ბოშა იაპონურ დესერტ მოტის ფქვილისა და კვერცხის გარეშე ამზადებს

990

ოდესმე იაპონური ბრინჯის ნამცხვარი “მოჩი” გაგისინჯავთ? აზიური ტკბილეული ჩემი სისუსტეა! პირველად, ეს დესერტი ჩემს დაქალთან გავსინჯე, იგი ტოკიოდან ჩამოიტანა. შემდეგ ისინი სუპერმარკეტშიც დავინახე. ნამცხვრის კლასიკური ვარიანტი მზადდება წითელი ლობიოს ტკბილი გულსართით, მაგრამ მე კენკრაც ძალიან მომწონს.

ამ “მოჩის” ერთადერთი მინუსი ისაა, რომ საკმაოდ ძვირი ღირს და ძალიან სწრაფად იჭმება. რა მაგარია, რომ ამ გასაოცარი ნამცხვრის რეცეპტი ერთ-ერთი ბოშას კულინარიულ არხზე ვიპოვე. ხვალვე წავალ მაღაზიაში, ბრინჯის ფქვილსა და მარწყვს ვიყიდი. უკვე ვხედავ, როგორ ჩავიტკბარუნებ პირს ამ უნაზესი ნამცხვრით.

ბრინჯის ნამცხვრები

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ბრინჯის ნამცხვრების მომზადების რეცეპტს. ჭამ და გინდა!

ცომის ინგრედიენტები:

  • 100 გ ბრინჯის ფქვილი (ტკბილი ნამცხვრისთვის)
  • 100 გ შაქარი
  • 200 მლ წვენი (ნებისმიერი)

გულსართის ინგრედიენტები:

  • 15 კენკრა
  • 350 გ ხაჭო-ნაღების ყველი
  • 100 გ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი
  • სიმინდის სახამებელი

მომზადება

  1. ღრმა თასში შეურიეთ ბრინჯის ფქვილი, შაქარი და წვენი (ნებისმიერი). ყველაფერი სილიკონის ნიჩბით მოურიეთ.
  2. კრემის მოსამზადებლად, ხაჭოს ყველი ათქვიფეთ მიქსერით, შაქართან და ვანილის შაქართან ერთად, 2 წუთის განმავლობაში. მარწყვი ან ნებისმიერი სხვა კენკრა გარეცხეთ. გააცალეთ ყუნწები,
  3. წინასწარ მოამზადეთ საკვები ცელოფნის ნაჭრები, ნამცხვრების რაოდენობის მიხედვით. ცელოფნის ცენტრში მოათავსეთ 1 ს.კ. კრემი, შიგნით კი მარწყვი ჩადეთ. ფრთხილად, ცელოფნის დახმარებით შეახვიეთ მარწყვი კრემში. გულსართები ერთ დიდ თეფშზე დაალაგეთ და საყინულეში შედგით.
  4. ცომი შედგით 1 წუთით მიკროტალღოვან ღუმელში, შემდეგ მოურიეთ. ისევ შედგით 1 წუთით ღუმელში და ისევ მოურიეთ. მესამედაც გაიმეორეთ. შემდეგ, 3 წუთის განმავლობაში უბრალოდ ცომს ურიეთ.იგ ძალიან წებოვანი და რბილი უნდა გამოვიდეს.
  5. მაგიდას უხვად მოაყარეთ სიმინდის სახამებელი. ცომის საბრტყელებელი და ხელებიც სახამებლით გაისვარეთ. შემდეგ ცომი თხლად გააბრტყელეთ. დანით დაჭერით ცომი მართკუთხედებად. დაახლოებით 8 ცალი უნდა გამოვიდეს. გულსართი გამოიღეთ მაცივრიდან, მოხსენით ცელოფანი.
  6. თითოეული მართკუთხედის შუაგულში მოათავსეთ კრემიანი და კენკრიანი ბურთულა. გულსართი გაახვიეთ ცომში, კარგად შეაწებეთ კიდეები, მოაჭერით ზედმეტი ნაჭრები. შედგით ნამცხვარი 2 საათით მაცივარში.
  7. სულ ესაა. “მოჩი” მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ნიუ-იორკში ეს იაპონური ნამცხვარი იმდენად პოპულარულია, რომ კარგ სუპერმარკეტებში მას პირდაპირ ნაყინის გვერდით ალაგებენ თაროზე. ამერიკელებმა ეს დესერტი დიდი ხნის წინ გასინჯეს და შეიყვარეს. მე კი დავამატებ, რომ ისინი მომზადების დღეს უნდა მიირთვათ. ცომი ძალიან სწრაფად ხმება და გემოც იცვლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს