ზაფხულში, საღამოობით ვამზადებ კვერცხის სალათს და ვიხსენებ ბრძენ დედას

775

კვერცხის სალათი-ეს უკვდავი კლასიკაა. არსებობს მისი მრავალი ვარიაცია. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რეცეპტს სალათისას, ჯავე კიტრითა და კვერცხით.

სალათი მჟავე კიტრითა და კვერცხით

როცა მშობლებს ვსტუმრობ, დედა ყოველთვის მიმზადებს ამ სალათს. დიდად არ მიყვარს კერძები, რომლებიც მაიონეზს შეიცავს, თუმცა ეს შემთხვევა გამონაკლისია. ეს სალათი მარტივად მზადდება,საჭირო ინგრედიენტები კი ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება.

ინგრედიენტები:

  • 2ც მოხარშული კვერცხი
  • 2ც საშუალო ზომის მჟავე კიტრი
  • 20გ მაიონეზი
  • 15გ ფრანგული მდოგვი
  • კამა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

  1. დასაწყისში მოამზადეთ დრესინგი: აურიეთ მაიონეზი, მდოგვი და კამა,მარილი და წიწაკა გემოვნებით.
  2. მოხარშული კვერცხი პატარა კუბიკებად დაჭერით.
  3. მჟავე კიტრი მსხვილად დაჭერით.
  4. აურიეთ კვერცხი და კიტრი და დაუმატეთ სოუსი. სალათიც მზადაა!

ამ რეცეპტში მაიონეზი შეგიძლიათ შეცვალოთ არაჟნით ან იოგურტით. გამოდის არანაკლბ გემრიელი და უფრო სასარგებლოც კი. ასევე მჟავე კიტრი ცოცხალით შეიძლება ჩანაცვლდეს, თუმცა ამ შემთხვევაში სალათს სრულიად სხვაგვარი გემო ექნება.

დედის კვერცის სალათმა შთაგონება მაჩუქა, რეცეპტი შევცვალე რამდენიმე ინგრედიენტის დამატებით.

ინგრედიენტები:

  • 2ც მოხარშული კვერცხი
  • 2ც მჟვე კიტრი
  • 100გ მაგარი ყველი
  • 20გ არაჟანი ან იოგურტი
  • 15გ ფრანგული მდოგვი
  • რუკოლა
  • კამა ან ოხრახუში
  • 2კბილი ნიორი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

  1. კიტრი და კვერცხი დიდ კუბიკებად დაჭერით.
  2. ყველი წვრილად ან მსხვილად გახეხეთ.
  3. რუკოლა კარგად გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ.
  4. დააქუცმაცეთ მწვანილი და გაჭყლიტეთ ნიორი.
  5. აურიეთ ყველა ინგრედიენტი. დრესინგისთვის გამოიყენეთ არაჟანი ან იოგურტი,დაუმატეთ მარილი,წიწაკა. სალათიც მზადაა!

სალათის მომზადება რუკოლას გარეშეც შეიძლება. ჩემი აზრით, ის ძალიან კარგად შეეხამება კვერცხს, ვიდრე სხვა მწვანილი. ყველი კი ამ რეცეპტში საკვანძო ფუნქციას ასრულებს,ის აკეთილშობილებს სალათს. გირჩევთ ჰოლანდიური მასდამი ან გაუდა გამოიყენოთ.

კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი კვერცხის სალათის რეცეპტი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს