კერძები, რომლებიც სამსახურიდან მოსულ მშიერ ქმარს არ უნდა დაახვედროთ

229

რა უნდა დავდგათ სუფრაზე, თუ ქმარს სტრესული სამსახური აქვს და სახლში სულ დაღლილი, ნერვებმოშლილი მოდის? საუკეთესო შემთხვევაში, თეფშს უბრალოდ გაწევს, უარესში – ბრაზდება და ნორმალურ საჭმელს ითხოვს. მოდით, დღეს იმაზე ვიმსჯელოთ, თუ როგორ უნდა დაუბრუნოს მზრუნველმა დიასახლისმა დასტრესილ ქმარს კარგი განწყობა (საკვების გამოყენებით).

მამაკაცური ფსიქოლოგია ისეთივე გაუგებარია, როგორიც ქალური. თანაც, მანევრისთვის სივრცეც გვრჩება. ტყუილად ხომ არ ამბობენ, რომ კაცის გულისკენ გზა კუჭის გავლით გადის. ამიტომ, იმის ცოდნაც საკმარისია, რომ თქვენს რჩეულს ჭამა უყვარს. ერთი და იგივე საკვები, ადრე თუ გვიან, ყველას მოჰბეზრდება. Paparazzi.ge-ის რედაქცია დღეს იმის გარკვევას ეცდება, თუ როგორ მოვიქცეთ მსგავს შემთხვევებში.

რა მოვამზადოთ დღეს

წარმოიდგინეთ რამე სადღესასწაულო სუფრა და გადახედეთ კერძებს წარმოსახვაში. თითქმის ყოველთვის, იქ დაინახავთ ცხელ კერძს, გარნირს რამე დანამატით, დასაყოლებლებსა და კომპოტს. ცხელი წვნიანი ახურებს რეაქტორს, რომელსაც მაშინვე უმატებენ დასაყოლებლებსა და ყავას ან ჩაის. თუმცა, ეს კარგია სადილზე. რა ვაჭამოთ ქმარს ვახშამზე?

ერთი შეხედვით, ვახშამზე მხოლოდ დასაყოლებლები და რამე მსუბუქია წარმოდგენილი. რატომ უნდა გადავტვირთოთ კუჭი მძიმე საკვებით – ეს ხომ მავნეა და ა.შ. მაგრამ, ბრძოლაში მამაკაცური ბუნება ერთვება, თავისი ფსიქოლოგიით. როცა კაცი მაძღარია, მშვიდადაა. თუ არაფერი აღიზიანებს, ცხოვრების გაგრძელებისთვის მზადაა.

ისტორიულად, სწორედ ასე განვვითარდით. ყველა კვლევისა და ნადირობის ფინიში კუჭის ამოვსებას გულისხმობდა. თანაც, არამხოლოდ მამაკაცის კუჭის, არამედ მთელი ტომ-გვარისა, რომელშიც ის ცხოვრობდა. ხშირად, მამაკაცს ამიტომაც მიიჩნევენ “საცვეთ მასალად”. სწორედ ისინი ებმებიან საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის დასაცავ ბრძოლაში.

ჩვენ გთავაზობთ მარტივ ანალიზს, რომელიც მიმართულია იმის გაგებისკენ, თუ როდის და რამდენი უნდა მიირთვას მამაკაცმა. თავისთავად, თანამედროვე ცხოვრებას განსხვავებული გამოწვევები აქვს: სუბები და მშვილდები დიდი ხნის წინ გადავდეთ გვერდზე. მამაკაცი, შეუფერებელ პირობებში, საშინლად ისტრესება, რაც შიმშილის გრძნობას მხოლოდ აძლიერებს.

მოდით, ამ ყველაფრიდან რამდენიმე ლოგიკური დასკვნა გამოვიტანოთ.

  • საკვები გემრიელი და ლამაზი უნდა იყოს.
  • კაცის გონებისთვის გასაგები უნდა იყოს მისი სტრუქტურა.
  • უნდა დაანაყროს ადამიანი.

