ქართული მწვანე აჯიკის კლასიკური რეცეპტი

1900

ქართული მწვანე აჯიკა ხორცის და თევზის კერძებს იდეალურად უხდება. ასევე შეგიძლიათ ცხელ კერძებს, მაგალითად, წვნიანს ან ბორშს დაუმატოთ. საკაზმი ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. აღსანიშნავია, რომ ამ რეცეპტით საკმაოდ ცხარე აჯიკა გამოდის.

ქართული აჯიკა

სიტყვა „აჯიკას“ აფხაზური ფესვები აქვს და „მარილს“ ნიშნავს. აფხაზები ასეთ საკაზმს „აპირპილ–აჯიკას“ უწოდებენ, რაც „წიწაკის მარილს“ ნიშნავს, ასევე უწოდებენ „აჯიკცატცა“ – „მარილი, რაღაცაში არეული“. დღეს Paparazzi გთავაზობთ მწვანე აჯიკას ხარშვის გარეშე. რა თქმა უნდა, ასეთი აჯიკის მოსამზადებლად თესლის სანაყის გამოყენება იდეალურია, მაგრამ რეცეპტს ცოტა გავამარტივებთ და ხორცსაკეპ მანქანას გამოვიყენებთ.

ინგრედიენტები:

  • 150 გრ ცხარე წიწაკა (3 მწვანე და 1 წითელი)
  • 150 გრ ბულგარული წიწაკა
  • 100 გრ ქინძი
  • 100 გრ ოხრახუში
  • 50 გრ რეჰანი
  • 100 გრ ნიგოზი
  • 100 გრ ნიორი
  • 1 ს/კ დაფქული ქინძი
  • 2 ს/კ მარილი
  • 1 ჩ/კ ხმელი სუნელი
  • 1 ჩ/კ უცხო სუნელი

მომზადება:

  1. წიწაკა კარგად გარეცხეთ. ცხარე წიწაკას თესლი არ მოაშოროთ, ხოლო ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ.
  2. მწვანილი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. ნიგოზი და ნიორი გაასუფთავეთ.
  3. ხორცსაკეპ მანქანაში ორივე სახეობის წიწაკა, ნიორი, მწვანილი და ნიგოზი გაატარეთ. მიღებული ნარევი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  4. ნარევს დაფქული ქინძი, ხმელი სუნელი და უცხო სუნელი დაუმატეთ. კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.
  5. ბოლოს 2 ს/კ მარილი დაუმატეთ. გადაჭარბების არ შეგეშინდეთ – ქართული აჯიკა მარილიანი უნდა გამოვიდეს.
  6. პატარა მინის ქილები მზა საკაზმით ბოლომდე გაავსეთ. თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

აჯიკა მაცივარში ინახება. მას სხვადასხვა კერძებს საკაზმის სახით უმატებენ. ქართული აჯიკა არანაკლებ გემრიელი გამოვა, თუ ბულგარული წიწაკის გარეშე მოამზადებთ. ამ შემთხვევაში ძალიან ცხარე გამოვა. რა თქმა უნდა, რეცეპტი თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ. მაგალითად, დაუმატეთ ხმელი კამა ან სხვა სანელებელი, რომელიც მოგწონთ. ასევე პროდუქტების მოცულობა შეგიძლიათ გაზარდოთ და უფრო მეტი საკაზმი მოამზადოთ.

თქვენ რომელი რეცეპტით ამზადებთ აჯიკას? გაგვიზიარეთ კულინარიული ხრიკები და გვიამბეთ, რომელ კერძებს უმატებთ პიკანტურ საკაზმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს