ქალიშვილი ქმარს გაშორდა, მაგრამ ბინის წილის მოთხოვნა მისთვის არ უნდა

315

რატომ ხდება ხოლმე ქალიშვილის დაშორება ქმართან მშობლებისთვის დიდი ტრაგედია? რის გამო შეიძლება გახდეს აუტანელი შვილთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრება ინტელიგენტი პენსიონერებისთვის? ჩვენი რესპონდენტი მოგვიყვება თავის ისტორიას და თავად გამოიტანეთ დასკვნა:

ქალიშვილის განქორწინება 

“მარტში ჩვენს ოჯახში გლობალური ცვლილებები მოხდა. ჩემი ქალიშვილი ქმარს გაშორდა და საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდა. მას პატარა ხულიგნების მთელი არმია მოყვა.

პირველი ორი კვირა როგორღაც გავუმკლავდით, მაგრამ  მერე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო ჩვენთვის ასეთი ქაოსი. ძალიან მიყვარს შვილიშვილები, მაგრამ მათთან ხანგრძლივად საცხოვრებლად არ ვიყავი მზად, მითუმეტეს ასეთ ცელქებთან. ჩემმა შვილმა ძალიან გაათამამა ბავშვები, მათი დაშოშმინება, ფაქტიურად, შეუძლებელი აღმოჩნდა. ამასთან, ჩვენც გვიკრძალავდა შენიშვნის მიცემას და გაჯავრებას. თვლიდა, რომ ჩვენი შენიშვნებით ტრამვას მივაყენებდით ბავშვის სათუთ ფსიქიკას… მაგრამ ჩვენს ფსიქიკას ვინ მოუფრთხილდებოდა?

მოკლედ, როგორც კი ამინდები გამოვიდა, მაშინვე წავედი ქმართან ერთად დასასვენებლად აგარაკზე. გვინდოდა ამ ოჯახური პერიპეტიებისთვის თავი აგვერიდებინა. მთელი ზაფხული წინ გვქონდა სიმშვიდისთვის. 

მე ბაღის მოვლით დავკავდი, ქმარმა ბოსტანში დაიწყო ფუსფუსი. ქალაქიდან გამოქცევის იდეა სწორი აღმოჩნდა. მაგრამ მიჩნდებოდა კითხვა: “და რა იქნება მერე?” აგარაკზე გამოზამთრება არ გამოდიოდა, რადგან არ იყო პირობები. სახლში დაბრუნებაც პატარა ცელქებთანაც მიჭირდა.

და კიდევ რაც მაწუხებდა ამ სიტუაციაში – რატომ უნდა ვიწვალოთ ჩვენ, თუ შვილმა ვერ მოახერხა თავის დაცვა? მან 13 წლის წინ ქმართან ერთად შეიძინა სახლი. შვილს ვურჩიე, რომ ქონების გაყოფაზე შეეტანა სარჩელი, მოეთხოვა თავისი წილი და შეექმნა ახალი. 

ის კი უარობს. სახლის შესაძენად თანხა ყოფილი ქმრის მშობლებს მიუციათ, ამიტომ მთლიანად მათი ოჯახის კუთვნილებააო.

მე ვთვლი, რომ ჩემი შვილი არასწორია. მათ ხომ საერთო შვილები ყავთ. ბავშვებს თვისი სახლი და უზრუნველყოფა ჭირდებათ. ჩვენ რომ არ გვქონოდა სახლი, სად უნდა წასულიყვნენ?”

როგორ ფიქრობთ, ვინ არის მართალი – დედა თუ შვილი? რა შეიძლება ვურჩიოთ მათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს