ნიორის მოვლა ზაფხულში: კარგი მოსავალის მთავარი პირობები

0
337

ნიორი-ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურაა,რომელიც აგარაკზე მოჰყავთ.არცაა გასაკვირი,თუ მას ბევრ კერძში ვიყენებთ. რთულია გადააფასო მისი სასარგებლო თვისებები. ამ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა მოუაროთ  ივნისში ნიორს სწორად , რათა უხვი მოსავალი მიიღოთ.

ნივრის მოვლა

ივნისი-პერიოდია, როცა ზამთრის ნიორი აღწევს ზრდის პიკს და იწყებს ყუნწების მოსხმას.ამ დროს მოვლის მიზანია ნიორმა მსხვილი თავი გაიკეთოს. არსებობს სამი ძირითადი წესი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ზაფხულში.

ყვავილთა ისრები

ივნისის შუა რიცხვებში ნიორს უკვე უჩნდება ყუნწები. ისინი მოსხმისთანავე უნდა მოაჭრათ,სანამ  ნაზია და ხელით მარტივად წყდება. თუმცა არავითარ შემთვევაში არ შეიძლება ყუნწის მოქაჩვა, არსებობს რისკი, რომ ის ფესვიანად მოთხაროთ. თუ მათ დროულად დააცლით, ნივრის თავი მსხვილი იქნება, რადგან საკვები ნივთიერებები ყუნწებში აღარ გადანაწილდება.

თუმცა ნერგებზე რამდენიმე ყუნწის დატევება ნადვილად ღირს. ისინი გამოიბამს ბოლქვებს, რომლებიც გვიკარნახებს, როდის უნდა ავიღოთ მოსავალი. სათესლე კვლებიდან ნივრის აღება შეიძლება ყვავილობის შემდეგ, თუმცა გაყვითლებამდე.

მორწყვა

ივნისში ნიორი გამწვანდება, მისი ღეროები და ფოთლები გამსხვილდება. სწორედ ამ პერიოდში ნერგები რეგულარულად და უხვად უნდა მორწყათ, თვის ბოლოსთვის კი შეამციროთ. ივლისში ის სრულიად უნდა შეწყვიტოთ. მორწყვის სიხშირე ამინდის პირობებზეა დამოკიდებული.

თუ ზაფხულში გვალვაა,ივნისში ნიორი კვირაში ორჯერ უნდა მოწრყათ,თვის ბოლოს-კვირაში ერთხელ. ივლისში, თუ წვიმიანი ამინდებია და მოსავლის აღებამდე ორი კვირაა დარჩენილი, ნივრის მორწყვა არ შეიძლება. ეს მნიშვნელოვანია, რათა ის შენახვისას არ გაფუჭდეს.

განოყიერება

განოყიერებას ჩვეულებრივ მიმართავენ ადრეულ გაზაფხულზე ან მაისი დასაწყისში. ამისთვის იყენებენ აზოტის შემცველ ან კომპლექსურ სასუქს. ივნისშიც შეიძლება ნივრის განოყიერება, განსაკუთრებით,თუ ფოთლების კიდეები იწყებს გაყვითლებას ყუნწების გამოჩენამდე. ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ კალიუმის სულფატს. 1 ს.კ სასუქს ვხსნით 10ლ წყალში. ის საკმარისია ნაკვეთის ერთი კვადრატული მეტრის მოსარწყავად.

კალიუმის შემცველი სასუქით განოყიერების შემდეგ ფოთლები დროზე ადრე აღარ გაყვითლდება და მსხვილი თავები ფორმირდება. თუ ნიორი ნორმალურად ვითარდება,ფოთლები გაყვითლებას ივლისში დაიწყებს. მაშინ დგება მომწიფების პერიოდი და მოსავლის აღებს დროც. ნიორს თხრიან,როცა ფოჩი გაყვითლდება და ჩაწვება.

ნივრის მოვლა ძალიან მარტივია-მას დამწყები მებაღეებიც კი უმკლავდებიან. თუ ამ საბაზისო წესებს დაიცავთ, კარგ შედეგს მიიღებთ!