მეგა ხრაშუნა კიტრების დამწნილების დროა, ქმარი ჯვაროსნულ ლაშქრობაში გავამგზავრე ბაზარში კიტრის საყიდლად

0
676

დადგა ზაფხული და მეც ყოველდღიურად ვკრეფ სათბურში მოყვანილ გემრიელ კიტრებს! ერთ საღამოს ქმარს კიტრის მწნილი მოუნდა, თუმცა მარაგი უკვე გათავებულიყო. არადა მისი დამზადების დროც უკვე მოვიდა…

კიტრის მწნილი ძალიან მიყვარს კარტოფილთან ერთად და სალათებშიც. მეუღლის მეგობრები კი მას ხემსის სახით მიირთმევენ. წელს კიტრის დაკონსერვებას აღარ ვაპირებ, კეთილი ინებოს ჩემმა ქმარმა და ერთხელ მაინც ჩამენაცვლოს მაგ საქმეში.

დღეს რედაქცია paparazzi გთავაზობთ კიტრის მწნილის მომზადების მარტივ და სანდო რეცეპტს, რომელმაც დროს გაუძლო. ის 24 საათში დამარილდება, 3 დღეში კი უკვე-დამწნილდება!

ინგრედიენტები:

  • 2კგ კიტრი
  • 40გ არაიოდიზირებული მარილი
  • კამის კონა
  • პირშუშხას ფოთლები
  • 1თავი ნიორი
  • შავი მოცხარის ფოთლები
  • 1ლ წყალი

მომზადების წესი:

  1. კიტრი გარეცხეთ და მოაჭერით ბოლოები.
  2. დადუღრეთ 3-ლიტრიანი ქილები და მათ ფსკერზე მოათავსეთ კამა, პირშუშხას და შავი მოცხარის ფოთლები.
  3. ქილებში კიტრები მჭიდროდ ჩააწყვეთ. ნივრის თავი შუაზე გაჭერით (გასუფთავება არაა საჭირო) და დაუმატეთ.
  4. 1ლ ცივ წყალში გახსენით 40გ მარილი და ჩაასხით ქილებში,შემდეგ 2-3 დღით გააჩერეთ ჩრდილში,ოთახის ტემერატურაზე. შეინახეთ მაცივარში.
  5. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოხუფოთ ქილები წინასწარ დადუღრული თავსახურებით. მათ შემოახვიეთ ტილოები და დაელოდეთ გაგრილებას. შემდეგ შეგიძლიათ ის შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას,მაგალითად,სარდაფში.

რჩევა რედაქციისგან

კიტრის ფერმენტაციისთვის არაა საჭირო ჟანგბადი. მარილხსნარი ერთი დღეში შეიმღვრევა, ორი დღის შემდეგ გასინჯეთ,თუ გემო მოგეწონათ, მაშინ შეგიძლიათ ქილები მაცივარში მოათავსოთ, თუ არა-კიდევ დაელოდეთ.