დღეს paparazzi.ge-ს რესპონდენტს ასეთი ამბავი აქვს თქვენთვის: “… სევდიანად მახსენდება ის დრო, როდესაც შეგვეძლო მეგობრებს ერთად შევკრებილიყავით. მაშინ ყველა ნახულობდა დროსაც და საშუალებასაც. ერთად ხალისიანად ვატარებდით დროს და ხანდახან გათენებამდეც გაგვიგრძელებია. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ყველას საქმე, პრობლემები მოემატა და ამ ურთიერთობებმა იკლო. საბოლოოდ კი სულ გაქრა…
დავრჩი მეგობრების გარეშე
ლაშა
ჩემი მეგობარი ლაშა წელიწადზე მეტი ხანი ხვდებოდა ერთ გოგოს. ლაშას ძალიან უყვარდა, მაგრამ იმ გოგოს აღმოჩნდა – არც ისე. გამოუცხადა, რომ მასთან მომავალი ცხოვრება ვერ წარმოედგინა და დავშორდეთო. არ ვიცი რამდენად სწორად მოიქცა ის გოგონა, მაგრამ მას ასე უნდოდა. ლაშამ მძიმედ გადაიტანა დაშორება და დაიწყო სმა.
ჩვენ ვცდილობდით მდგომარეობიდან გამოყვანას, მაგრამ ვერ შევძელით. საბოლოოდ ალკოჰოლიკად ჩამოყალიბდა და მისი მთავარი საზრუნავი დალევა გახდა. ვეცადე ფეხი ამეწყო მეგობრისთვის, მაგრამ ვეღარ ვიპოვე მასთან საერთო და გავუუცხოვდით ერთმანეთს.
მიშა
მიშას ისტორია ყველაზე ბანალურია. ცხოვრობდა მშობლიურ ქალაქში, შეხვდა ერთ ქალს, დაქორწინდნენ და გადავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად. ამ ეტაპზე კარგად არის – აქვს მოსიყვარულე ოჯახი, კარგი სამსახური, ყავს ორი ვაჟი და ერთი გოგონა. დროდადრო ვეხმიანებით ერთმანეთს, სულ არაფერს კი ჯობია, მაგრამ პირად შეხვედრას ვერ შეცვლის.
ირაკლი
ირაკლი იყო წარმატებული მეწარმე. ყავდა ცოლი და ორი შვილი. ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ოჯახებით. მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა მუდმივი.
ყველაფერი დაიწყო პრობლემებით ბიზნესში. მან ბევრი ფული დაკარგა, ყველაფრის გაყიდვა მოუწია, თავისთვის მხოლოდ ერთი სახლის ყიდვა შეძლო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ცოლს სხვა ყავდა და განქორწინება მოსთხოვა. ირაკლიმ ეს სახლი ცოლ-შვილს დაუტოვა და ჩრდილოეთში წავიდა სამუშაოდ.
ეხლა მისი ნახვა მხოლოდ იმ მცირე პერიოდში შეიძლება, როცა ის ქალაქში მშობლების და ბავშვების სანახავად ჩამოდის.
კოტე
კოტესთან ყველაფერი რიგზე იყო, სანამ პირველ ცოლს გაშორდებოდა. სასიამოვნოდ ვატარებდით დროს, ვხვდებოდით ოჯახებით. შემდეგ დაშორდა ცოლს, მერეც ვურთიერთობდით, მაგრამ მალე მეორედ დაქორწინდა ულამაზეს, მაგრამ ძალიან უხასიათო ქალზე. მან თავიდანვე აითვალწუნა ჩვენი კომპანია.
სულ ერთხელ შევხვდით და მას მერე კოტე აღარ გვინახავს. როდესაც ვიკრიბებოდით და ვეპატიჟებოდით, სხვადასხვა რამეს იმიზეზებდა. შედეგად, კოტე სტუმრობს იმ წრეს, რომელიც მოსწონს მის მეორე ცოლს. რას ვიზამთ? ეს მისი არჩევანია.
ეხლახანს შემისრულდა 42 წელი, თავს ცოცხლად და ხალისიანად ვგრძნობ ჩემს ზოგიერთ თანატოლთან შედარებით. უახლოესი, სულიერი მეგობრები აღარ მყავს. ხანდახან ნათესავებს მოვინახულებ ხოლმე. სულ ეს არის.
ცხოვრებამ კი მაჩვენა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემი მეუღლეა. ის ყოველთვის გვერდით არის ჭირშიც და სიხარულშიც, ესმის ჩემი და მისმენს ყურადღებით.
აქედან გამომდინარე: აირჩიეთ ცხოვრების მეგზურად ადამიანი არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ თქვენი ხასიათის და სულიერი მოთხოვნილების შესაბამისად. მასეთ მეორე ნახევართან ერთად ტკბილად საუბარს ჩაისთან არაფერი სჯობს.
თქვენი აზრით რა არის ნამდვილი პრობლემა ამ ისტორიაში? როგორ იცვლებოდნენ თქვენს ცხოვრებაში მეგობრები? არის ბავშვობის მეგობრობა მუდმივი?