სახლში ფრანგული სამზარეულოს დედოფალს მეძახიან, საუზმეზე კროკ-მადამს ვუმზადებ

152

ოჯახი ფრანგული სამზარეულოს ქალღმერთს მიწოდებენ, რადგან საუზმეზე ხშირად ვუმზადებ კროკ-მადამსა და კროკ-მესიეს. ამ ყველაფრის გაკეთებას კი მაღვიძარას დარეკვამდე ვასწრებ! როგორც კი ყველა დანარჩენი ადგება, ყველაფერი მზად დახვდება.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ კროკ-მესიესა და კროკ-მადამის მომზადების ინსტრუქციას. მათთვის, ვისაც ფრანგული სამზარეულო უყვარს, ასეთი საუზმე ნამდვილი ბედნიერება იქნება!

კროკ-მადამი

ბუტერბროდის ინგრედიენტები:

  • 4 ნაჭერი პური
  • 4 ნაჭერი ლორი ან 8 ბეკონი
  • 2 კვერცხი
  • 4 ნაჭერი ყველი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

სოუს “მორნეს” ინგრედიენტები:

  • 40 გ ფქვილი
  • 310 გ რძე
  • 40 გ ნაღები (33%)
  • 40 გ კარაქი
  • 1 პატარა თავი ხახვი
  • 3 ც მიხაკი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • მუსკატის კაკალი და დარიჩინი გემოვნებით
  • 30 გ ყველი (უკეთესია გრუიერი ან ემენტალი)
  • 10 გ პარმეზანი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაიწყეთ სოუსით. “მორნე” ბეშამელის სოუსის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ქვაბში ჩაასხით რძე და ნაღები, დაუმატეთ ხახვი, დაფნის ფოთოლი და მიხაკის ყვავილედები. აადუღეთ. დააყენეთ 5 წუთით და გადაწურეთ. შეგიძლიათ, ცოტაოდენი პარმეზანიც დაუმატოთ.
  2. სქელძირიან ქვაბში დაადნეთ კარაქი, დაუმატეთ სუნელები და ფქვილი. 2-3 წუთით შეწვით ფქვილი და ზეთი, ურიეთ მუდმივად. დაუმატეთ რძის მასა.
  3. არ შეწყვიტოთ მორევა და აადუღეთ სოუსი ფაფის კონსისტენციამდე. როცა საჭირო მდგომარეობას მიაღწევს, დაუმატეთ ცოტაოდენი გრუიერი ან ემენტალი. თუ არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ იმერულით ან ნებისმიერი მყარი ყველით.
  4. პურის ნაჭრები 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2-3 წუთით შეალაგეთ. 2 ნაჭერს წაუსვით დიჟონის მდგოგვი, ზემოდან კი მომზადებული სოუსით დაფარეთ. 1 ნაჭერ პურზე 1 ს.კ. სოუსია საჭირო. მეორე ორ ნაჭერს, მდოგვის გარეშე, წაუსვით პირდაპირ სოუსი.
  5. მდოგვიან პურებზე დაალაგეთ ჯერ ლორი ან ბეკონი, მერე – ყველის ნაჭრები. დააფარეთ სოუსწასმული ნაჭრები და მოაყარეთ ყველი – ჯერ ემენტალი ან გრუიერი, შემდეგ – პარმეზანი. თუ არ გაქვთ, გამოიყენეთ სხვა მყარი ყველი.
  6. აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით.
  7. ტაფას ზეითუნის ზეთი მოასხით და შეწვით კვერცხი.
  8. ერთ-ერთ ბუტერბროდს ზემოდან დაადეთ კვერცხი – ეს იქნება კროკ-მადამი. მეორე, უკვერცხო ბუტერბროდი კი კროკ-მესიე გახლავთ. გემრიელად მიირთვით ან bon appétit.

კროკ-მადამი და კროკ-მესიე, ალბათ, ყველაზე ცნობილი ფრანგული ბუტერბროდებია, რომლებიც საუზმეს ან სამხარს გაახალისებს. თავად ფრანგები კი მათ სადილზე მიირთმევენ, რამდენადაც საუზმეზე იქ მხოლოდ ტკბილი ან ჩვეულებრივი ყავა აქვთ (რა თქმა უნდა, კრუასანთან ერთად).

გირჩევთ, ეს გემრიელობა გასინჯოთ – ოჯახის წევრებს გამრავალფეროვნებული მენიუ მოეწონებათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს