დიდი მცენარეები,რომელთა ადგილი არაა საძინებელში

302

ხშირად იღვიძებთ ძილგატეხილი? დიდხანს მაწუხებდა ეს პრობლემა, ვიდრე იაპონელმა ლანდშაფტის დიზაინერმა და მებაღემ არ მირჩია “სწორი” დიდი მცენარეები საძინებელში განმეთავსებინა,ხოლო შედარებით პატარა ზომის -ფანჯრების რაფებზე.

ჟანგბადით გაჯერებული სუფთა ჰაერი დიდად აუმჯობესებს ძილის ხარისხს.ზოგიერთი სახეობის მცენარე ფილტრის როლს ასრულებს,ამდიდრებს გარემოს სასარგებლო ნივთიერებებით და ასევე შთანთქავს ნახშირორჟანგს,რომელიც ძილის დროს გამოიყოფა.

ამ სტატიაში მოგიყვებით, საძინებელში რომელი მცენარის განთავსება ჯობს. ასევე გაგიზარებთ იაპონელი დიზაინის და ფენშუის ოსტატის რჩევებს.

დიდი მცენარეები საძინებელში

მნიშვნელოვანია შეარჩიოთ მცენარე, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის გამოყოფას და ნახშირორჟანგის შთანთქმას,ღამით ჩვენი სუნთქვა ხდება მსუბუქი და თანაზომიერი,შესაბამისად,ჰაერი უნდა იყოს მაქსიმალურად სუფთა.

ფიკუსი ჟანგბადის საუკეთესო მწარმოებელია,წმენდს ჰაერს. ისიგროვებს მტვრის ნაწილაკებს და გარდაქმნის მათ საკუთრ ქსოვილში. ის ასევე დადებითად მოქმედებს ადამიანების განწყობის ამაღლებაში.

ჰამედორეა (ოთახის პალმა) აქტუალურია ცხელი სეზონის დასაწყისში, როცა ტენიანობა მკვეთრად ქვეითდება, დაღლილობა იმატებს. ის შთანთქავს ატმოსფეროდან მავნე ნაერთებს, კარგად ატენიანებს ჰაერს. ჰამედორეა გამოყოფს ოზონს, რომელიც ხსნის დაღლილობას.

ფანჯრის რაფაზე მოათავსეთ ალოე. ის მიყვარს არა მხოლოდ მისი სასარგებლო თვისებების  (ლამის ყველა ჩემი კოსმეტიკური საშუალება შეიცავს მის ექსტრაკტს), არამედ ვიზუალის გამოც. მისი ქვედა ფოთლები ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა!

ალოეს მეზობლად შეგიძლიათ დადგათ კალანჰოე და ნემსიწვერა. კალანჰოე აწყნარებს,ხსნის დაღლილობას და მღელვარების,განგაშის შეგრძნებას. აორთქლების უნარის წყალობით უზრუნველყოფს მოდუნებას.

ნემსიწვერა ინტერიერის გალამაზების გარდა, აღმოფხვრის უძილობას. თავისი სურნელით ის აფრთხობს მავნე მწერებს. საძინებელი წარმოუდგენელია სანსევიერას გარეშეც. მის მიერ ნახშირორჟანგის შთანთქმის და ჟანგბადის გამოყოფის პიკი უფრო ღამის სააათებზე მოდის, რაც კიდევ უფრო კარგად აისახება ადამიანის ძილზე!

სანსევიერას მიერ გამოყოფილი ნივთიერებები ებრძვის მავნე მიკროორგანიზმებს, ზრდის ადამიანის იმუნიტეტს. კარგად იკავებს მტვერს!

ქლოროფიტუმი-თრგუნავს მიკრობების გამრავლებას. თუ ოთახში ბევრი მტვერია, ის დაიწყებს განვითარებას, გატოტიანებას- ეს დამატენიანებელი დალაგების სიგნალია.

დრაცენა-ლიდერია ატმოსფეროს ეფექტურ გაწმენდაში. ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე. როზმარინი გამოყოფს ზეთს, რომელსაც აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება. თუმცა მისი მოვლა არაა მარტივი.

იაპონელი დიზაინერები ეგზოტიკის მოყვარულებს ოთახში ფეიხოას მოთავსებას ურჩევენ. საძინებელი ოთახის მცენარეები უნდა იყოს არამეგობრული,უძლებდეს ხშირ განიავებას და ჩრდილში ყოფნას.

უარყოფითი გავლენა საძინებელზე

არ შეიძლება ოთახში იყოს მცენარეები, რომელთაც მკვეთრი არომატი აქვს. ორქიდეას და შროშანს შეუძლია გამოიწვიოს უძილობა და აგზნებადობა. ოლეანდრა იწვევს თავბრუსხვვევას და სისუსტეს.

ზოგიერთ მცენარეს აქვს ჟანგბადის უარყოფითი ბალანსი,ისინი შთანთქავს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანგს. ესენია: მონსტერა და გვიმრა-მათ გვერდით ადამიანი დაღლილი და გამოუძინებელი იღვიძებს.

რჩევა რედაქციისგან

განათავსეთ თქვენს საძნებელში ისეთი დიდი მცენარეები, როგორებიცა: ფიკუსი,ჰამედორეა,დრაცენა-არ დაგავიწყდეთ პატარებიც ნემსიწვერას და ალოეს სახით. ისინი აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ჯანმრთელ ძილს.

თქვენ რომელი ყვავილები გიდგათ საძინებელში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს