რა მოუვა ვაშლს, თუ ცხელ წყალს გადავავლებთ?

158

ბოლო დროს უფრო და უფრო აქტუალური ხდება ჯანსაღი კვება. ადრე გაზიანი სასმელი, ჰამბურგერი და ჩიფსი დელიკატესად და ყველაზე სასურველ საკვებად მიიჩნეოდა. ეხლა კი მიდგომა შეიცვალა.

ამ ტენდენციას ჩვენც მხარს ვუჭერთ და მივესალმებით. საინტერესოა, სად ჯობია ხილის და ბოსტნეულის ყიდვა? ბაზარში თუ სუპერმარკეტში? მოდით განვიხილოთ სუპერმარკეტის პროდუქცია:

საქმე იმაშია, რომ თანამედროვე მაღაზიები სხვადასხვა ეშმაკობებს მიმართავენ მომხმარებლების მოსაზიდად. შევეცდებით მოგიყვეთ, თუ რა ხდება კულისებს მიღმა.

ლამაზი, ფერადი, პრიალა ვაშლები – მაცდურად იმზირებიან დახლიდან და საოცარ არომატს და უამრავ ვიტამინებს გვპირდებიან. არადა, რომ დაფიქრდე, ჩვეულებრივ ვაშლის ხეზე ასეთ რამეს ვერ ნახავ. იცით რა არის ამის მიზეზი? ცვილი! სპეციალურ ცვილში ავლებენ ვაშლებს, რომ ტრანსპორტირების დროს არ დაჭკნეს, ილაპლაპოს და უკეთ გაცდუნოთ.

ამიტომ სუპერმარკეტში ნაყიდ ვაშლს გადაავლეთ ცხელი წყალი, ცვილი გადნება და მოშორდება. ვაშლი კი ისევ ისეთი იქნება, როგორიც ბაღში იყო, ხეზე.

ფერი ისეთი ხასხასა აღარ იქნება, შეიძლება პატარა ნაოჭებიც გამოჩნდეს. დაიმახსოვრეთ: იდეალური ფორმის და ფერის ვაშლი ერთდროულად და დიდი რაოდენობით, არ არსებობს.

მაღაზიის სხვა ხრიკები

1 მზა საკვები – ვიზუალურად ხასხასა და ჯანსაღი სალათიც შეიძლება გაფუჭებული აღმოჩნდეს. ცუდ გემოს გადასაფარად ხმარობენ მეტ მკვეთრ გემოებს – პილპილს, სანელებლებს… მყიდველი ვერ ხვდება და ყიდულობს. თუ სალათაში მაიონეზი ურევია, ყველაზე მალე ის ფუჭდება და მოერიდეთ. უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეული ზეთზე დამზადებულ საკვებს.

2 მკვეთრი ფერები – ფერადი ზღვის პროდუქტები, რომელსაც მარკეტები გვთავაზობენ, სულაც არ არის ფერადი. წითელი ორაგულის ნატურალური ფერი ხასხასა ნამდვილად არ არის. ჩვენამდე კი თვალის მოსატყუებლად საღებავით დამუშავებული მოდის.

3 მაღაზიის თაროები – დააკვირდით, პროდუქტების განლაგებას თაროებზე. ადვილად შესამჩნევ და მისაწვდომ ადგილას ყოველთვის ალაგია ძვირიანი პროდუქტი. ეს მარკეტინგის ნაწილია. მენეჯერები ხშირად უნაცვლებენ ადგილს პროდუქციას, რომ დაგაბნიონ, რთავენ სხვადასხვა მელოდიას. კომფორტის განცდა ყიდვის გადაწყვეტილებას უფრო მარტივად აღებინებს ადამიანს.

4 პროდუქტის დასახელება – არსებობს ხაჭო, ძეხვი, შედედებული რძე, ყველი… ნებისმიერი რამდენიმე სახელი თქვენს დასაინტერესებლად არის მოგონილი. ასევე, წარწერა “უშაქრო” – არ ნიშნავს ჯანსაღ საკვებს. ღმერთმა იცის, სიტკბოს მისაცემად რა ქიმიური დანამატი აქვს შერეული.

5 დაჭრილი საკვები – ხორცეული, ბოსტნეული – სულერთია. ეტიკეტზე მითითებულია დაჭრის თარიღი, მაგრამ მანამდე რა მდგომარეობაში იყო პროდუქტი, არავინ იცის. ასევეა ხორცის მარინადი. ვერ გაიგებ ახალია, თუ არა სამწვადე. ამიტომ თავად მოამზადეთ ხოლმე.

6 დაფასოება – ეს მეთოდი დიდი ხანია მიღებულია. ყველა არ აკვირდება, რომ მაგალითად, ზეთის ბოთლზე შეიძლება ეწეროს არა 1 ლ, 0,5 ლ, 0,25 ლ, არამედ – 880 მლ, 960 მლ, 420 მლ… ადვილი მისახვედრია, რატომ. ამიტომ ყურადღებით დააკვირდით ციფრებს.

ცბიერი გამყიდველები და მენეჯერები ყოველ დღე ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ პროდუქტის გასასაღებლად. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ, წაიკითხოთ ყველაზე წვრილი შრიფტიც კი, არ დაგეზაროთ საჭიროების შემთხვევაში ნეგატიური კომენტარის დატოვება და იცოდეთ, არ არსებობს ხარისხიანი პროდუქტი იაფად. ჯანმრთელობას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს