ახალი ლობიოს სეზონი დაიწყო. ჩემი ქმარი ძალიან გემრიელად ამზადებს მას, მე კი არ გამომდის

0
3551

უგემრიელესი და სასარგებლო ბოსტნეულის სეზონი, როგორც იქნა, გაიხსნა. ზაფხულის პოპულარული მწვანილი მწიფდება, სწორედ მათ შორისაა ახალი ლობიოც. არა სატაცური, არამედ ყველასთვის ნაცნობი და ჩვეულებრივი ლობიო. აღმოჩნდა, რომ მისი მომზადება ძალიან მარტივია, ვიტამინების ენერგიის მუხტი კი არ დააყოვნებს, მაშინვე მოგეძალებათ. გთავაზობთ ამ ბოსტნეულის მომზადების ძვირფას საიდუმლოებს, ბოლოს კი ახალი ლობიოს კლასიკურ ქართულ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ახალი ლობიო

მწვანე ლამაზმანი ხომ ვეგანებს შორის ასეთი პოპულარობით ტყუილად არ სარგებლობს. ის შეიცავს ცილას, რომელიც, თავისი ამინომჟავური შემადგენლობით, ცხოველური წარმოშობის ცილას ჰგავს. მოკლედ, ლობიო “ბოსტნეულის ხორცია”. მისგან მომზადებული კერძები მკვებავი ნივთიერებებითაა გაჯერებული. იგი შეიცავს კაროტინსა და C ვიტამინს, რომლებიც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

იგი ყოველთვის უყვარდათ სამხრეთევროპულ ქვეყნებში. ბულგარული, უნგრული, რუმინული, ქართული სამზარეულოები ამ ბოსტნეულის კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ შორის მწნილები და კონსერვებიცაა. ეს იმითაა განპირობებული, რომ ლობიო კარგად უძლებს გაყინვასა და დაკონსერვებას.

როგორ მოვამზადოთ ლობიო სწორად

ახალი ლობიოს მომზადების მთავარი მიზანი არამხოლოდ სასარგებლო ნივთიერებები, არამედ ესთეტიკური მხარეცაა. ლამაზი, მკვეთრი მწვანე ფერი ნამდვილად დაამშვენებს სუფრას. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, როგორ შეინახოთ იგი. ეს საიდუმლო საკმაოდ მარტივია. შეწვამდე, ბოსტნეული უნდა გარეცხოთ, გააცალოთ ყუნწები და ხარშოთ 5-8 წუთით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროის დაცვა, თორემ ბოსტნეული სასიამოვნო იერს დაკარგავს.

ახალი ლობიო დაახლოებით 8 წუთი იხარშება, გაყინული – 8 წუთი წყლის ადუღებიდან. ითვლება, რომ კანი შეიძლება შეიცავდეს ფიზინის (ან ფეაზინის) უმნიშვნელო რაოდენობას. მას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება შეუძლია, ამიტომ, პარკოსნების უმად ჭამა არაა რეკომენდებული. მოხარშეთ და ეს პრობლემაც გაქრება.

ახალი ლობიოს სასარგებლო თვისებები

კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც ბოსტნეულის ფერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ: მოხარშვისთანავე გადადეთ იგი ყინულებიან წყალში. ეს დაასტაბილურებს ქლოროფილს, რომელიც პასუხს აგებს მკვეთრ ფერზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი ხრიკი იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ, თუ კერძის მოსამზადებლად საკმარისი დრო გაქვთ.

ყურადღება მიაქციეთ ლობიოს სიგრძესა და სისქეს. სქელი ბოსტნეული გადამწიფების შედეგია. ახალი ლობიო მარტივად ტყდება, რაც მის სიახლეზე მეტყველებს. ბოსტნეულის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს: მწვანე, ყვითელი, იისფერი. თუმცა, გემრიელი და სასარგებლო კერძის წინაპირობა მკვეთრი ფერი და გარკვეული დაზიანებების არარსებობა გახლავთ.

ლობიო ქართული რეცეპტით ნიორით

ინგრედიენტები:

  • 500 გ ახალი ლობიო
  • 2 თავი ხახვი
  • 2 პომიდორი
  • 2 კვერცხი
  • 2 ც ბულგარული წიწაკა
  • ნიორი
  • მარილი
  • შავი პილპილი
  • წითელი წიწაკა
  • კამა
  • ქინძი
  • წითელი ცხარე წიწაკა
  • ზეთი

მომზადება

  1. გახურებულ ტაფაზე შეწვით ხახვი, ოქროსფრის მიღებამდე. დაუმატეთ ზოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა.
  2. პომიდორი გაფრცქვენით – ჩაჭერით იგი ჯვარედინად და დაასხით მდუღარე წყალი. 20 წამში კანი უპრობლემოდ მოშორდება.
  3. დაჭერით გაფრცქვნილი პომიდვრები და მოათავსეთ ტაფაში. როგორც კი წვენს გამოიღებს, დაუმატეთ დანარჩენ ბოსტნეულს ლობიოც და თუშეთ თავდახურული, მომზადებამდე.
  4. ბოსტნეული რომ მოითუშება, გამორთეთ ცეცხლი და დაასვენეთ 10 წუთით. დაუმატეთ სუნელები, მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი. თუ კვერცხი გიყვართ, დაუმატეთ სულ ბოლოს. მიიღებთ ძალიან სასარგებლო ბოსტნეულის ომლეტს.

შეძლებთ ამ არომატული კერძის მომზადებას? გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს მარტივი ინგრედიენტები შეგრძნებათა უგემრიელეს ანსამბლს შექმნის. ფრთხილად: ასეთი ვახშმით პირის ჩატკბარუნება ყველას მოუნდება!

თქვენ როგორ ამზადებთ ახალ ლობიოს?