დედის გული ან როგორ მივიღე ჩემი ქმრის უკანონო შვილი.

4920

როგორ ვაპატიოთ საყვარელ ადამიანს ღალატი? ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი ალბათ იტყოდა, რომ სიყვარულისთვის შეუძლებელი არაფერია. ჭკვიან ქალს შეუძლია მისცეს ქმარს მეორე შანსი. უფრო მეტიც, შეიძლება მისი უკანონო შვილიც მიიღოს. მოდით თავიდან დავიწყოთ:

როგორ ვაპატიოთ ღალატი

გავთხოვდი 7 წლის წინ. ქმართან ყოველთვის თბილი ურთიერთობა მქონდა, იშვიათად ვჩხუბობდით და პრობლემებს მშვიდად ვაგვარებდით. შეგვეძინა ორი ულამაზესი გოგონა. მათ განსაკუთრებით უყვარდათ მამა. მის გარეშე არ იძინებდნენ და საათობით ეთამაშებოდნენ.

ყველაფერი კარგად იყო, სანამ ქმარს უცნაური საქციელი არ შევამჩნიე. სულ ჩაიკეტა და აღარ გველაპარაკებოდა. ვკითხე, რამე ხომ არ უჭირდა. მოიმიზეზა პრობლემები სამსახურში, მეტი არაფერიო…

სიტუაცია კარგა ხანი არ შეცვლილა, პირიქით ქმარი უფრო გულჩათხრობილი გახდა. ერთხელაც, ვიღაცამ დარეკა ტელეფონზე: “…იცით, რომ თქვენს ქმარს სხვა ოჯახი ყავს და ვაჟიც შეეძინა, სახელად მიხეილი?”

მაშინვე გავშეშდი, შემდეგ ნელ-ნელა გონზე მოვედი და დავიწყე უცნობის ნათქვამის გადამუშავება.

ჩემი ქმარი წესიერი და მოსიყვარულე ადამიანია. არ მიღალატებდა და არ მომატყუებდა. თუ სხვასთან ენდომებოდა, უბრალოდ წავიდოდა. არ მინდოდა სცენების მოწყობა. ამიტომ მშვიდად დაველოდე მის სამსახურიდან დაბრუნებას და ძილის წინ მშვიდად ვკითხე:”ძვირფასო, ვინ არის მიხეილი?”

ის ურთიერთობა ვეღარ გვექნება

ქმარი გაფითრდა და ხმა ვერ ამოიღო. აშკარად დაიბნა და ანერვიულდა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ იცოდა როგორ. ბოლოს გაბედა და თქვა: “სამი წლის წინ, ახალი წლის კორპორატიული წვეულების მერე, ახალგაზრდა კოლეგასთან გავატარე ღამე. ვიყავი ძალიან მთვრალი და საერთოდ ვერ ვაზროვნებდი.

აღმოჩნდა, რომ ის დაფეხმძიმდა. მე არ მინდოდა თქვენთან პრობლემები და აბორტი შევთავაზე. მან უარი თქვა და ბავშვი გააჩინა… ყველაზე მეტად არ მინდოდა, სადმე ჩემი შვილი ობლად გაზრდილიყო, მაგრამ ზუსტადაც მასე მოხდა…”

ჩემი ქმარი ძალიან გულწრფელი იყო, ნამდვილად განიცდიდა და ნანობდა მომხდარს. ვთხოვე დრო მოეცა ჩემთვის. არ გვიჩხუბია…

სწორი გადაწყვეტილება

მეორე დღეს დავუკავშირდი ერთ ნაცნობს, რომელიც ბავშვთა სახლში მუშაობდა. დაველაპარაკე ამ ამბავზე.

აღმოჩნდა, რომ მან ყველაფერი იცოდა: თავიდან გიმალავდით, რადგან შენი რეაქციის გვეშინოდა, მაგრამ ბოლოს, მე დავარეკინე შენთვის ბავშვზე. ვიცოდი, რომ სწორად მოიქცეოდი.

ბავშვი ცხოვრობს ბავშვთა სახლში. დედამ დაბადებისთანავე მიატოვა, გათხოვდა და სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. 

შენი ქმარი ხშირად აკითხავდა, ზრუნავდა და გარკვეულ დროს უთმობდა პატარას. ძალიან დარდობდა ბავშვს რომ იქ ტოვებდა და ამიტომ იყო ცუდ ხასიათზე. ბოლოს, გადავწყვიტე შენთვის მეთქვა ყველაფერი.

ამ დროს ბავშვთა სახლის ეზოში ჩემი ქმარი შემოვიდა პატარა ბავშვთან ერთად. მე ვეღარ მოვითმინე, მივუახლოვდი და ბიჭუნას ვუთხარი: მიხეილ, შენი დაიკოები გელოდებიან, წამოხვალ სახლში? ბავშვი ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო. მივხვდი, რომ სწორად ვიქცეოდი… ჩვენ ოფიციალურად ვიშვილეთ პატარა. 

შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს. მე არ ვნანობ, რომ საყვარელ ადამიანს ვაპატიე უნებლიე ღალატი და დღეს ერთი ოჯახი ვართ.

რა ემოციებს იწვევს ეს ისტორია თქვენში? როდის და რა შემთხვევაში შეიძლება მისცე ადამიანს შანსი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს