რატომ არიან იაპონელი დედები შეპყრობილი შვილების განათლების საკითხით.

0
186

იაპონელები ყოველთვის გამოირჩევიან განსაკუთრებული კულტურით შრომისმოყვარეობით, პატრიარქალური ფასეულობებით, საოცარი წესრიგით და ჰარმონიით. ამის მიზეზი აღზრდის იაპონური მეთოდია. იქ არსებობს ეგრეთ წოდებული “Kyōiku დედა”. რა არის ეს?

 იაპონური აღზრდის მეთოდი

ეს მეთოდი ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტული წრის ადამიანებისთვის. მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახები ახერხებენ ამას. შეიძლება აფსურდად მოგეჩვენოთ ეს მეთოდი, რადგან ბავშვებს კარიერული ზრდისთვის დაბადებიდანვე ამზადებენ. ამისთვის არსებობს “კეიკო დედა”. ის მთლიანად ბავშვის აღზრდით არის მოცული.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში ყველა ბავშვს ჭკვიანად და ნიჭიერად თვლიან, შეძლებული ფენა ცდილობს კიდევ უფრო უპირატესი გახადოს თვისი შვილი და პრესტიჟულ დაწესებულებებს მიაბაროს აღსაზრდელად. იქნება ეს საბავშვო ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი. ამისთვის კოლოსალურ თანხებს იხდიან და ქრთამსაც სთავაზობენ სასწავლებლებს. აი, ასეთი ფანატიზმია!

ოჯახის უფროსი მუდმივად სამსახურშია და კარიერით არის დაკავებული. ამიტომ შვილების განათლების საკითხით დედები არიან დაკავებული. ამაში მათ ვერავინ შეეჯიბრება. ბავშვები ხვდებიან მუდმივი სწავლების წნეხის ქვეშ, მათ საერთოდ არ აქვთ თავისუფალი დრო. “კეიკო დედა” მუდმივად ადევნებს თვალს, რომ ბავშვი არ გაზარმაცდეს.

“კეიკო დედა”

ამ სახელით მოიხსენიებენ სრულიად უპრინციპო დედებს. ისინი მოკლებული არიან შვილის დედობრივ სიყვარულს და აინტერესებთ მხოლოდ ის, რომ ბავშვმა მიიღოს მაქსიმალური განათლება, იყოს გამორჩეული მოსწავლე და აიწყოს დიდი კარიერა. ისინი არ ითვალისწინებენ ბავშვის სურვილებს და ინტერესებს.

ბავშვობის შეგრძნების მცირეოდენი შანსი გოგოებს აქვთ, რადგან ძირითადი ფსონი ბიჭებზე იდება. გოგონებს შეუძლიათ ცოტა მაინც დაკავდნენ სურვილისამებრ, მაგრამ ბიჭები ყველანაირ არჩევანს მოკლებულნი არიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად “კეიკო დედებიც” მსხვერპლად წირავენ პირად ინტერესებს. მათაც არ აქვთ თავისუფალი დრო, პირადი ცხოვრება ისევე, როგორც მათ შვილებს. ამის მაგალითია ერთი დედა, რომელმაც გაზარდა ოთხი შვილი და შემდეგ ამაზე დაწერა წიგნი.

იაპონური აღზრდა

წიგნში ის პირდაპირ წერს, რომ მიაღწია სასურველ შედეგს და მისმა შვილებმა აიწყეს კარგი კარიერა. ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი ასკეტური ცხოვრება, მკაცრი სწავლება და საუკეთესო განათლება იაპონიის უნივერსიტეტში. დედა მუდმივად და ბოლომდე დაყვებოდა შვილებს გამოცდებზე.

ესე ქცევა არაერთი დედა, სკოლის დამთავრების შემდეგ “კეიკო დედები” უნივერსიტეტშიც დაყვებიან შვილებს, ქირაობენ ახლო-მახლო სასტუმროებს და მთლიანად აკონტროლებენ სწავლების პროცესს.

წიგნში მოთხრობილია, რომ ბავშვებს კატეგორიულად ეკრძალებათ ვინმეს შეყვარება, თავადაც უარი აქვთ ნათქვამი ყველაფერ პირადულზე. ქმარი და რომანტიკა მათთვის ბოლო ადგილზეა. საინტერესოა, ამ ყველაფრის მერე მათი მორალური მდგომარეობა. მაგრამ წიგნში ამაზე არაფერი არ წერია.

თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორია ასეთი მიდგომა? ღირს კი ბავშვისთვის ბავშვობის წართმევა მომავალი კარიერის გამო? როგორი იქნება ადამიანის სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა საბოლოოდ?