40 წლის ასაკში ბებია გავხდი. ეს საუკეთესო საჩუქარია, რომელიც ბედმა გამიკეთა

191

არავინ იცის, როდის შეხვდებით თქვენს ადამიანს, რომელთანაც სიკვდილამდე ბედნიერად იცხოვრებთ. ადამიანებს ერთმანეთი როგორც 20, ისე 40 და 70 წლის ასაკში უყვარდებათ, რატომაც არა? თუმცა, ახალგაზრდა და შუა ხნის ასაკის წყვილების ქცევებს შორის არსებითი განსხვავებებია. ვიღაც ფიქრობს, რომ ახალგაზრდები მალე დაშორდებიან, რადგან ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვთ, თანაცხოვრებას ვერ აიტანენ. ვიღაცას კი სჯერა, რომ თუ დაქორწინებას საერთოდ აპირებთ, ახალგაზრდა უნდა დაქორწინდეთ, თავქარიანობის ან სიყვარულის შედეგად. რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო უჭირს თავის ცხოვრებაში უცხო ადამიანების შემოშვება.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი

ახალგაზრდობაში ადამიანები მარტივად უგებენ ერთმანეთს. მათ ჯერ არ დაუგროვებიათ პრინციპები თავიანთ ქვეცნობიერში. ეს თავქარიანობა და აზარტი სავსებით განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებს აერთიანებს. ყოფაცხოვრება ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან შეგუება გარკვეულ წვრილმანებში, კომპრომისზე წასვლა.

ყოფაცხოვრება

ახალდაქორწინებულები, რომლებიც 20-20 წლისანი არიან, მარტივად ეჩვევიან საყვარელი ადამიანის უჩვეულო თავისებურებებს. აი, მათ კი, ვინც ქორწინდებიან და ერთად ცხოვრებას 40 წლის ასაკში იწყებენ, დათმობებზე წასვლა უჭირთ. მაგალითად, ოცი წლის ლიკა ქმარს აპატიებს სადილის შემდეგ დატოვებულ გაურეცხავ თეფშს, მიუხედავად იმისა, რომ მოვალეობების განაწილებაზე შეთანხმდნენ. აი, 45 წლისა და 2 შეუმდგარი ქორწინების შემდეგ კი ლია არავითარ შემთხვევაში არ შეუშვებს სახლში მოუწესრიგებელ კაცს.

ენერგია

დამეთანხმებით, 20 წლის ასაკში თავს ყოვლისშემძლედ თვლით. თუმცა, ახალგაზრდობაში შეგიძლიათ სწავლა და თან მუშაობა, ამავდროულად, პატარა ბავშვის მოვლაც. რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო ნაკლები დავალების შესრულება შეუძლია ერთდროულად. ამ ყველაფრისთვის უბრალოდ ძალა აღარ ჰყოფნის. შემდეგ კი უცებ ესმით, რომ მარტოც მშვენივრად ცხოვრობენ: არავის ნაცვლად არ უწევთ დალაგება, დაყოლიება, ძალის კამათსა და სხვის აზრზე დახარჯვა.

ბავშვები

რაც უფრო ადრე გადაწყვეტს წყვილი შვილის ყოლას, მით უკეთესი ურთიერთობა ექნებათ ბავშვსა და მშობლებს. რეალობის სხვადასხვაგვარი აღქმის ზღვარი იშლება, ახალგაზრდა მშობლები კარგად უგებენ ბავშვებს. თუმცა, ყველაფერს მედლის მეორე მხარეც აქვს. ახალგაზრდობაში რთული იყო გონივრული გადაწყვეტილების მიღება ან ბავშვისთვის ბრძნული რჩევის მიცემა.

გულწრფელობა

ადრეულ ქორწინებაში, ადამიანები ერთმანეთს თავიანთ განცდებს უზიარებენ, ცდილობენ, ერთად გადაჭრან გაჩენილი სირთულეები. ისინი თანაცხოვრებას ერთი დონით იწყებენ. გვიან ქორწინებაში კი ორივე მხარეს აქვს დაგროვილი ქონება, რომელთან გამომშვიდობება არ სურს. არათანაბარ ქორწინებაში, ადრე თუ გვიან, ერთ-ერთი მეუღლე დაფიქრდება, ანგარებით ხომ არ გადაწყვიტა მეორე ნახევარმა მასთან ცხოვრება.

ხანში შესულ ურთიერთობებს მრავალი უპირატესობა აქვს. არასდროს ჰკითხოთ ადამიანს, როდის დაქორწინება ან გააჩენს ბავშვებს. ამას არ გეგმავენ, ცხოვრობენ. რეალურად, თითოეული ადამიანის ცხოვრება განსხვავებულად მიმდინარეობს, არ შეიძლება საკუთარი ურთიერთობის მორგება სხვაზე, ან საკუთარი ქორწინების სხვისაზე შედარება. იცხოვრეთ და დატკბით ცხოვრებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი წყვილები ცხოვრობენ ერთად და ბედნიერად ყველაზე მეტხანს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს