გადავყაროთ თუ არა გადაზრდილი ნერგი

143

მებოსტნეები და მეაგარაკეები თავისთავად მშვიდი ადამიანები არიან. რა საჭიროა ზედმეტი ნერვიულობა, თუ ბევრ დროს ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ატარებ? მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც სახე ეცვლებათ – გადაზრდილი პომიდვრის ნერგი. მაშინვე პანიკა და გულფიცხობა იწყება.

როგორ არ უნდა ინერვიულოთ, თუ ყველაფერს საფრთხე ემუქრება: მეზობლების პატივისცემა, მოსავლის აღება, თავდაჯერებულობა, რომ რეგიონში საუკეთესო მცენარე გექნებათ. ეს ძვირი ღირს. სწორედ ამიტომ, Paparazzi ეცდება დაეხმაროს მათ, ვინც მიწასთან მუშაობის უნარში რწმენა დაკარგა. მენდეთ, ყველაფრის გამოსწორება მარტივი მეთოდით შეიძლება.

გადაზრდილი ნერგი

თავდაპირველად, ნერგების მეტისმეტად წამოზრდის მიზეზები განვიხილოთ. მომავალში ინფორმირებული, ანუ შეიარაღებული იქნებით. ეს ინფორმაცია არ დაგავიწყდეთ და ყველაფერი კარგად იქნება.

მიზეზები

  • ძალიან ადრე დარგვა. ნერგი თქვენი ბინის კომფორტულ პირობებში რაც უფრო დიდხანს იმყოფება, გადაზრდის შანსი მით უფრო მაღალია. ფორსმაჟორული მდგომარეობაც არსებობს, მაგალითად, გაჭინაურებული გაზაფხულის ცივი ამინდები. ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ. აი, ციფრები იმის გასაგებად, თუ რამდენი დღე უნდა გააჩეროთ ნერგი სახლში, სანამ ნაკვეთზე ან სათბურში გადაიტანთ.პომიდვრის ნერგი გადასარგავად გაღვივებიდან 60 დღის შემდეგ მზადაა. წიწაკას 50-60 დღე სჭირდება, კომბოსტოს ნერგი სწრაფად მწიფდება: 35-55 დღე. კიტრს სულ რაღაც 25 დღე სჭირდება, რაც ძალიან მოკლე პერიოდია, მაგალითად, ბადრიჯანთან შედარებით, რომლის ნერგსაც 75-მდე დღე სჭირდება.
  • არასწორი ტემპერატურის რეჟიმი. პომიდვრის ნერგი ძალიან ნაზია და შენობაში ტემპერატურის მიმართ მომთხოვნია. მას არ უნდა შესცივდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭკნება. ძალიან სიცხეც არ უნდა იყოს, რადგან ასე ჭერამდე გაიზრდება.
  • დღის ტემპერატურა 22-25 გრადუს არ უნდა სცდებოდეს. ხოლო იდეალური ღამის ტემპერატურა 15-16 გრადუსია.
  • სინათლის არ არსებობა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განათების საკითხი განსხვავებულია. პრობლემები მაშინ ჩნდება, როცა ხვდებით, რომ თქვენი ფანჯრები საჭირო მხარეს არაა გამოჭრილი. არ იდარდოთ: მაღაზიებში უკვე დიდი ხანია ნერგებისთვის სპეციალური ნათურები იყიდება. მათ შეძენას ნებისმიერ ქალაქში შეძლებთ.
  • ჭარბი წყალი. დამწყები მეაგარაკის ტიპიური პრობლემა. მოყვარულები თვლიან, რომ რაც მეტია წყალი, მით უკეთესი. მათი გაგებით, ბევრი წყალი და სასუქი ძლიერი ნერგის და უხვი მოსავლის გარანტიაა. აქვე ვიტყვით, ეს ძირეულად არასწორი მოსაზრებაა. ნერგი დაწვრილდება და ზემოთ ამოიწვერება. ეს კი არ უნდა დავუშვათ.ნერგები თბილი წყლით და სადგამით მორწყეთ. დარწმუნდით, რომ მიწა უკვე მშრალია და სითხის რაოდენობას ყურადღება მიაქციეთ. ჭარბი მორწყვით მომავალში პრობლემები წარმოიქმნება, ფრთხილად იყავით. თუ ნერგები არ ჭკნება, სასუქი არ სჭირდება. ნერგს გამოკვება სჭირდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა სხვა არაფერი აღარ შველის.

ნერგის შენელება

თუ რაიმე მიზეზით ნერგი ზემოთ ზრდას აგრძელებს, ხოლო დარგვის დრო ჯერ არ მოსულა, მისი ზრდის შესანელებლად შემდეგი ზომები მიიღეთ.

  • მორწყვის სიხშირე და წყლის რაოდენობა შეამცირეთ;
  • უფრო დიდ ქოთანში გადაიტანეთ;
  • შენობაში ტემპერატურა შეამცირეთ იქ, სადაც ნერგები იზრდება;
  • ნერგები უფრო ბნელ ადგილას, სინათლის წყაროსგან მოშორებით დადგით;
  • ზრდის შესანელებლად სპეციალური საშუალება შეიძინეთ;

გადაზრდილი ნერგის დარგვა

პირველ რიგში, ფრთხილად იყავით. როცა მიწაში გადარგვის დრო მოვა, ხელთ მოხარშული მაკარონივით გრძელი ნერგი გაქვთ, მაგრამ არ ინერვიულოთ. საჭირო ადგილას მინიმალური დაზიანებებით უნდა გადაიტანოთ. ავტობუსი თუ მანქანა, მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ დასარგავ ადგილამდე კომფორტულად მიიტანეთ. ახლა მცენარეს ნებისმიერი სტრესი დააზიანებს.

მეორეც, სათბური გჭირდებათ. გადაზრდილი ნერგისთვი არასტანდარტული კვლები, გრძელი ხვრელებით კეთდება და არა ჩვეულებრივი ორმოები.

დასუსტებული მცენარე კონტეინერიდან ამოიღეთ და ხვრელის გასწვრივ დადეთ. ძალიან გრძელია? არაფერი საშიში. უბრალოდ სადღაც მესამე ნაწილი მიწაში დარგეთ. სწორია, ქვედა ფოთლებიანად. ასე დანარჩენ ნერგებზეც მოიქეცით. რამდენიმე დღეში მცენარის ქვედა ნაწილზე, ღეროსა და ტოტზე, რომლებიც მიწაშია, ახალი ფესვები გამოჩნდება. თავად მცენარე ვერტიკალურ მდგომარეობას მიიღებს.

მთავარია, დროულად მორწყვა არ დაგავიწყდეთ. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ნერგმა ბუნებრივი მდგომარეობა მიიღო, საქმეს შეუდექით. თითოეული ბუჩქი შეკარით. ახლა ნერგი ისე გაზარდეთ, როგორც ზრდასრული მცენარე, სანამ სასურველ მოსავალს არ მიიღებთ. როგორც ხედავთ, რთული არაფერია და ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები საინტერესო იყო. მებოსტნეობით დაკავდით. ეს სასარგებლო საქმეა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და განწყობაზე დადებით გავლენას ახდენს. არაფერს ვამბობთ თქვენი შრომის ნაყოფზე, რომლითაც მაშინ დატკბებით, როცა მოინდომებთ. თან ეს ყველაფერი მარტივად და საუკეთესოდ გამოგივათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს