კონფლიქტები ოჯახში ხშირია სამწუხაროდ. ადამიანები სხვადასხვანაირად რეაგირებენ მომხდარზე. ზოგი მონდომებით ეძებს კომპრომისებს, ზოგი თმობს, ზოგი არა. როდესაც შვილი იზრდება და თავის ოჯახს ქმნის, ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ხშირად ჩნდება ხოლმე გარკვეული პრობლემები, რაც ახალგაზრდა ოჯახს ნამდვილ გამოცდას უწყობს.
მოგიყვებით ისტორიას, ოჯახზე, რომელიც შვილის დაქორწინების შემდეგ სოფლის სახლში გადავიდა და ახალგაზრდები ცალკე დატოვეს. მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა აზრი შეაცვლევინა
ჩხუბი ოჯახში
“ეხლაც არ მჯერა, რა სულელურად მიეწყო ყველაფერი. ერ კვირის წინ დამირეკა შვილმა და გვამცნო, რომ მისი ცოლი დეკრეტიდან გასვლას აპირებს და უნდა მუშაობის დაწყება. ამიტომ ერთი წლის ბავშვთან ჩემი სიდედრი უნდა დარჩესო. “
“შვილი და რძალი ჩვენს სახლში ცხოვრობენ. მე და ჩემი ქმარი ვთვლიდით, რომ ახალგაზრდებს განმარტოება ურჩევნიათ. ამიტომ დავუთმეთ ყველაფერი და დროებით გადავედით სოფელში საცხოვრებლად.
რძალმაც კატეგორიულად აღნიშნა, რომ ზრდასრული ადამიანები დამოუკიდებლად უნდა ცხოვრობდნენ, მშობლების გარეშეო. ეხლა კი რა გამოდის? ქმრის მშობლებთან ერთად არ შეიძლება და თავის დედასთან ერთად შეიძლება?
ჩვენ მაშინ სწრაფად შევარემონტეთ აგარაკი და გადავბარგდით. უკვე მეორე წელია იქ ვართ და მივეჩვიეთ. საერთო ჯამში, არ ვართ ცუდად. ძირითადი პირობები არის – შუქი, გაზი, ინტერნეტიც კი. მაღაზია და აფთიაქიც ახლოსაა. ქალაქამდე ნახევარი საათის გზაა, გვყავს ავტომობილიც.
შვილი და რძალი ბავშვთან ერთად გვესტუმრნენ. კარგად დაისვენეს სუფთა ჰაერზე, ძალიან მოეწონათ აქაურობა. ჩვენც მოგვწონს, მეზობლები ახლოს არიან, ვსტუმრობთ ხოლმე, მაგრამ შემოდგომიდან გაზაფხულამდე დიდი მოწყენილობაა. ინტერნეტი და წიგნები გვშველის, ხანდახან ვქსოვ ხოლმე.
ასაკში ვართ და ხშირად გვჭირდება ექიმი. ამისთვის ქალაქში გვიწევს ჩასვლა. ხან შვილიშვილს მოვინახულებთ ხოლმე, ხან მონატრებულ ქალაქში ვსეირნობთ. ღამის გასათევად კი არ ვრჩებით, რომ არავინ შევაწუხოთ, პრინციპში რძალს არც შემოუთავაზებია.
შვილი თავიდანვე გავაფრთხილე, რომ რაც უფრო მოგვემატებოდა ასაკი, უფრო გაგვიჭირდებოდა სოფლის პირობებში ცხოვრება. ამიტომ რამდენიმე წელიწადში დავბრუნდებით მეთქი.
ეხლა კი აღმოჩნდა, რომ იქ სიდედრი იცხოვრებს. ის რაიონში ცხოვრობს, პედაგოგი იყო და იქვე მუშაობდა. ეხლა კი ჩვენს სახლში უნდა გადმოვიდეს. ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვს ბებია უკეთ მოუვლიდა, ვიდრე ძიძა.
ჩვენ კი, უკვე დაბრუნება გვინდოდა სახლში. ან რატომ უნდა ვიყოთ სოფელში და სხვამ იცხოვროს ჩვენთან? “
ვფიქრობ, აქ არ არის სანერვიულოდ საქმე. ასაკოვანი ცოლ-ქმარი აგარაკზე ცხოვრობს, ჰაერზე და ბუნებაში. შვილები მუშაობენ, ახალი სახლისთვის მოაგროვებენ ფულს. სიდედრი ბავშვს მოუვლის და ძიძის ფულსაც დაუზოგავს.
შესაძლებელია, ქალბატონი ღელავს, რომ სულ ასე იქნება და საკუთარ სახლში აღარავინ მიიღებს. ან უბრალოდ, არ უყვარს რძლის დედა და მისი იქ ყოფნა აღიზიანებს? თქვენ რას ფიქრობთ?