სტეიკი ბოშურად – რბილი გამოდის ყველაზე მაგარი ხორციდანაც კი

0
537

“… ამ მარინადით ყველაზე უხეში ხორციც რბილი გამოვა!” – წავიკითხე ბოშების კულინარიულ არხზე. გასულ შაბათს ვაჩვენე ქმარს რეცეპტი და მაშინვე გავაკეთეთ. ძალიან მოგვეწონა, სტეიკები გამოვიდა არაჩვეულებრივი!

თქვენც გაგიზიარებთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ღორის ხორცის მარინადი ბოშურად.

მარინადი ხორცისთვის

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. ღორის ხორცი
  • 1ჩ/კ ნივრის ფხვნილი
  • 0,5 ჩ/კ პაპრიკა
  • 0,5 ჩ/კ შავი პილპილი
  • 2 თავი ხახვი
  • 200 მლ გაზიანი მინერალური წყალი
  • მარილი გემოვნებით

ინგრედიენტები სტეიკზე წასასმელად:

  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • 2 ს/კ ლიმნის წვენი

მომზადების წესი:

  1. აიღეთ გაუყინავი ღორის ხორცი ცოტა ცხიმთან ერთად. მოაჭერით კანი და ზედმეტი ცხიმი.დაჭერით თანაბარ საშუალო ზომის ნაჭრებად. ოპტიმალური სისქეა 1-1,5 სმ. ნარჩენები შეინახეთ სხვა კერძისთვის.
  2. მოაყარეთ ხორცს ორივე მხრიდან მარილი. უმჯობესია, თუ სვანური მარილი იქნება. ასევე, მოაყარეთ პაპრიკა, პილპილი და ნივრის ფხვნილი.
  3. გაფრცქვენით ხახვი და დაჭერით რგოლებად.
  4.  ღრმა ჯამში ჩააწყვეთ ფენებად ხახვი, ხორცის ნაჭრები, შემდეგ ისევ ხახვი და ასე ბოლომდე. ხავი მსუბუქად მოსრისეთ ხელში, რომ წვენი გამოუშვას. დაასხით მინერალური წყალი და დადგით ერთი საათი.
  5. წინასწარ მოამზადეთ მაყალი. როდესაც ნაკვერჩხალი მზად იქნება, დაადეთ რკინის ბადე და დააწყვეთ ზედ ხორცი.
  6. ცალკე თეფშზე შეურიეთ ზეთი, პაპრიკა და ლიმონი, წაუსვით სტეიკს და ერთი გვერდი დაახლოებით 3 წუთი შეწვით. შემდეგ გადააბრუნეთ და მეორე გვერდზეც წაუსვით. შეწვას დაჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი.
  7. გადმოიღეთ ხორცი თეფშზე და მიირთვით სოუსთან და სალათთან ერთად.

სულ ეს არის წვნიანი ხორცის მარინადი და შეწვის წესი. პიკნიკის მოყვარულთა გამოცდილებიდან, ერთ კაცზე საჭიროა იანგარიშოთ 500 გ. ხორცი და 200-300 გ. ბოსტნეული.

არის ნეიტრალური მარინადის კიდევ რამდენიმე სახეობა: აზიური – სოიოს სოუსი, სანელებლები, ბროწეულის ან ჩილის სოუსი; კლასიკური – მარილი, პილპილი, ხახვი – უნდა გააჩეროთ მთელი ღამით. კეფირის – კეფირი ან აირანი, ქონდარი, ტომატის პასტა, ცოტა აჯიკა და მდოგვი.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და რაც მთავარია, მოამზადეთ კერძი სიყვარულით და კარგი განწყობით!