ანუ, როცა ქმარი სახლში მოვა, ნუ მიართმევთ უცნაური ფერის სმუზის ან როლებს, რომელთა მომზადებასაც ახლა სწავლობთ. ახლა მას ნამდვილად არ აქვს გემოს რეცეპტორებთან ექსპერიმენტების ჩატარების დრო. ადგება და კვერცხს შეიწვავს ან პურებს შორის ძეხვს ჩადებს. არ გამოდგება რამე რთულიც, რომელიც შეფასებას მოითხოვს. გაუგებარია, რამდენი უნდა შეჭამო და რა არის საერთოდ.

აგრეთვე, ნუ დადებთ სუფრაზე ნახევარაბრიკატებს ან ნაყიდ კერძებს. ამას უსამართლობის გრძნობის გამოწვევა შეუძლია. მაინც, სახლის საქმეებით ხართ დაკავებული და, ალბათ, საჭმლის მოსამზადებლად 1 საათის გამონახვა არ უნდა გაგიჭირდეთ. გასაგებია, რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა, ქმარს სახლის საჭმელი უხარია. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ვიღაცას უყვარს, ვიღაც მას ელოდება.

ეგზოტიკურ საკვებს რაც შეეხება: ვერ გაარტყამთ. ქმარს შეიძლება არ მოეწონოს მაწვნის წვნიანი. ჯერ ერთი, იგი ყველას არ უყვარს. მეორეც, მის გემოს სხვადასხვა ადამიანის გემოს რეცეპტორები სხვადასხვანაირად აღიქვამს. მესამეც, იგი მარტივად არ ანაყრებს ადამიანს.

მარტივად და სწრაფად

ახლა კი არსზე გადავიდეთ. მოამზადეთ უბრალო კერძი. ქმარს ხომ წონის შესაბამისი კვება სჭირდება. ნუ მოგერიდებათ მითვის წვნიანის, დიდი ზომის კატლეტებისა და დესერტის შეთავაზება. დამიჯერეთ, კატასავით დაიწყებს კრუტუნს.

თუ გეშინიათ, რომ ღიპი გაეზრდება, მოამზადეთ ხორცის დაბალცხიმიანი სალათები ბოსტნეულით, რომლებიც თან დაანაყრებს მას. მოამზადეთ ფაფებიც. მაგალითად, წიწიბურის, ბრინჯის ან ხორბლის, გამოიყენეთ სოუსები და საკმაზები. კარგი იქნება, თუ საკვებს გამოაცხობთ ან ორთქლზე მოამზადებთ. ასე შეგიძლიათ მისი გახდუნება, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ქმრის გემოვნება და ეცადეთ, გაანებივროთ ხოლმე საყვარელი საკვებით. თქვენი ნამცხვრები უყვარს? მოუმზადეთ ხოლმე ისინი. ქათმის სალათზე გიჟდება? თუ ხმით ხვდებით, რომ დაიღალა, მოუმზადეთ იგი. გაგიკვირდებათ, როგორ იქცევა დათრგუნული მამაკაცი ლომად, რომელიც მთების გადასადგმელად ემზადება.

პრინციპი საკმაოდ მარტივია. კვირის განმავლობაში, როცა იგი მუშაობს და სტრესი მაღალ დონეზეა, საკვები მაქსიმალურად უბრალო, გასაგები და ნოყიერი უნდა იყოს, ყველაფერი დანარჩენი კი უქმეებზე უნდა მოამზადოთ. მაშინ ჩაატარეთ ცდები სუშის, ლოკოკინებისა და კალიების მომზადებაზე. ეს თავგადასავალი კი ერთად გამოსცადეთ.

ყოველ შემთხვევაში, გთავაზობთ, ქმრის გემოვნური უპირატესობები შეისწავლოთ. რამდენი რეცეპტიც არ უნდა გაგიზიაროთ, მიდგომა ყოველთვის ინდივიდუალურია. დაწერეთ კომენტარებში, თქვენ რას ამზადებთ ყოველ საღამოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს