ამ ფრანგულმა ტორტმა არაერთხელ მიხსნა! პირველ რიგში, ის ძალიან გემრიელია, არ ჭირდება ცხობა, გამოიყურება ლამაზად და ელეგანტურად. მზადდება გლუტენის გარეშე, რადგან კეთდება სიმინდის ფანტელით.
მოცემული რეცეპტი ეკუთვნის ფრანგ შეფ-მზარეულს რომან ბლანკს. ის მრავალი წელია მუშაობს ინგლისში და დესერტების სპეციალისტია. მისი კულინარიული შედევრები შეუდარებელია!
დღეს გასწავლით ფრანგული შოკოლადის ტორტის მომზადებას ცხობის გარეშე. ეს არის კულინარიული შედევრი, რომელიც პირველივე ცდიდან იდეალური გამოგივათ.
ფრანგული ტორტი
ინგრედიენტები ცომისთვის:
- 100 გ. ფუნდუკი
- 100 გ. შაქარი
- 150 გ. სიმინდის ფანტელი საუზმისთვის
- მარილი
ინგრედიენტები კრემისთვის:
- 130 გ. რძე
- 325 გ, ნაღები
- 2 ცალი კვერცხი
- 340 გ. შოკოლადი
- 10-15 გ. ყავის ლიქიორი
მომზადების წესი:
- პრალაინის მოსამზადებლად წინასწარ მოხალეთ თხილი.სქელძირიან ტაფაზე დაყარეთ შაქარი. თავიდან ნახევარი და გადნობას რომ დაიწყებს, მთლიანად. დაასხით ცოტა წყალი, ურიეთ კარგად. როდესაც ბოლომდე გადნება და კარამელიზირდება, ჩაყარეთ ფუნდუკი და მწიკვი მარილი.
- გადმოიღეთ ცხელი ფუნდუკი პერგამენტის ქაღალდზე და გააგრილეთ. შეგრილებული მასა ჩააგდეთ ბლენდერში და დაფხვენით წვრილად.
- აიღეთ შვრიის, სიმინდის ან ხორბლის ფანტელები საუზმისთვის. დაფქვით და შეურიეთ თხილის პრალაინს.
- აიღეთ 20 სმ. დიამეტრის საცხობი ფორმა ან საკონდიტრო რგოლი. თანაბრად გადაანაწილეთ მიღებული მასა შიგნით და კარგად ჩატკეპნეთ. შედგით მაცივარში 40 წუთით.
- ქვაბში აურიეთ რძე, ნაღები, ყავის ლიქიორი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და ფრთხილად ჩაასხით ადუღებული რძე ნაღებით, პარალელურად ურიეთ.
- ცხელ მასაში ჩაამატეთ შოკოლადის ნატეხები და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააგრილეთ. დაასხით შოკოლადის მასა თხილის პარალაინს. შემდეგ შედგით მაცივარში 6-8 საათი გასაცივებლად.
- სულ ეს არის. უგემრიელესი დესერტი მზად არის. ტორტი თანაბრად და ლამაზად რომ დაიჭრას, დაჭრამდე დანას ცხელი წყალი გადაავლეთ. ამ ინგრედიენტებით გამოდის 16 ნაჭერი ტორტი.
- მორთეთ ნუშის ფანტელით, ან რაც მოგიხერხდებათ და მოგწონთ იმით. ტორტი მოურთავადაც კარგად გამოიყურება. გემრიელად მიირთვით!
რჩევა: ეს ტორტი სუფრაზე მიტანამდე ნახევარი საათი დადეთ ოთახის ტემპერატურაზე, რადგან მისი გემო და კონსტიტენცია უფრო კარგად შეიგრძნობა.
ამ და სხვა რეცეპტების სანახავად გამოიწერეთ კულინარიული არხი Chef Ilya R, სადაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ და აზიურ სამზარეულოებზე.