ჩემი სტუმრობა ყველას უხარია, საჩუქრად ეს კონსერვი მიმაქვს ხოლმე

0
2502

უფროსი თაობა მიჩვეულია თავისი ახალგაზრდობის დროინდელ ტენდენციებს და ნაკლებად უყურებს თანამედროვე მოდას. ეს ეხება არა მარტო ტანსაცმელს და სტილს, არამედ, პროდუქტებს და კერძების მომზადების წესს. მაღაზიის თაროებზე უამრავი სახეობა აწყვია, მაგრამ კონსერვის ქილა ღორის ხორცით და გარნირი – მსუყე სადილისთვის პირველივე არჩევანია. სუში, პიცა, ნაგეთსები – ეს მათთვის საინტერესო არ არის…

ხორცის კონსერვი სახლის პირობებშიც მზადდება. გამოგადგებათ ძველი, დროში გამოცდილი სწრაფსახარში ქვაბი. თანამედროვე ვარიანტია ავტოკლავი. თუ მოინდომებთ, თქვენს სარდაფში მუდამ იქნება გემრიელი კონსერვის მარაგი. მაგრამ თუ ვერ მოახერხებთ, ჩვენ გასწავლით, თუ რომელი შეარჩიოთ მაღაზიის მზა ვარიანტებიდან.

ღორის ხორცის კონსერვი

მარკეტოლოგები ძალიან ცბიერები არიან. მათ ნებისმიერი პროდუქტის შემოთავაზება შეუძლიათ ისე, რომ მაშინვე ყიდვას მოგანდომებენ. არადა, შეიძლება სულაც არ გქონდეთ გეგმაში შეძენა. მაგალითად, ხორცის კონსერვს მირტყმული აქვს უამრავი მაცდუნებელი შტამი.

“უმაღლესი ხარისხი”, “პირველი ხარისხი”, “ლუქსი” და სხვა. იურიდიულად ამ წარწერებს არანაირი ფასეულობა არ აქვს. ამიტომ თუ უკმაყოფილო დარჩებით და საჩივრის დაწერას დააპირებთ, მოგების შანსი არ გაქვთ. თუნდაც, ქილაში დაპირებულის ნაცვლად დაგხვდეთ გაურკვეველი სითხე, ტყავის ნაჭრები ან თაგვის კუდი.

მსხვილ კომპანიებს თავიანთი იურისტები ყავთ, სპეციალურად იმისთვის, რომ მომხმარებელმა მწარმოებლამდე ვერანაირად ვერ მიაღწიოს. თავის გასამართლებლად წინასწარ აქვთ ტექსტი მომზადებული – ჩვენი პროდუქცია საუკეთესოა, ალბათ ამ პარტიას აქვს წუნი, ან დახლზე არ დაიცვეს შენახვის პირობებიო.

განვიხილოთ უმაღლესი ხარისხის კონსერვი “იოშკარ-ოლინის ხორცკომბინატისგან”. გაითვალისწინეთ, რომ უმაღლესი ხარისხის და ბიუჯეტური პოზიციები ამ მწარმოებლისგან, არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

სხვა ფირმები, ბოლო პერიოდში, მხოლოდ ფასებს ზრდიან და არა ხარისხს.

რატომ მოხვდა “იოშკარ-ოლინის ხორცკომბინატის” პროდუქტი ჩვენს რეიტინგში? იმიტომ, რომ მისი ხარისხი ფასს შეესაბამება, ნორმალური შემადგენლობა აქვს: ხორცის დიდი ნაჭრები, ცხიმი და სულ ცოტა ჟელატინი.

ინახება 5 წლის განმავლობაში. იტომ მოსახერხებელია ხანგრძლივი ლაშქრობების დროს. გემოც კარგი აქვს, ზედმეტი დანამატების გარეშე, მოკლედ, კარგი ვარიანტია კონსერვის მოყვარულებისთვის.

და თუ გინდათ, თავად სცადოთ ხორცის კონსერვის მომზადება, გთავაზობთ მარტივ რეცეპტს:

ინგრედიენტები:

  • 3 კგ. ღორის ხორცი
  • 2 დიდი თავი ხახვი
  • წყალი
  • 10 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 3 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ პილპილი
  • პილპილის ბურთულები გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. დაჭერით ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ჩააწყვეთ ქილებში კერ პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი, შემდეგ ხორცი და ხახვი. დიდი ქვაბის ძირზე ჩააფინეთ ტილო და ჩააწყვეთ თავღია ქილები. ქილები შეავსეთ წყლით.
  2. ქვაბში ჩაასხით წყალი, ქილებს უბრალოდ დაადეთ თავსახური და ხარშეთ დაახლოებით 4 საათი. აკონტროლეთ წყლის დონე ქვაბში, ჩაამატეთ ხოლმე მდუღარე წყალი. მოხარშული კონსერვს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და წყალშივე დატოვეთ გასაცივებლად. შეინახეთ ცივ და ბნელ ადგილას. სულ ეს არის!

სახლში მომზადებული კონსერვი გემრიელია და ჯანსაღი, მაგრამ ქარხნული ტექნოლოგია მაინც სხვა არის და რა თქმა უნდა, გემოც სხვანაირი ექნება. არჩევანი თქვენზეა.