ისტორიაში არსებობს რამდენიმე თავი, რომელიც თავისი მოვლენებით შოკისმომგვრელია და ამის დავიწყება შეუძლებელია. ერთ-ერთი ასეთი თავი მეორე მსოფლიო ომის ისტორიას ეძღვნება, რომელიც ნაცისტების დანაშაულებით და საშინელი ქმედებებით არის სავსე. სისხლიანი ბოროტმოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ „სიკვდილის ბანაკი“, ოსვენციმი ითვლებოდა.
დღეს „პაპარაცი“ ერთი აღმოჩენის გასაოცარ ისტორიაზე გიამბობთ, რომელიც პირდაპირ საკონცენტრაციო ბანაკის მოვლენებს უკავშირდება.
პოლონეთის ქალაქში ოსვენციმში, აუშვიც-ბირკენაუს ცნობილი მუზეუმი მდებარეობს. ამ ადგილას საკონცენტრაციო ბანაკი იყოს, წლების შემდეგ მუზეუმად გადააკეთეს, რომელიც 1947 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლში შეიყვანეს. ყოველწლიურად მუზეუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.
მუზეუმში ათასობით ნივთი ინახება, რომლებიც ადრე „სიკვდილის ბანაკის“ მსხვერპლებს და პატიმრებს ეკუთვნოდათ. ამ ექსპონატებს შორისაა ერთი ჭიქა, რომლის მფლობელიც, სავარაუდოდ, ოსვენციმის ღუმელში დაიღუპა.
ამ ჭიქის იდუმალება იმაში მდგომარეობს, რომ უკვე 70 წელზე მეტია მის ძირში „საიდუმლო“ ინახება, რომლის შესახებ ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. როცა მუზეუმის თანამშრომლებმა ექსპონატების გამოფენისთვის მზადება დაიწყეს, ჭიქის დაჟანგული ძირი შეამჩნიეს. აღმოჩნდა, რომ ჭიქას ორი ძირი ჰქონდა. დროთა განმავლობაში მასალა დაძველდა და მეორე ძირი პირველს მოძვრა. როგორც აღმოჩნდა, აქ ძვირფასეულობა ინახებოდა.
ჭიქაში დამალული იყო ძეწკვი და ქალის ბეჭედი, რომელზეც სინჯი 583 და რაინდის თავის ფორმის ბეჭედი ჰქონდა. ცნობილია, რომ პოლონეთში მსოფლიო ომებს შორის სწორედ ამ ნიშანს სვამდნენ.
როცა ებრაელები „სასტიკი სიკვდილისთვის“ მოჰყავდათ, მომავალი ბედის შესახებ მათ არავინ არაფერს ეუბნებოდათ. იმ მომენტში საქმე დეპორტაციას ეხებოდა, რომ მათ ახალი ადგილი, ახალი სახლი და ახალი დასაწყისი ელოდათ. ყველაზე აუცილებელი ნივთების გარდა სხვა ნივთების თან წაღების უფლებას არ აძლევდნენ. თვლიდნენ, რომ უბედურები ყველაზე ღირებული ნივთების თან წამოღების გზას მაინც იპოვიდნენ.
ხშირ შემთხვევაში გერმანელები პატიმრების „უკანასკნელ ძვირფასეულობას“ პოულობდნენ, მაგრამ ამ ჭიქამ თავისი საიდუმლოება არ გაამხილა. მისი „შემადგენლობის“ შესახებ ცნობილი მხოლოდ ათეულობით წლის შემდეგ გახდა.
ალბათ ადამიანებს, რომლებმაც ეს ნივთები დამალეს, გადარჩენის იმედი ჯერ კიდევ ჰქონდათ. მუზეუმის თანამშრომლები თვლიან, რომ ამ ნივთების მფლობელი სერიოზულად ფიქრობდა, რომ ბანაკის ცოცხლად დატოვებას შეძლებდა, თუმცა უბედურმა ეს ვერ შეძლო.
ახლა ეს ბეჭედი და ძეწკვი მუზეუმის ცალკე ექსპონატი გახდა, რომელიც საშინელი ომის მსხვერპლთა ისტორიას ინახავს.