აჩმა – ჰაეროვანი თურქული ფუნთუშების შინაურული რეცეპტი

398

პირველ რიგში, გავერკვიოთ, რა არის ნამდვილი აჩმა. ტრადიციულად, ეს არის აღმოსავლური ფუნთუშა ფენოვანი ცომისგან ყველის შიგთავსით. მაგრამ ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ვარიანტს შეხვდებით. მაგალითად, თურქები თვლიან, რომ აჩმა ღუმელში შიგთავსის გარეშე უფრო გემრიელია. მხოლოდ კარაქს თუ დაუმატებ ფენებს შორის.

გაგაცნობთ ერთ საინტერესო, მარტივ და გემრიელ რეცეპტს:

თურქული აჩმა ღუმელში

ინგრედიენტები

  • 1900 გ. ფქვილი
  • 42 გ. ცოცხალი საფუარი
  • 2 ს/კ წყალი
  • 2ს/კ რძე
  • 3 კვერცხი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი და 50 მლ – ცომზე სამუშაოდ
  • 3 ჩ/კ შაქარი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 100 გ. ნაღების კარაქი
  • სეზამის მარცვალი

მომზადების წესი:

ცომი დიდი მოცულობის იქნება და არ შეგეშინდეთ. ფუნთუშები ბევრი გამოვა, მაგრამ უცებ გამოცხვება. თურქები ყველა ინგრედიენტს ურევენ ხელით უზარმაზარ თასზე. თვლიან, რომ ამით ცომს სხვანაირ ენერგეტიკას გადასცემენ, რაც მექანიკურად მოზელილს არ აქვს.

  1. დავიწყოთ საფუარით. დაასხით ჯამზე 2 ჭიქა თბილი წყალი, შაქარი და გახსენით ნედლი საფუარი და დაელოდეთ გააქტიურებას.
  2. როდესაც საფუარი ამოვა, ჩაასხით დიდ ჯამში, დაამატეთ თბილი რძე, ზეთი, კვერცხი – ერთი მთლიანი, მეორე მხოლოდ ცილა. კარგად აურიეთ.
  3. მოვიდა ფქვილის ჯერიც. ის უნდა დაამატოთ თანდათან. ან რამდენიმე ეტაპად. ფქვილის ერთი ნაწილის ჩაყრის მერე დაამატეთ მარილი.
  4. როდესაც მთლიანად დაამატებთ ფქვილს, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცომი ძალიან მძიმე გამოვიდა. მაგრამ უნდა დაიწყოთ ზელის მეორე ეტაპი. თანდათან დაუმატეთ თბილი წყალი. მაქსიმუმ 1 ჭიქა. ზეთიანი ხელით განაგრძეთ ზელა. ბოლოს გადააფარეთ ტილო და დადით 1 საათი.
  5. ამოსული ცომი დადეთ ზეთწასმულ სამუშაო დაფაზე და მაქსიმალურად თხლად გააბრტყელეთ. შემდეგ წაუსვით დარბილებული კარაქი ყველგან.
  6. გადაკეცეთ მესამედი და წაუსვით კარაქი, კიდევ გადაკეცეთ და ისევ წაუსვით ცხიმი. ზუსტი ზომების დაცვა არ გჭირდებათ, ყველა ვარიანტში კარგი გამოვა.
  7. მიღებული ცომი გააბრტყელეთ, რომ კარაქი კარგად გაუჯდეს. გაყავით ორ ნაწილად. უნდა მიიღოთ მართხკუთხედის ფორმის ცომი. დაჭერით მსხვილ ზოლებად, დაახლოებით ორი თითის სისქეზე.
  8. გააკეთეთ ფუნთუშები. ზეთიანი ხელებით თითოეული ზოლი ორად გადაკეცეთ. მიიღებთ ცომის რგოლს. გადაგრიხეთ და საცხობ ფორმაზე დადეთ.
  9. 9 . გადაუსვით თავზე გადადებული კვერცხის გული და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. აცხვეთ დაახლოებით 20 წუთი. სანამ არ შეიბრაწება.

როგორც ხედავთ, არაფერი არ არის რთული. მთავარია, მონდომება და ყველაფერი გამოგივათ.

აუცილებლად მოგვიყევით, როგორი გამოვა თქვენი აჩმა. გაგვიზიარეთ კიდევ რა ხერხს იყენებთ მის მოსამზადებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს