ხუთი წლის წინ პარიზიდან ჩამოვიტანე კლასიკური ხახვის წვნიანის რეცეპტი

265

“…5 წლის წინ პირველად მქონდა პარიზში მოგზაურობის ბედნიერება. ლუვრის და ტუილერის ბაღის მონახულების შემდეგ, შევედი ერთ მყუდრო კაფეში “La Rotonde des Tuileries”. სწორედ იქ მივირთვი საოცრად არომატული ხახვის წვნიანი. კოვზის შეხებისთანავე შევიგრძენი ამ კერძის განსაკუთრებული სურნელი და ნამდვილად გემრიელი იყო. ასეთი რამ არასდროს გამისინჯავს. მას შემდეგ უკვე 5 წელია ამ საოცარ გემოს ვეძებ.”

დღეს paparazzi.ge გაგიზიარებთ ფრანგულ ხახვის წვნიანის რეცეპტს შეფ-მზარეულისგან, რომელიც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მუშაობს.

კეთების დროს ხახვმა რომ არ აგატიროთ, 5 წუთით შედეთ საყინულეში.

ინგრედიენტები:
  • 500-600 გ. ხახვი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 30 გ. ნაღების კარაქი
  • 1-1,5 ჩ/კ ფქვილი
  • 1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი
  • 1 ლ. ხორცის ნახარში
  • 1-2 ღერი პიტნა
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 1 თავი ნიორი
  • 70 გ. ყველი გრუიერი ან ემენტალი
  • ბაგეტი ან ნებისმიერი პური

მომზადების წესი:

  1.  ხახვი წვნიანში ბევრი უნდა უქნათ. ამიტომ გასწავლით მარტივად დაჭრის ხერხს:
  2. აიღეთ ბასრი დანა, ხოლო ხახვი დაჭრამდე შედეთ საყინულეში 5 წუთით. დაამუშავეთ დანის პირი ლიმნის წვენით. პერიოდულად დანას წყალი გადაავლეთ ხოლმე.
  3. ამბობენ, ხახვმა რომ არ აგატიროს, ენა სასას უნდა მიაჭიროთ, ან ჩაიდოთ პირში საღეჭი რეზინა ან პურიო.
  4. ხახვი გაფცქვენით ალყა-ალყა, შეწვით ტაფაზე ორივე ცხიმთან ერთად, მუდმივად ურიეთ. თავიდან მაღალ ცეცხლზე დადგით, შემდეგ საშუალო ტემპერატურაზე. მთელ ამ პროცესს 30 წუთი ჭირდება.
  5. დაუმატეთ ფქვილი, შეგიძლიათ დაუმატოთ 50 მლ. თეთრი მაგარი სასმელი, რომელსაც მუხის კასრებში ინახავენ, ან გამოტოვოთ ეს ეტაპი. ფქვილი და ხახვი მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ პიტნა.
  6. წინასწარ მოამზადეთ ხორცის ნახარში. კლასიკურ ხახვის წვნიანის რეცეპტში ხორცის ნახარში გამოიყენება, მაგრამ შეიძლება ბოსტნეულის ნახარშით შეცვალოთ. ნახარშში ჩაყარეთ ხახვის და ფქვილის ნარევი, დაუმატეთ დიჟონის მდოგვი. ადუღეთ 10 წუთი.
  7. ასევე, წინასწარ მოამზადეთ გრენკები. დაჭერით ბაგეტი ან ნებისმიერი სხვა პური, წაუსვით ნიორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით 3-4 წუთი გახურებულ ღუმელში.
  8. წვნიანი ჩამოასხით პორციებად ცეცხლგამძლე ჯამებზე, შუაში ჩაუდეთ გრენკი, მოახეხეთ ყველი. შედგით ღუმელში რამდენიმე წუთი, ყველის შეწითლებამდე.
  9. სულ ეს არის, ხახვის წვნიანი მზად არის. ფრანგები მას პირველ კერძად მიირთმევენ. გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს