რომელი კრემის არჩევა ღირს, თუ ყველა დეტალს გავითვალისწინებთ? „პაპარაცი“ ღამის კრემის არჩევასთან დაკავშირებულ ხრიკებს გიზიარებთ. ამ რჩევების დახმარებით სწორი არჩევანის გაკეთებას შეძლებთ.
თავიდან შეიძლება გეგონოთ, რომ შესაბამისი ღამის კრემი შერჩევა მარტივი ამოცანაა, რადგან მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს! თუმცა, როცა საქმე ძიებას ეხება, აწყდებით პროდუქციას, რომლებიც კანს გაუმჯობესების ნაცვლად დიდ ზიანს აყენებენ.
სწორედ ამიტომ, თითოეული საშუალება კარგად უნდა შეისწავლოთ, რომლის გამოყენებასაც აპირებთ. კრემის შერჩევის შესახებ რამდენიმე წესის ცოდნა დაგეხმარებათ, რომ დილით თქვენი კანით ბედნიერი იყოთ.
სახის ღამის კრემის არჩევის ძირითადი წესები
ღამის კრემი დღის მოვლას აძლიერებს, კანის ზედაპირს ათანასწორებს და მის მდგომარეობას გააუმჯობესებს. ასეთი ეფექტის მიღწევას რამდენიმე წესის დაცვით შეძლებთ: კოსმეტიკა თქვენი კანის ტიპის და მოთხოვნილებების მიხედვით უნდა შეარჩიოთ. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რატომ არის საჭირო ღამის კრემი, ახალგაზრდა გოგოს სჭირდება თუ არა და როგორ შევარჩიოთ შესაბამისი პროდუქტი საუკეთესო ეფექტის მისაღწევად.
რამდენიმე დეტალი, რომელიც ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ:
ღამის კრემი უნდა:
- კანს უნდა აღადგენდეს და რეგენერაციას აჩქარებდეს;
- ხარისხიანი კრემი პარფიუმს ან სხვა დეზადორის ნივთიერებას არ უნდა შეიცავდეს. აქცენტი მის მოქმედებაზე უნდა გააკეთოთ და არა შეგრძნებაზე. მწარმოებლები, რომლებიც კოსმეტიური საშუალების ეფექტურობაზე ზრუნავენ, პარფიუმერულ ნივთიერებებს არ ამატებენ.
- კანს უნდა კვებავდეს და ატენიანებდეს. მკვებავი კრემი ვიტამინებს და ნატურალურ ზეთებს შეიცავს. მათი გამოყენება ღამით უნდა მოხდეს. პირველ რიგში, ასე მოქმედების დრო ექნებათ, მეორე მხრივ, მცირე ბზინვარება ღამით საშიში არაა.
- შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომელიც ეპიდერმისის აღდგენას ხელს უწყობენ. როგორიცაა, მაგალითად: ადენოზინი, კერამიდები, ფერმენტები, პეპტიდები, A და E ვიტამინები, რეტინოლი და სხვა.
- შეფუთვა შესაბამისი უნდა იყოს. თუ კრემი არასტაბილურ ინგრედიენტებს შეიცავს, მაგალითად, C ვიტამინს, სჯობს იყოს შეფუთვაში – მილი დისპენსერით. ამ მხრივ ბევრი კომპანია ცოდვას ჩადის – სწორად ფორმულირებული საშუალება არასწორი შეფუთვის გამო თავის ეფექტურობას კარგავს.
რით განსხვავდება დღის და ღამის კრემი
ღამით ჩვენი კანი სიტყვასიტყვით გარდაიქმნება. პირველ რიგში, ძილის დროს რეგენერაციის პროცესი ჩქარდება. სხვადასხვა კვლევების თანახმად, განახლების პროცესის პიკი 23:00-დან დილის 4 საათამდეა. ამ დროში უჯრედებს განსაკუთრებული ღამის მოვლა სჭირდება, პრიორიტეტია – ნაოჭებთან ბრძოლა და მათი პროფილაქტიკა.
დღის კრემისგან განსხვავებით, ღამის კრემს უფრო მძიმე ტექსტურა აქვს, სწრაფად არ იწოვება და შეიძლება ბზინვარება დატოვოს, რადგან ნატურალურ ზეთებს შეიცავს. ღამის კრემი შეიძლება სწრაფად შეიწოვოს და მსუბუქი ტექსტურა ჰქონდეს, თუ ცხიმიანი კანისთვისაა განკუთვნილი.
დღის და ღამის კრემის მთავარ განსხვავებას შემადგენლობა წარმოადგენს. ღამის კრემში მწარმოებლები ისეთ ინგრედიენტებს ამატებენ, რომლებიც მზის სხივებთან კონტაქტის დროს არასტაბილურია. მაგალითად:
აღმდგენი კრემი მჟავის ან რეტინოლის მცირე შემცველობით ღამით უნდა გამოიყენოთ, რადგან ორივე ინგრედიენტი ულტრაიისფერი სხივების მიმართ კანის მგრძნობელობას ზრდიან. ასეთი კრემის გამოყენების დროს კანის მზისგან დაცვაზეც უნდა იზრუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პიგმენტური ლაქების სახით რეაქციას მიიღებთ.
მეორე განსხვავება – ულტრაიისფერი სხივების ფილტრის არ არსებობა. თანამედროვე კოსმეტიკური კომპანიები არ ივიწყებენ, რომ დღის პერიოდში ეპიდერმის მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა სჭირდება, ამიტომ მცირე დაცვის ფაქტორს ყველა დღის კრემი შეიცავს. ამას ღამის მოვლის საშუალებებზე ვერ ვიტყვით.
ღამის კრემის შერჩევა კანის ტიპის მიხედვით
ნორმალური და სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი
თუ ნორმალური კანი გაქვთ, ფერისმჭამელები არ გაწუხებთ, ხოლო ზამთრის პერიოდში დამატებითი მოვლა სჭირდება, თქვენ ფართო არჩევანი გაქვთ. ზაფხულში ღამით ძალიან მსუბუქი კრემი შეარჩიეთ, შეგიძლიათ აღმდგენი შრატიც გამოიყენოთ. მთავარია სახის კანის ბალანსი შეინარჩუნოთ. ეძებეთ კრემი ვიტამინებით და ანტიოქსიდანტები, მცენარის და ხილის ექსტრაქტებით. ზამთარში ღამის კრემი მსუბუქ ზეთს (ყურძენი, ასკილი, ატამი) უნდა შეიცავდეს.
მშრალი კანი
მშრალი სახის კანის მოსავლელად ხშირად ნატურალურ ზეთებს იყენებენ, თუმცა თუ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, პილინგზე უნდა დაფიქრდეთ. კრემები, შრატები და ლოსიონები, რომლებიც რძის და გლიკოლის შრატს შეიცავენ, ეპიდერმის სწრაფად აღდგენაში დაეხმარება.
ცხიმიანი და პრობლემური კანი
ცხიმიანი კანის მფლობელებმა ზეთების შემცველი კრემი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ, რადგან ასეთმა კრემმა შეიძლება ფორები დაახშოს. საბედნიეროდ, შეგიძლიათ იპოვოთ ღამის კრემი, რომელიც ზეთებს არ შეიცავს. ცხიმიანი კანის ღამით სწორად მოვლა მოიცავს კრემს, რომელიც შეიცავს ჰიალურონის შრატს, ადენოზინს, პეპტიდებს, კერამიდებს, ალოეს, მცენარის ექსტრაქტებსა და ბალახებს.
სახის კრემში შემავალი მავნე ნივთიერებები
სახის მოვლის საშუალებებში ბევრი მავნე ნივთიერება გვხვდება. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული:
მინერალური ზეთი – მის შესახებ ბევრი ცრურწმენა არსებობს, მაგრამ ზოგადად არც თუ ისე ცუდია, როგორც ამბობენ. მას ნავთობიდან იღებენ, მაგრამ გაწმენდის მაღალი ხარისხის შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე ჰიპოალერგიული ხდება და ბევრ კრემში ძალიან სასარგებლოა. მართლია, ფორებს ახშობს, მაგრამ ეს მინუსი ბევრ ნატურალურ ზეთს აქვს. მინერალური, როგორც ნებისმიერი ზეთი, კოსმეტიკაში თავიდან უნდა აიცილოთ, თუ ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანი გაქვთ. მშრალ კანს, პირიქით, იცავს.
იონოლი (Butylated hydroxytoluene (BHT)) – ინგრედიენტების დამჟავების საწინააღმდეგოდ და სუნის გასაქრობად გამოიყენება. საკმაოდ ძლიერი ალერგენია, რომელიც მგრძნობიარე კანს და თვალს აღიზიანებს.
ტრიეტანოლამინი – კოსმეტიკაში სუნის შესანიღბად გამოიყენება. საშუალო ტოქსიკურობის ძლიერი ალერგენია.
პარაბენები – ბოლო დროს კოსმეტიკა პარაბენების გარეშე განსაკუთრებით პოპულარულია. ბევრი პარაბენებს სიმსივნის განვითარებას უკავშირებენ. თუმცა, რეალური მტკიცებულება, რომ პარაბენები „გროვდება და სიმსივნეს იწვევს“ არ არსებობს, ისინი ორგანიზმში სრულად გარდაიქმნებიან. თავისი არსით, პარაბენი კოსმეტიკაში გამოიყენება კონსერვანტის სახით, რომელიც ფიტოესტროგენის იდენტურია. პარაბენი შეუცვლელი ინგრედიენტია, რადგან სოკოს და ბაქტერიებს ეფექტურად ებრძვის.
იმიდაზოლიდინი (Imidazolidinyl urea) – ამ კონსერვანტს ბევრი მწარმოებელი იყენებს, რომ მყიდველები საშინელი სიტყვა „პარაბენით“ არ შეაშინონ. მყიდველი კმაყოფილია, რომ აირჩია ისეთი კოსმეტიკა, რომელიც პარაბენს არ შეიცავს. სინამდვილეში უფრო ცუდს იღებს. ეს ტოქსიკური ნივთიერება და ძლიერი ალერგენია.