უცნაურია, მაგრამ ზოგი ოჯახურ ღალატს არ თვლის დიდ შეცდომად. ცხოვრება უფრო თავისუფალი გახდა და წყვილისთვის საცდური ყველა ფეხის ნაბიჯზეა. ბევრი არ ამბობს უარს ახალ შთაბეჭდილებებზე, რასაც კარგი არაფერი მოაქვს ოჯახისთვის. ადამიანი სოციალური არსებაა და ჭირდება ურთიერთობები, მაგრამ ოჯახი ბევრად მეტ პასუხისმგებლობას და გაფრთხილებას მოითხოვს.
ღალატს ყველა სხვადასხვანაირად ხსნის და უდგება, მაგრამ საერთო ჯამში, ის არის კრიზისი ურთიერთობებში. ის შეიძლება არ იყოს გამოკვეთილი, მაგრამ საერთო ემოციურ ფონზე ისახება. დღეს “paparazzi.ge” ღალატის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე მოგიყვებათ.
ოჯახური ღალატი
“არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამიჩნდა ეჭვი, ჩემი ქმარი აქტიურად ემესიჯებოდა ვიღაც ქალს. თავიდან არ მიმიქცევია დიდად ყურადღება, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. არ მინდოდა კონფლიქტი და ქმარს მშვიდად ვუთხარი ჩემს ეჭვებზე. ვთხოვე, რომ არ მსიამოვნებდა მისი საქციელი და შეეწყვიტა.
მან კი ხელი ამიქნია, – რა სისულელეა, ის ქალი ჩემი მეგობარია და უბრალოდ მოვიკითხეო. თავიდან დავმშვიდდი, მაგრამ ქმარმა მიმოწერას არ მოუკლო, პირიქით უფრო აქტიურად იყო ჩართული. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მიმოწერაში აღმოვაჩინე ინტიმური ხასიათის ფოტო.
ეს არ იყო მეგობრული ურთიერთობა, და ქმარს ახსნა მოვთხოვე. მან აქეთ გამომიყვანა დამნაშავე, რომ არაფრისგან დრამას ვქმნიდი და ვაზვიადებდი. ნამდვილად არ მომწონს ქმრის ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ თან მიყვარს და არ მინდა ოჯახის დანგრევა. როგორ მოვიქცე?”
ოჯახური ღალატი
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ეს საკმაოდ რთული სიტუაციაა. ყველანაირ ქცევას თავისი მიზეზი აქვს. თუ ქმარი ასე იქცევა, ანუ აქვს ამის საფუძველი. დამნაშავის პოვნამდე გავაანალიზოთ რატომ ხდება ასე.
პირველი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ეს არის ხარვეზი ურთიერთობებში. როგორც უკვე ვთქვით, ღალატი არის კრიზისის ნიშანი. თუ ქალი დედასავით იზრუნებს ქმარზე, ის დაკარგავს მის მიმართ ინტერესს და პარტნიორის ძებნას სხვაგან დაიწყებს.
მამაკაცმა პარტნიორი სხვა წრეში რომ არ ეძებოს, თქვენ გადაამუშავეთ ეს სტატუსი. ეცადეთ დაარწმუნოთ ქმარი ოჯახური თერაპიის გავლას ფსიქოლოგთან, რაც ორივესთვის მნიშვნელოვანი იქნება.
მისი და თქვენი პიროვნება
მამაკაცი უფრო მარტივად უდგება ღალატის საკითხს, რადგან გარშემო უამრავი მსგავსი შემთხვევაა. სხვისი და შენი ქცევების გაიგივება შეცდომაა, მაგრამ თუ თქვენი ქმარი ნამდვილად ვერ ხედავს პრობლემას ღალატში, მაშინ გკითხავთ: სად იყურებოდი, ან რაზე ფიქრობდი ასეთი მამაკაცის არჩევისას?
ამიტომ გვირჩევენ ფსიქოლოგები ჯერ საკუთარ თავში გარკვევას. ადამიანს ბევრის მოთმენა შეუძლია და ხშირად მეორე მისი ამ თვისებით ცუდად სარგებლობს. ამიტომ დაიწყეთ საკუთარი თავის თერაპიით. გაერკვიეთ საკუთარ საზღვრებში, საკუთარი თვითშეფასების ხარისხში და ხასიათის სხვა ნიუანსებში, რომელიც გაფერხებთ და ანგრევს ურთიერთობებს.
თუ თქვენს თავს არ შეცვლით, ყველა მომავალი ურთიერთობა იგივე მოდელს გაიმეორებს. იგივე რჩევები შესთავაზეთ ქმარსაც. მასაც ჭირდება საკუთარ თავში გარკვევა. რატომ უნდა სხვა პარტნიორი და რატომ აღარ აინტერესებს ცოლი? ასეთი მიდგომა ორივესთვის სამართლიანი იქნება.
ღალატი მტკივნეული თემაა ყველასთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამ შემთხვევაზე? სწორია ფსიქოლოგების რჩევა? რას ურჩევდით თქვენ და როგორ მოიქცეოდით ასეთ დროს?