ყველაზე გემრიელი ვარტუშკები გამოდის ხაჭოს ცომით და გარგარით! ეს არის ზაფხულის ნამდვილი გემო – მსუბუქი და არომატული. ყოველ შაბათს ვაცხობ და ვტკბები ამ საოცრებით. რეცეპტი ეკუთვნის ისრაელის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტს.
დღეს paparazzi.ge გაგიზიარებთ ხაჭოს ამ ნამცხვრის მომზადების წესს ხილის შიგთავსით. დამიჯერეთ, ეს იქნება საუკეთესო რამ!
გემრიელი ვარტუშკები
ინგრედიენტები ცომისთვის:
- 250 გ. ხაჭო
- 1 კვერცხი
- 100 გ. ნაღების კარაქი
- 100 გ. შაქარი
- 300 გ. ფქვილი
- 10 გ. ვანილის შაქარი
- 10 გ. გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- 500-600 გ. გარგარი (10-15 ცალი)
- 70 მლ წყალი
- 1 ს/კ სახამებელი
- 3 ს/კ შაქარი
- 20 გ. ნუშის ფანტელი
- 1 ს/კ. შაქრის პუდრა
მომზადების წესი:
- გარეცხეთ გარგარი, გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ კურკა. დაჭერით თხელ ნაჭრებად.
- ჩაყარეთ გარგარი სქელძირიან ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და წყალში გახსნილი სახამებელი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე შაქრის გახსნამდე.
- ცალკე ჯამში ჩაყარეთ ხაჭო, შაქარი, ვანილი, ნაღების კარაქი, კვერცხი და მწიკვი მარილი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- შეურიეთ ფქვილში გამაფხვიერებელი, შემდეგ ჩაყარეთ ხაჭოიან მასაში. კარგად მოზილეთ ჯერ კოვზით, შემდეგ ხელით. ცომი უნდა იყოს რბილი, გლუვი და არ ეკრობოდეს ხელებს.
- ცომის გუნდა გაყავით ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ ძეხვისებურად და დაყავით ექვს ტოლ ნაწილად. საერთო ჯამში უნდა მიიღოთ ცომის 12 პატარა ბურთულა. დააგუნდავეთ სათითაოდ და დადეთ პერგამენტდაფენილ საცხობ დაფაზე.
- თითოეულ ბურთულას მიეცით კალათის ფორმა ჭიქის ან ნებისმიერი სხვა თქვენთვის მოსახერხებელი ნივთით. ხელით გამოუყვანეთ კიდეები და ამოავსეთ გარგარის შიგთავსით. თავზე მოაყარეთ ნუშის ფანტელი.
- წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და შედგით ნამცხვარი 30 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!
რჩევა paparazzi.ge-ს რედაქციისგან:
გირჩევთ სცადოთ ამ რეცეპტით გამოცხობა და ნამდვილად არ ინანებთ. ის თქვენი ფავორიტი გახდება პირველივე დღიდან. შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ – მარწყვი, ჟოლო, ატამი… არჩევანი თქვენზეა. აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და შედეგები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს