რისი გაკეთება არ შეიძლება ჭექა-ქუხილის დროს, მეხის დაცემის თავიდან ასარიდებლად

15197

მახსოვს, სოფელში ჭექა-ქუხილის დროს ბებია კეტავდა ფანჯრებს და რთავდა ტექნიკას დენის წყაროდან. სკოლაშიც გიყვებოდნენ უცნაურ ბუნებრივ მოვლენაზე – სფერულ ელვაზე. მოკლედ, არაერთი საშიში ისტორია გვსმენია ამ თემაზე. კარგია, თუ ჭექა-ქუხილის დროს სახლში ხარ, მაგრამ როგორ უნდა მოიქცე თუ ამ დროს სალაშქროდ ან გარეთ აღმოჩნდები? ამ სტატიაში paparazzi.ge გასწავლით უსაფრთხოების წესებს ჭექა-ქუხილის დროს.

უსაფრთხოების წესები ჭქა-ქუხილის დროს

  • თავშესაფარი – თუ უცებ გაგიწვიმდათ, შეეფარეთ ნებისმიერ შენობაში, ხოლო თუ ჭექა-ქუხილიც ახლავს, ყველაზე უსაფრთხო თავშესაფარი არის ავტომობილი. ან გაგიმართლოთ იქნებ და ახლო-მახლო იპოვოთ მაღაზია, გადახურული გაჩერება, პავილიონი… მოკლედ, თუ იმყოფებით მანქანაში, გააჩერეთ ის ხეებისგან და ელექტროსადენებისგან შორს. დახურეთ ყველა ფანჯარა, გამორთეთ ელექტროგადამცემები, გათიშეთ ძრავი. არავითარ შემთხვევაში არ გადმოხვიდეთ მანქანიდან და არ შეეხოთ მის მეტალის ნაწილებს. თუ მანქანას მეხი დაეცემა, მუხტი გადავა მის კორპუსზე
  • წყალი – თუ ელჭექი მოგისწრებთ თევზაობის დროს, ნავზე ან ტბასთან, სასწრაფო გამოდით ნაპირზე. მშვიდად მოშორდით წყალს და რაც შეიძლება შორს წადით. წყალი კარგი გამტარია, ამიტომ მეხის დაცემის შემთხვევაში მუხტს 100 მეტრის რადიუსში ავრცელებს.
  • ხეები და შემაღლებული ადგილები – არასოდეს შეეფაროთ ჭექა-ქუხილის დროს ხეებს. განსაკუთრებით საშიშია მაღალი ხეები, რომლებიც მარტო დგას გაშლილ სივრცეში. უმჯობესია მოძებნოთ ახალგაზრდა, პატარა ხე ან ბუჩქი. თუ იმყოფებით შემაღლებულ ადგილას, დაეშვით რაც შეიძლება დაბლა, მოერიდეთ სანიაღვრე ადგილებს.
  • გამტარები – წყალი, მთის ბორცვები, სახლის კედლები, მეტალის ნივთები ატარებენ დენს და იზიდავენ ელვას. მეტალის ღობეები, ველოსიპედი, მოტოციკლი, ბოძები  – ასევე იზიდავენ მეხს. ამიტომ გაერიდეთ რაც შეიძლება შორს. თუ გიკეთიათ მეტალის სამკაული – მოიხსენით. კერძო სახლებში დენის გამტარი შეიძლება გახდეს კვამლიც კი. ამიტომ ცეცხლს ნუ დაანთებთ.
  • ტექნიკა – თუ იმყოფებით კერძო სახლში, გამორთეთ ყველაფერი დენის წყაროდა, დახურეთ ფანჯრები და არ შეეხოთ ტელეფონს. ნუ მიუახლოვდებით ფანჯრებს და არ შეეხოთ მეტალის ნივთებს. ნუ გაჩერდებით ზედა სართულზე, ჩადით დაბლა.

პირველადი დახმარება

თუ ადამიანს დაეცემა მეხი, სასწრაფო ჩაუტარეთ პირველადი დახმარება. თუ ის არის უგონო მდგომარეობაში, დააწვინეთ გვერდზე. მოძებნეთ მეხის დარტყმის ადგილი, მობანეთ, დაადეთ სტერილური სახვევი, თუ შესაძლებელია, მიეცით გამაყუჩებელი. თუ არ ისინჯება პულსი, გაუკეთეთ გულის მასაჟი.

სფერული ელვა განსაკუთრებულად საშიში მოვლენაა, მაგრამ თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ და უსაფრთხოების ნორმებს დაიცავთ, საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც გადაარჩენთ.

ელვასთან თამაში ნამდვილად არ შეიძლება, გაუფრთხილდით თავს და მუდამ გახსოვდეთ ეს ელემენტარული წესები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს