როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ დედინაცვალსა და გერს

0
224

ადამიანები ერთმანეთს შორდებიან. სულ უფრო იშვიათად ხდება, რომ წყვილი ქორწინდება და მთელ ცხოვრებას ერთად ატარებს. ასეთ სურათს ფილმებში ხშირად გვაჩვენებენ. რეალურად, ზრდასრულ ადამიანებს თავიანთი ამბიციები და ჩვევები აქვთ, ამიტომ ყველა ვერ ახერხებს ყოფაცხოვრებაში მეუღლის ქცევების ატანას. როცა საქმე განქორწინებას ეხება, ცოლი და ქმარი წყვეტს, რომ შვილი დედასთან რჩება, მამა კი, დროდადრო, მას ინახულებს და მატერიალურად დაუდგება მხარში. აი, შვილიანი მამაკაცისთვის მეწყვილის პოვნა საკმაოდ რთულია. ქმრის შვილებთან ურთიერთობა ახალგამომცხვარ ცოლს, ხშირად, არ გამოსდის. უნდა გამოუვიდეს?

ურთიერთობა ქმრის შვილთან

რატომღაც, მამაკაცს ღიად შეუძლია იმის თქმა, რომ უცხო ბავშვები მას აღიზიანებენ, ტვირთად იქცევიან და, ზოგადად, რაში სჭირდებათ მსგავსი პასუხისმგებლობა? აი, როცა საუბარი დედინაცვალზე მიდის, ითვლება, რომ მას მომენტალურად უყვარდება საყვარელი ადამიანის შვილები, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია. ეს მეუღლისადმი ძალიან არაჯანსაღი დამოკიებულებაა.

ქალს ბავშვისადმი თავისი გულგრულობის დამალვა უწევს, რადგან ხალხი ვერ გაუგებს. რეალურად, ნებისმიერ ადეკვატურ ადამიანს ესმის, რომ დედინაცვალს არავისი არაფერი მართებს. მას ბავშვების აღზრდა რომ სდომოდა, თავისებიც ეყოლებოდა. ახლა კი ქმარს მის ყოფილ ცოლსა და შვილს უყოფს.

ოჯახის ბიუჯეტი

თუ ბავშვი არასრულწლოვანია, მამამ ალიმენტები უნდა იხადოს. ვიღაცას ამის საშუალება აქვს, ვიღაც კი ყოველ თეთრს ითვლის. საკუთარ ცხოვრებაზეც ძლივს ჰყოფნის სახსრები. ქალი მტკივნეულად აღიქვამს ქმრის ხარჯებს ყოფილ ოჯახზე. საყვარელ ადამიანთან ერთად რესტორანში წასვლის ნაცვლად, მას ცარიელი მაკარონის ჭამა უწევს. ეს იმიტომ, რომ ქმარმა მისი შვილი კერძო სკოლაში შეიყვანოს. და ა.შ.

დროის ხარჯვა

ხანდახან კი ბავშვი მამასთანაც ცხოვრობს. ალბათ, ასეთ ნაბიჯს ათიდან 1 ქალი გადადგამს. ეს სერიოზული სიტუაციაა. საკუთარი ჩვეულებრივი საქმეებით დაკავების ნაცვლად, ცოლს სხვის ბავშვზე ზრუნვა უწევს. რეცხვა, გამოკვება, ჩაცმევა. თითქოს, დედინაცვალმა ეს არ უნდა გააკეთოს, მაგრამ ვერც ქმრისგან მოიპოვებს აღიარებას. ბავშვი ძალიან უყვარს, მაგრამ… ქმარი თვლის, რომ ეს დედობრივი ინსტინქტია – როგორც ისედაც მოსალოდნელი მოვლენა. ქალს უწევს ბავშვისადმი წყენის, სიბრაზისა და პრეტენზიების დამალვა. იგი ყველაფერს გააკეთებს, რაც მის შემთხვევას შეეფერება, ოღონდ ეს მხოლოდ საყვარელი მამაკაცის გამო იქნება. თუმცა, ეს არავის მოუტანს სარგებელს, ეს ნებაყოფლობითი მონობაა.

ქმრის ყურადღება

მიუხედავად იმისა, ბავშვი ქმართან ცხოვრობს თუ მის ყოფილ ცოლთან, ქმარი ყოველთვის დაუთმობს ყურადღებას პირველ ოჯახს. ბავშვებიც ხომ განსხვავდებიან. შეიძლება, ბავშვს არ შეუყვარდეს დედინაცვალი და იგი მის წინააღმდეგ აამხედრონ. ამ მდგომარეობასთან შეგუება რკინის ნერვებიან ადამიანსაც არ შეუძლია.

დედინაცვალი ქმრის შვილს ვერ დატუქსავს, ვერც რამის გაკეთება აიძულებს. ის მისთვის არავინაა. მაშ, რატომ უნდა ჰქონდეს მას სხვანაირი დამოკიდებულება ბავშვისადმი? ქალებს რატომღაც არ სურთ ურთიერთობის გაბმა შვილებიან კაცებთან. თუ არჩევნის გაკეთება იქნება საჭირო, კაცი აუცილებლად შვილს აირჩევს. თქვენ შეძლებდით შვილიან მამაკაცთან ცხოვრებას? როგორ გაუმკლავდებოდით ყოველდღიურ პრობლემებს?