ფრანგი მზარეულების თქმით “ინგრედიენტები უნდა დაქორწინდნენ”, ყველის სუპი ნამდვილი საოცრებაა

0
260

ხარისხიანი ყველი საფრანგეთის სავიზიტო ბარათია. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ყველის სუპ-პიურემ თავის ტრიუმფალური სვლა მსოფლიოს მასშტაბით სწორედ ამ ქვეყნიდან დაიწყო. ლეგენდის თანახმად, მზარეულს შემთხვევით ჩაუვარდა წვნიანში ყველის ნაჭერი და შედეგმა გააოცა.

ყველის კრემ-სუპის მოსამზადებლად გამოვიყენებთ მაგარ და მდნარ ყველს, რომელიც მარტივად ლღვება ადუღებულ წყალში და კერძს აძლევს ნაღების არომატს. ვამატებთ კარტოფილს, სტაფილოს, ზოგჯერ- სოკოს და ძეხვს, წვნიანი სქელი რომ გავხადოთ და გემოს დამატებითი შტრიხები შევმატოთ

ყველის სუპ-პიურე

ინგრედიენტები:

  • 2 მდნარი ყველი (თითო 90გ)
  • 2 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 საშუალო ზომის ხახვი
  • 1ც სტაფილო
  • 2ს.კ მზესუმზირის ზეთი
  • 2ნაჭერი თეთრი პური50გ ბეკონი (სურვილისამებრ)
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • ცოცხალი მწვანილი

მომზადების წესი

  1. ქვაბში ჩაასხით ზეთი და ჩაყარეთ  წვრილად დაჭრილი ხახვი. თუშეთ ნელ ცეცხლზე.
  2. ამასობაში გახეხეთ სტაფილო და დაუმატეთ ხახვს. მოწვით 3-5 წუთის განმავლობაში.
  3. ქვაბში ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. ბოსტნეული კიდევ 5 წუთით დატოვეთ ცეცხლზე. ფრანგი მზარეულების თქმით, ინგრედიენტები უნდა “დაქორწინდეს”, რაც გულისხმობს გემოს და არომატის ჰარმონიას
  4. ქვაბში ჩაასხით 300მლ გადმოდუღებული წყალი ან ბულიონი. ხარშეთ კარტოფილის მომზადებამდე.
  5. ამის შემდეგ ბულიონი გადაასხით ცალკე ჭურჭელში, ბოსტნეული კი  ბლენდერის გამოყენებით ერგვაროვან მასად გარდაქმენით.
  6. ქვაბში ჩაყარეთ გახეხილი მდნარი ყველი და დაუმატეთ ბულიონი.
  7. გასინჯეთ წვნიანი (ყველი  შეიძლება იყოს მარილიანი ან ცხარე). თუ საჭიროა დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
  8. წვნიანი ადუღეთ ცეცხლზე ყველის სრულ გალღობამდე.
  9. თუ მასში დარჩა ბოსტნეულის წვრილი ნაწილაკები, განმეორებით დააქუცმაცეთ ბლენდერით.
  10. მოწვით ტაფაზე პურის ნაჭრები და ბეკონი.
  11. აცადეთ წვნინს ცოტათი გაგრილება. დაასხით თეფშებზე და მორთეთ მწვანილით. დაუმატეთ გახუხული პური და ბეკონის ნაჭრები.

გირჩევთ ხშირად მოამზადოთ ყველის სუპ-პიურე. ჩართეთ ფანტაზია, გამოიყენეთ სხვადასხვა ინგრედიენტი. სასიამოვნო კულინარიულ ექპერიმენტებს გისურვებთ !