან კომპიუტერი მას ვერ შემოიტყუებს სახლში.

აქტივობები და კლასები

წრეებისა და კლასების შესახებ, ლინდასაც ბევრი რამ აქვს სათქმელი. მაგალითად, მშობლების უმეტესობა ბავშვებს ამ აქტივობებზე წასვლას აიძულებს, ამიტომ ასეთ სწავლას აზრი არ აქვს. იქნებ, როცა ბავშვი წამოიზრდება, თავისი გემოვნებით აირჩევს რამეს. სპორტულ წრეებს ისედაც ჩაანაცვლებს ეზოში თამაშებით.

ლინდა და მისი ქმარი შვილთან დიდ დროს ატარებენ. მას უკვე ბევრი რამის კეთება შეუძლია სახლში, ბურღსაც კი იყენებს ყკვე! ასეთი უნარები გაცილებით უფრო სასარგებლო და პრაქტიკულია, ვიდრე სხვადასხვა წრე და კლასი.

აი, ასე ფიქრობს ჩემი დაქალი. თქვენ როგორ ფიქრობთ? სად შეიყვანდით ბავშვს სკოლაში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს