ინსტაგრამზე მიმოწერამ მთლიანად შეცვალა ჩემი ბედი და საცოლეს გავექეცი

309

ერთმა უწყინარმა მიმოწერამ ინსტაგრამზე შეიძლება ყველაფერი აურიოს. ცხოვრობ შენთვის ქალაქში, თითქოს, ყველაფერი კარგად არის – ჩიტები ჟღურტულებენ, მზე ანათებს, გვერდით საყვარელი ქალი გყავს. გინდა მთები გადადგა, იფრინო, გმირობის ჩადენის სურვილი გაქვს და ამ დროს… შენს საყვარელ ქალს რჩება სახლში ტელეფონი…

ინსტაგრამზე მიმოწერა

ეს იყო ალბათ, ერთი ნახვით შეყვარება. ის გავიცანი უნივერსიტეტში, ბოლო კურსზე. მაშინვე ვიგრძენი რაღაც ნაპერწკალი. თანდათან ჩვენი ურთიერთობა სერიოზული გახდა. ვმეგობრობდით, ერთად ვატარებდით დროს.

სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს მაშინდელ შეგრძნებებს. თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მეგონა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ლამაზი გოგო მყავდა გვერდით. ასევე ფიქრობდა ისიც. გავიდა ერთი წელი, დავამთავრე უნივერსიტეტი და დავიწყე მუშაობა. მშობლებმა ბინა მაჩუქეს. 

მე და ჩემი შეყვარებული ერთად გადავედით ახალ ბინაში. ძალიან ბედნიერები ვიყავით. სამსახურშიც კარგად მიმდიოდა საქმეები, სწრაფად მივიწევდი წინ და ჩემი შემოსავალიც იზრდებოდა. 

პასუხი ტელეფონის ზარზე

უკვე ვგეგმავდით დაქორწინებას, ვოცნებობდი შვილებზე. გადავწყვიტეთ მოკრძალებულად აღგვენიშნა ჩვენი ქორწილი.

მე კარგად ვაცნობიერებდი მამაკაცის მოვალეობებს და მონდომებულად ვმუშაობდი, რომ რაც შეიძლება მეტი გამომემუშავებინა. საცოლეც ცდილობდა მუშაობას, მაგრამ ძირითადად, მაინც, კოსმეტიკით და ფრჩხილების მოვლით იყო დაკავებული.

ჩემი სამსახურით ასე გატაცება ძალიან არ მოსწონდა, ამიტომ ქორწილამდე ერთი კვირით ადრე შვებულება ავიღე. მინდოდა დამესვენა და კარგად მოვმზადებულიყავით ქორწილისთვის.

ერთხელ, ჯერ კიდევ საწოლში ვნებივრობდი, რომ ტელეფონის ზარი გავიგე. ჩემს საცოლეს დარჩენოდა სახლში. რეკავდა მამაკაცი…

მიმოწერა ინსტაგრამზე

როგორც კი ავიღე ტელეფონი, მაშინვე მამაკაცის ალერსიანი ხმა გავიგე! ჩემი ხმა რომ გაიგო, გამითიშა. დავიბენი, არ ვიცოდი რა მეფიქრა და ტელეფონი დავათვალიერე. 

მრცხვენოდა ჩემი საქციელის, მაგრამ გაუგებრობაში ყოფნაც არ მინდოდა. 

აღმოჩნდა, რომ ჩემს საცოლეს ვიღაც მამაკაცთან ქონდა მიმოწერა, ეფიცებოდა სიყვარულს და უხსნიდა, რომ ჩემთან მხოლოდ ბინის გამო იყო…

თავის ხელში ასაყვანად რამდენიმე საათი დამჭირდა. გადავწყვიტე შურისძიება და ამისთვის საჭირო იყო, არაფერი შემემჩნია.

რა ჩავიფიქრე?

ხელის მოწერისას ბევრი ხალხი შეიკრიბა. ორივეს მშობლები, მეგობრები, ნათესავები. ყველა გვილოცავდა და ყვავილებს გვჩუქნიდა. ჩემი საცოლე ულამაზესი იყო, გული მეკუმშებოდა…

დაიწყო ხელის მოწერის ცერემონია, შევედით დარბაზში. წაგვიკითხეს ტრადიციული სიტყვები და გვკითხეს თანახმა ვიყავით თუ არა ქორწინებაზე. საცოლე მაშინვე დაეთანხმა. მე კი ხმამაღლა ვთქვი – არა!

სწრაფად დავტოვე იქაურობა და წავედი სახლში. ვერავინ მიხვდა რატომ გავაკეთე ეს. ყველა მირეკავდა, მაგრამ ვუპასუხე მხოლოდ მშობლებს, რომ არ ენერვიულათ. სწრაფად მოვაგროვე საცოლის ნივთები და გავდგი გარეთ. წინასწარ გამოძახებულ ხელოსნებს 15 წუთში შევაცვლევინე კარის საკეტი და დავემშვიდობე წარსულს. დავიწყე უკეთეს მომავალზე ფიქრი. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს