რითი უმასპინძლდებიან სტუმრებს უზბეკეთის მოკრძალებული დიასახლისები

261

უზბეკური სამზარეულო – ეს არის ნაკრები გემრიელი და არომატული კერძებისა. სტუმართმოყვარე უზბეკები უხვად უმასპინძლდებიან სტუმრებს. სუფრაზე იმდენი კერძი იდება ხოლმე, თვალები აგიჭრელდებათ, ყველას გასინჯვას ალბათ ვერ მოახერხებთ.

უზბეკური კერძები 

ტურისტებისთვის მოულოდნელია კერძები ძალიან დიდი პორციებით. კაფეში ან რესტორანში თუ საჭმელს დატოვებთ და ბოლომდე ვერ შეჭამთ, არავინ გაგინაწყენდებათ. უზბეკეთში კი ეს ცუდ ტონად ითვლება. არადა დიდ პორციასთან ერთად, მათი კერძები საკმაოდ კალორიული და მსუყეა. კარტოფილი, ხორცი, მარცვლეული – და ეს მხოლოდ ერთ თეფშზე!

ფლავი – მთავარი კერძი

უზბეკეთში მთავარი კერძი, რა თქმა უნდა, ფლავია. უზბეკები ამაყობენ თავისი იდეალურად ფანტია ფლავით ცხვრის ხორცის დიდ ნაჭრებთან ერთად.

სხვათა შორის, ფლავი უზბეკეთში მზადდება საქორწინო სუფრისათვის. მას უმატებენ სხვადასხვა სანელებლებს და ჩირს. ის აუცილებელი ნაწილია სადღესასწაულო სუფრის. ფლავის მომზადება იწყება ჯერ კიდევ ღამით და დილით ცხელი მიაქვთ მაგიდასთან.

არსებობს ბრინჯის რამდენიმე სახეობა, რომლითაც ფლავი მზადდება. კერძი იდება რამდენიმე პერსონაზე გათვლილ ერთ დიდ თეფშზე. მისაყოლებლად თავაზობენ ბოსტნეულს, სალათს პომიდვრით და ხახვით ან სპეციალურ სოუსს. ფლავის შემდეგ სტუმრებს უმასპინძლდებიან ტკბილი ჩაით.

უნიკალური უზბეკური ლაგმანი

ეს უნიკალური კერძი ყველამ უნდა გასინჯოს, ვინც უზბეკეთის საზღვარი გადალახა. ეს არის წვნიანი ლაფშით და სპეციალური სქელი სოუსით. ყველა ინგრედიენტი ფენებად ლაგდება ფიალაში.

ლაგმანის სამშობლოდ ითვლება ჩინეთ. ლეგენდის თანახმად, იმპერატორსაც კი მოუსურვებია კერძის გასინჯვა, რომელიც მოიგონეს ღარიბებმა. ლაგმანი კალორიული და მსუყე საკვებია. ლაფშა და ცხვრის ხორცი დიეტური ნამდვილად არ არის. ნაკლებად ცხიმიანი გამოდის ლაგმანი ძროხის ხორცით.

ძალიან მსუყე საუზმე

ყველა კვებას დესერტად ახლავს ტკბილი ჩაი ან ახალი ხილი. უფრო ხშირად ყურძენი, საზამთრო, ნესვი. ტრადიციულ საუზმეს აქ უწოდებენ “ნონუშტას”. მისი პირველი კერძია კაიმაღი. ეს არის არაჟნის მსგავსი ტკბილი ხაჭო. მოაქვთ კვერები, ხილი, თხილეული, ადგილობრივი ტკბილეული. და ეს მხოლოდ სუზმეზე!

უზბეკმა მზარეულებმა შეიტანეს ეს საუზმე ყველა სტანდარტული სასტუმროს მენიუში. მისი მომზადება მარტივია და ძალიან გემრიელი, მსუყე და სასარგებლო.

შინაური ორგანული პროდუქტები

რთულია, ცდუნებას გაუძლოთ გემრიელად გა ნაირფერად გაშლილ მაგიდასთან. ტურისტებს აქ კვებავენ დღეში რამდენჯერმე და ყველა კვებაში შედის ხორცი.

რა თქმა უნდა, საინტერესო და სასიამოვნოა იმ კერძების გასინჯვა, რომლებიც სტუმართმოყვარე და ფუსფუსა უზბეკებმა მოამზადეს. მაშინვე მოიხიბლებით და შეგიყვარდებათ ამ ქვეყნის სურნელოვანი და განსხვავებული სამზარეულო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს