ის, რომ ადამიანმა დღეში საკმარისი რაოდენობით წყალი უნდა დალიოს, უკვე სკოლის მოსწავლეებმაც იციან. დიდხანს შეიძლება იმაზე საუბარი, თუ როგორაა ადამიანის ორგანიზმი მოწყობილი და რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი სითხის მიღება. თუმცა, ჩვენ არ გადმოვწერთ სტატიაში ანატომიის წიგნებს და უბრალოდ გეტყვით, როგორი წყალი უნდა დალიოთ დილაობით, როგორ ეფექტს უნდა ელოდოთ ასეთი ჩვევისგან და რა სარგებელს მიიღებთ მისგან.
როგორი წყალი უნდა დავლიოთ დილაობით
ყველამ იცის, რომ დილას, უზმოზე 1 ჭიქა წყლის დალევა სასარგებლოა. თუმცა, ის არ იციან, რამდენია წყლის სწორი ტემპერატურა. კი, გრილი წყალი უფრო გვაფხიზლებს და გემრიელადაც გვეჩვენება. თუმცა, ყველაზე დიდი სარგებელი მოაქვს თბილ წყალს, რომელიც დაახლოებით 45 °C-მდეა გამთბარი. Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, თუ რატომ უნდა შემოიღოთ ეს ჩვევა.
- უმჯობესდება საკვების მონელების პროცესი – თბილი წყალი ასტიმულირებს საკვების მომნელებელ და ნაწლავების მუშაობას, აგრეთვე, გვეხმარება ორგანიზმის ტოქსინებისგან გათავისუფლებაში. მთავარია, ჭამის შემდეგ ცივი წყალი არ დალიოთ, თორემ მიღებული ცხიმები გამაგრდება და მისი მოხმარებაც გართულდება.
- აჩქარდება ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესი – თუ თბილ წყალს უზმოზე რეგულარულად მიირთმევთ, ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესი 20-30%-ით გაიზრდება. ორგანოები და ქსოვილები უფრო აქტიურად მომარაგდება ჟანგბადითა და მკვებავი ნივთიერებებით. ამრიგად, წონაც დარეგულირდება.
- გაძლიერდება იმუნიტეტი – უზმოზე თბილი წყლის დალევის წყალობით, გაუმჯობესდება ლიმფური სისტემის მუშაობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი უფრო მდგრადი იქნება მავნე ბაქტერიების წინაშე.
- გაუმჯობესდება თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მუშაობა – თბილ წყალს კარგი შარდმდენი ეფექტი აქვს, შესაბამისად, შეშუპებებს ჩააცხრობს. გარდა ამისა, შემცირდება შემცირდება თირკმლებში კენჭისა და შარდის ბუშტის დაავადებების გაჩენის რისკი.
- უმჯობესდება კანისა და თმის მდგომარეობა – უზმოზე თბილი წყლის სისტემატურად მოხმარების შემთხვევაში, სახიდან ალაგდება გამონაყარი, შენელდება ნაოჭების გაჩენის პროცესი, კანს ელასტიურობა და ჯანსაღი იერი მიეცემა. აგრეთვე, აჩქარდება თმის ზრდა.
- უმჯობესდება განწყობა – ყოველდღიურად თბილი წყლის დალევა დადებითად მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე. შემცირდება გაღიზიანება და გაუმჯობესდება ძილის ხარისხი. რამდენადაც იზრდება ორგანიზმის საერთო ტონუსი და ემოციური მდგომარეობაც სტაბილურდება.
გესმოდეთ, რომ ჩვენი ორგანიზმის რეგენერაცია შეუძლებელია წყლის საკმარისი რაოდენობის მიღების გარეშე. გაუწყლოება ხელს უშლის სიცოცხლისთვის საჭირო ყველა პროცესის მიმდინარეობას და აუარესებს ადამიანის ზოგად მდგომარეობას. წყალი ჩვენს სხეულში ქიმიურ რეაქციათა უდიდეს ნაწილში მონაწილეობს. დაფიქრდით: იქნებ, უბრალოდ ნაკლებ სითხეს მოიხმართ? არც ყავა, არც ჩაი და არც წვენი, მხოლოდ სუფთა წყლის რაოდენობაა დასათვლელი.
სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერ წარმომიდგენია დღის დასაწყისი ჭიქა თბილი წყლის გარეშე. ყავასავით მაფხიზლებს. მაშინვე ვგრძნობ, რომ ორგანიზმი აქტიურდება, ყველა პროცესი იწყება, საკვების მომნელებელი სისტემა მუშავდება. თქვენ სვამთ დილაობით თბილ წყალს? უკვე შენიშნეთ დადებითი ცვლილებები? აუცილებლად გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.