ობოლი ბავშვების ცხოვრება სავსეა სირთულეებით და სხვადასხვაგვარად წარიმართება ხოლმე. ერთნი ბავშვთა სახლებში შეიცნობენ გაჭირვებას, სხვებს ნათესავები ზრდიან.თუმცა მეორე ვარიანტი ცხოვრების გამარტივების გარანტია ვერ იქნება.
ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირმა ბავშვობაში დაკარგა მშობლები. მისი აღზრდა დეიდამ აიღო საკუთრ თავზე, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა. თუ როგორ წარიმართა მათი შემდგომი ცხოვრება,ახლა მოგიყვებით.
ობოლი ბავშვის ცხოვრება
მშობლების დაკარგვის შემდეგ პატარა ბესო დეიდამ თავისთან წაიყვანა. ის არ იყო მდიდარი,განსაკუთრებულ ყურადღებას დის შვილს არ აქცევდა,თუმცა ცუდად ნამდვილად არ ეპყრობოდა. მას უბრალოდ თავისი შვილებიც ჰყავდა და ბესოსთვის ბევრი დრო არ რჩებოდა.
დეიდის ქმარს, რამაზს ძალიან ებრალებოდა პატარა ბიჭი,რადგან კარგად ესმოდა მისი. მამაკაცს მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედამ კი მიატოვა. ჯერ კიდევ ბავშვობაში მოუწია გაეგო,თუ რას ნიშნავდა ზრდასრული ცხოვრება. მას არ უნდოდა,მის პატარა ნათესავს მსგავსი ტკივილი ეგრძნო.
ინგა დეიდას მუდმივად უწევდა ფულის დაზოგვა. პირველ რიგში,იტანჯებოდა ბესო. რამაზი ამ ყველაფერს ხედავდა და დროდადრო სასუსნავებით ანებივრებდა პატარა ბიჭს.ბავშვის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბესოს და ბიძიას შორის კავშირი უფრო და უფრო მტკიცე ხდებოდა, რამაზი ასწავლიდა,რომ კარგად უნდა ესწავლა ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.
ბესო სკოლაში კარგად სწავლობდა,თავისუფალ დროს კი ბიძიას ეხმარებოდა სახლის საქმეებში. ვიდრე ობოლი ბიჭი მუხლჩაუხრელად შრომობდა,ინგას სხვა შვილები უსაქმურად იყვნენ. ბესოს თავის ასაკთან შედარებით განვითარებული ჰქონდა ცნობიერება და პასუხისმგებლობის შეგრძნება.
ახალი ცხოვრება
მე-11 კლასში ბესოს თავისი მეზობელი შეუყვარდა. ქეთი მასთან ერთ სკოლაში სწავლობდა. მისი მშობლები ობოლ ბიჭუნას ბავშვობიდანვე იცნობდნენ,თუმცა დიდად არ სურდათ, რომ მათ ქალიშვილს ცხოვრება მასთან დაეკავშირებინა.თუმცა გულწრფელმა გრძნობებმა გაიმარჯვა და მათ დაგეგმეს დაიჯახება.
სკოლის დამთავრების შემდეგ ბესო ქალაქში გაემგზავრა აგრონომიის ფაკულტეტზე სასწავლებლად. ქეთი მასთან ერთად წავიდა და უნივერსიტეტში ჩააბარა. მათ დაქორწინება სწავლის დასწულების შემდეგ გადაწყვიტეს. ასეც მოხდა.
სოფლის წყნარი ქროწილის დროს რამაზმა ბესოს უთხრა,რომ დეიდისადმი წყენა გულში არ ჩაედო, მისთის რთული იყოს დის შვილის შეყვარება,თუმცა ის აღზარდა და ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ბიძიამ სთხოვა, არ დაევიწყებინა ისინი,დაჰპირადა,რომ მუდამ შვილივით ეყვარებოდა.
მალე ბესო მეზობლის ფერმერთან დასაქმდა. ის კარგი სპეციალისტი გახდა და მალე საკუთარ მიწაზე დაიწყო მუშაობა.მას უკვე იცნობენ არა მხოლოდ მშობლიურ სოფელში, არამედ მის საზღვრებს მიღმაც.
ცოტა ხნის წინ ბესოს და ქეთის ტყუპები ეყოლათ. ბესოს არასოდეს დავიწყებია მშობლიური სახლი. ის რეგულარულად ნახულობდა ნათესავებს და ეხმარებოდა მათ ფინანსურად.ის უსაზღვროდ მადლიერია ინგა დეიდის და რამაზი ბიძიას.
რედაქციისგან
ეს ისტორია ამტკიცებს,თუ რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა. თუნდაც ეს იყოს ერთი ადამიანის თანადგომა და ბრძნული სიტყვები. ზოგჯერ ესეც საკმარისია,რომ გჯეროდეს საკუთარი ძალების და იარო დასახულ გზაზე. რამდენად რთულიც უნდა იყოს ობლის ცხოვრება,ბევრი რამაა დამოკიდებული შინაგან სიმტკიცეზე. შინაგანი ცეცხლი ყველა ცხოვრებისეული სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ.