როგორ შევინახოთ ცოცხალი მწვანილი?

0
470

მწვანილის სეზონზე თავს ძლივს ვიკავებ, ბაზრობაზე მთელი მოსავალი ერთიანად რომ არ ვიყიდო. ისპანახი, ხახვი, სალათის ფოთოლი,რუკოლა, რეჰანი! აღარაფერს ვამბობ კამაზე,ქინძსა და ოხრახუშზე. ადრე ერთ კონაზე მეტს ვერ ვიძენდი, უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ შემენახა ცოცხალი მწვანილი. საყინულეში მოთავსება არ მინდოდა, დარჩენილი ნაწილი მეორე დღეს კი დამჭკნარ ცოცხად იქცეოდა.

უამრავი ხრიკი ვცადე, თუმცა ვაჭრების მსგავს ეფექტს ვერ მივაღწიე. მათ ხომ დახლზე მუდამ ცოცხალი მწვანილი უწყვიათ. აი,თურმე რაშია საქმე.

მწვანილის შენახვა

დიდი ხნის განმავლობაში მწვანილს მაცივარში ვინახავდი, წინასწარ ღეროებით წყლიან ჭიკაში ვაწყობდი,ფოთლებს გარედან პოლიეთილენის პარკს ვაკრავდი ტენიანობის შესანარჩუნებლად. ეს ხერხი მეხმარებოდა ოხრახუშის კონის შენახვაში კარტოფილისთვის ან სალათისთვის. სერვირების სილამაზე უნდა დამევიწყებინა, რადგან დილით მწვანილი საერთოდ არ გამიყურებოდა ისე, როგოც ბოსტანში.

თუ გსურთ, მწვანილი რამდენიმე დღე ახლად დაკრეფილივით გამოიყურებოდეს, გამოიყენეთ შემდეგი ხრიკი. საიდუმლო არ მდგომარეობს სპეციალურ ხსნარში, რაზეც ალბათ ბევრი იფიქრებს. რასაკვირველია, მწვანილს ბაზრობაზე მუდმივად ატენიანებენ პულვერიზატორით. ეს ჩვეულებრივი წყალია. მთელი ჯადოსნობა დახლზე გამოტანამდე ხდება.

როგორც კი მწვანილი ჭკნობას იწყებს, მას ცივი წყლით სავსე თასში ალბობენ. თუმცა წყალს ასევე უმატებებნ ძმარსაც. თანაფარდობა ასეთია:200მლ წყალზე 1ს.კ  6%-იანი ძმარი.

მსგავსი ხერხი ეფექტურია ოხრახუშის, კამის, ხახვის, ქინძის და რეჰანის შემთხვევაში. სალათის ფოთლებს რაც შეეხება, საკმარისია ის 15 წუთით თბილ წყალში მოათავსოთ.

სახლში მწვანილი ჯობს მაცივარში შეინახოთ,ხშირ-ხშირად მოასხუროთ ძმრიანი ხსნარი. როცა ეს მეთოდი არაეფექტრუი გახდება, შეგიძლიათ ნარჩენები საყინულეში შეაწყოთ.

ასეთ მარტივ ხრიკს გთავაზობთ რედაქცია paparazzi.ge. ვისაც უფრო რთული გზა გიტაცებთ, შეგიძლიათ გაამწვანოთ სამზარეულოს ფანრჯრების რაფები. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს მაცივარში შენახული დამჭკნარი მწვანილი ამის შემდეგ წარსულს ჩაბარდება.