დამზადებულია იტალიაში – რა მოჰყავთ ხმელთაშუა ზღვის ფერმერებს

0
111

ჩემი ნათესავი 10 წლის წინ ცოლად გაჰყვა იტალიელ მამაკაცს და მასთან გადავიდა საცხოვრებლად. მას ერთგვარად იმედი გაუცრუვდა, როცა ზღვისპირა ვილის ნაცვლად, ფერმაში დასახლდნენ. ამის მიუხედავად დეიდაშვილი მაინც ბედნიერია. ის ხშირად მიგზავნის ფოტოებს და ასევე იტალიაში მოყვანილ სხვადასხვა ბოსტნეულს.

იტალიური სატაცური – როცა დეიდაშვილმა თავიანთი ფერმის შესახებ მომიყვა,თავიდან უზარმაზარი ვენახები წარმოვიდგინე. რეალობა კი არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. თეოს სატაცურის რამდენიმე სახეობა გათხოვებამდეც მოჰყავდა.

ოჯახური არტიშოკი – კიდევ ერთი ჩვენთვის უჩვეულო მცენარე ბოსტანში-არტიშოკია. როგორც ჩემი იტალიელი ნათესავი ამბობს,მთავარია მათი დროული მოკრეფა. წინააღმდეგ შემთვევაში ,ვახშმად ყვავილების მირთმევა მოგიწევთ.

ბრიუსელის კომბოსტო – ბრიუსელის კომბოსტო იტალიელ დიასახლისებს ძალიან უყვართ. ხმელთაშუა ზღვის კლიმატის გავლენით ისინი საოცრად სწრაფად იზრდება.

სალათის ცერეცო და რუკოლა – როგორც ჩვენთვისაა ქინძი და ოხრახუში, ასევეა იტალიელებისთვის ცერეცო და რუკოლა-ისინი მწვანე სალათის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია,რომლებიც ფასობს არა გემოვნური თვისებების, არამედ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებითი გავლენის გამო.

კაპარი ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისთვის – კაპარი იტალიაში ყველა სახით მიირთმევენ. ჩემი დეიდაშვილის თქმით, საკვებად იყენებენ როგორც ყვავილის გაუშლელ კოკრებს, ასევე დამწიფებულ ნაყოფსაც.

ოსპის მდელოები – იტალიაში ოსპისგან ამზადებენ ქაშს, შეჭამანდს და კრემ-სუპს. რიზოტოს ოსპისეული ვარიანტი არანაკლებ პოპულარულია,ვიდრე კლასიკური კერძი.

იტალიური კაკალი – ხმელთაშუა ზღვის კლიმატის გავლენით იტალიაში მოჰყავთ კაკლის სხვადასხვა სახეობა. ყველაზე პოპულარულებია-ნუში და ფისტები. ვიზუალურად ისინი ძალიან ჰგავს ქართულ ნიგოზს.

იტალიური ყავა – იტალიელები გიჟდებიან ყავაზე და მოჰყავთ ის დიდი რაოდენობით,თუმცა ასევე ახდენენ ყავის იმპორტსაც.

ხილის ბაღები – იტალია-ხილის სამოთხეა. წელიწადის სხვადასხვა დროს იქ ხარობს-ციტრუსი,ვაშლი,ხურმა, კივი,ბროწეული,ლეღვი და ფეიხოაც კი. დეიდაშვილმა მითრა, რომ მათ მეზობელს მანგო მოჰყავს. ეს ხომ ნამდვილი სასწაულია!

ელიტური შაფრანა – შაფრანა იტალიაშიც კი (ქვეყანა,სადაც იზრდება) საკმაოდ ძვირად ფასობს, მისი 1გ 50 ევრო ღირს. ამ სუნელს თანამოსახელე ყვავილისგან ამზადებენ.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იტალიური ფერმა საკმაოდ ეგზოტიკურად გამოიყურება. ყველაფერი ხმელთაშუა ზღვის კლიმატის დამსახურებაა. თქვენ რომელ იტალურ პროდუქტებს იყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში?