ოთახის ვარდის მოვლა: როგორ გავზარდოთ პრეტენზიული ლამაზმანი

653

“…ყველა ჩემმა ნათესავმა და ახლობელმა იცის, რომ მოკრეფილ ყვავილებს ცოცხალი მირჩევნია. ამიტომ ხშირად მჩუქნიან ხოლმე დღესასწაულებზე. ერთხელ, დაბადების დღეზე ჩემმა დამ მომიტანა ქოთნის ჯუჯა ვარდი. ეს ქალბატონი საკმაოდ პრეტენზიული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც გავუმკლავდი.

უკვე ოთხი წელია ეს ვარდები მილამაზებს და მიხალისებს ცხოვრებას. რამდენიმე ბუჩქი კიდევ შევიძინე და ეხლა ფანჯრის რაფაზე ნამდვილი სამოთხე მაქვს.”

თუ თქვენი ურთიერთობა ქოთნის ვარდთან ახალი დაწყებულია და არ იცით მისი მოვლა, გასწავლით რამდენიმე სასარგებლო წესს:

ოთახის ვარდის მოვლის წესები

ოთახის ვარდი – ერთ-ერთი სახეობა ბაღის ჯუჯა ვარდებისა. თუ სწორად მოუვლით, სახლის პირობებშიც კარგად ხარობს. ქოთნის მოცულობის მიხედვით, იზრდება 25-30 სმ. ღია გრუნტზე უკეთ ვითარდება და 50 სმ. იზრდება.

მთავარი სილამაზე ამ ყვავილის ბუტონების ფერის და ფორმის მრავალსახეობაა. რომ არ დაგიჭკნეთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე ნიუანსი:

ოთახის ვარდს ძალიან უყვარს სინათლე. დადგით გაფანტულ სინათლის წყაროსთან, პირდაპირ სხივებს მოარიდეთ, რომ არ დაწვას. ცივ სეზონზე ეცადეთ მოათავსოთ ფანჯრის რაფებზე დასავლეთის ან აღმოსავლეთის მხარეს. თბილ ამინდებში კი აივანზე ან ტერასაზე გადგით.

მოარიდეთ რადიატორებს, მშრალ ჰაერს, ხშირად გაანიავეთ ოთახი, ოღონდ ამ დროს ცივი ჰაერის წყარო მცენარეს არ უნდა ხვდებოდეს.

გადარგვა და გამრავლება

  • პირველ რიგში მოხსენით სახვევი, მოაჭერით მომჭკნარი ფოთლები, აგრეთვე ყველა კვირტი და ყვავილი. ხელოვნურად გამოწვეული ყვავილობა მცენარის სიკვდილს იწვევს.
  • დადგით და აცალეთ მიეჩვიოს ახალ გარემოს. 2 კვირის შემდეგ შეიძლება გადარგვა. აიღეთ ვარდის ქოთანზე ოდნავ დიდი ქოთანი, ძირზე  გააკეთეთ სედრენაჟო ფენა და დაამატეთ ვარდის გრუნტი
  • ერთ ძირზე შეიძლება რამდენიმე პატარა ბუჩქი იყოს. გააცალკევეთ და ცალ-ცალკე ქოთანში ჩარგეთ, რადგან ერთმანეთს ხელს შეუშლიან. შედეგად მიიღებთ 4-5 ნერგს. ვარდის გადარგვა საჭიროა წელიწადში ერთხელ.

მორწყვა და კვება

  • მიწა ქოთანში ყოველთვის ტენიანი უნდა იყოს. არ უნდა გამოშრეს. სადგამზე დაუსხით ხოლმე ოთახის ტემპერატურის წყალი, ჩადგით და დაელოდეთ სანამ მიწა კარგად არ გაჯერდება. ეს პროცედურა დაგჭირდებათ დაახლოებით სამ დღეში ერთხელ.
  • კვებეთ ვარდების კომპლექსური სასუქით ადრე გაზაფხულიდან 20 დღეში ერთხელ. შემოდგომიდან შეუმცირეთ განოყიერება და ზამთარში შეწყვიტეთ.

სხვა თავისებურებები

  • თუ დაგავიწყდათ დროულად მორწყვა, და დაუჭკნა ფოთლები, არ შეგეშინდეთ. მორწყვის მერე ახალს ამოიყრის. ბუჩქს ჭირდება სისტემატიური გასხვლა და ფორმირება. ყველაზე კარგი პერიოდია გაზაფხული. მოაჭერით ზედმეტად წამოზრდილი ტოტები და გამხმარი ფოთლები.
  • ოთახის ვარდი გაზაფხულზე შეგიძლიათ გადარგოთ ღია გრუნტში. შეურჩიეთ მზიანი ადგილი და ზამთარში შეგიძლიათ ისევ ქოთანში დააბრუნოთ. თუ არ დააბრუნებთ, შეფუთეთ. მცენარე ადვილად გადაიტანს სიცივეს და გაზაფხულიდან ისევ ამოიყრის ულამაზეს ყვავილებს.

რა რთულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ოთახის ვარდის მოვლა, მისი სილამაზე ღირს ამად. ყოველთვის იქნება ის მცენარეების მოყვარულებისთვის სასურველი და პოპულარული ყვავილი. ალბათ, თქვენც დამეთანხმებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს