გასაკვირია,რომ 21-ე საუკუნეში არსებობენ ადამიანები,რომელთაც საჩუქრის ღირებულება აღელვებთ. ამის ნიადაგზე ხშირად აღმოცენდება კონფლიქტები, უკიდურეს შემთხვევაში-წყდება ურთიერთობებიც. ნუთუ ზრდასრულ ადამიანს ეს შეიძლება ეწყინოს?
მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენი ისტორიის გმირიც.
საჩუქრის ღირებულება
” 69 წლის ვარ, უკვე 4 წელია,რაც მარტო ვცხოვრობ (ქმარი გარდაცვილილია). მყავს ვაჟი და ქალიშვილი,რომელთაც თავიანთი ოჯახები შექმნეს. არც ისე მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, ძირითადად, დღესასწაულებზე ვხვდებით ერთმანეთს.
ამას წინათ ჩემი რძლის დაბადების დღე იყო. საჩუქრად ქურთუკი ვუყიდე,მახსოვს, ხშირად საუბრობდა ამ ნივთზე,ამიტომ გადავწყვიტე მისთვის მესიამოვნებინა. გამიმართლა, რომ ძვირი არ ღირდა, ამ ბოლო დროს ყველაფერზე მიწევს ფულის დაზოგვა.
რთულია მხოლოდ პენსიის იმედად ცხოვრება,შვილები ხშირად არ მეხმარებიან,მეც არავის ვთხოვ შემწეობას. როცა რძალს ქურთუკი ვაჩუქე, მან არც კი გამიღიმა. მთელი საღამო მოღუშული იჯდა. რასაკვირველია,ეს შევნიშნე და ძალიან მეწყინა.
აღმოჩნდა, რომ ჩემზე იმიტომ გაბრაზდა,რომ ქურთუკის ღირებულება კარგად იცოდა. მისთვის საჩუქარი ზედმეტად იაფფასიანი აღმოჩნდა. სიტყვებით ვერც აღვწერ, იმ მომენტში იმდენად გულდაწყვეტილი ვიყავი.
ორი თვის შემდეგ უკვე ჩემი ვაჟის დაბადების დღე დგებოდა. ვიფიქრე,ჯობდა ფული მეჩუქებინა,შემდეგ კი ის თავად გადაწყვეტდა,თუ რა ეყიდა. თუმცა დემეს არ სურდა კონვერტის გამორთმევა. მითხრა, რომ ცოლს ეწყინებოდა, რადგან შვილს მეტი ფული ვაჩუქე,ვიდრე მის საჩუქარს დავახარჯე.
სხვა ფასეულობები
ვერ ვხვდები, სალომე მსგავს პრეტენზიებს რატომ მიყენებს. ეს ხომ ჩემი ღვიძლი შვილია და, ბენებრივია,რომ მას უფრო ძვირადღირებულ საჩუქრებს ვჩუქნი. ერთხელ საუბრისას შემახსენა,ჩემი ქალიშვილის შვილს რა საჩუქარი გავუკეთე.ეს კიდევ ცალკე ისტორიაა.
ცხოვრებაში არავისგან არაფერი მომითხოვია. როცა ნათესავებს და ახლობლებს დაბადების დღეზე ვპატიჟებ,მათგან საჩუქრებს არ ველი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ყურადღება და მზრუნველობა. ვცდილობ ეს ავუხსნა ჩემს რძალს,მას კი მოსმენაც არ სურს. მითხრა,რომ მომავალში მისთვის არაფერი მეჩუქებინა.
ჩემს ბიჭსაც ვთხოვე დალაპარაკებოდა ცოლს,მაგრამ უშედეგოდ. ნუთუ თანამედროვე ახალგაზრდობას ასე ძალიან უყვარს ფული და არ აფასებს გულწრფელ საჩუქრებს? არც კი ვიცი, სალომესთან ურთიერთობა როგორ დავალაგო.
რედაქცია
ტყუილად არაა ნათქვამი: ” ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება”. საჩუქრებში ნაკლოვანებების ძიება-უბრალოდ უტაქტობაა! მით უმეტეს,როცა პრეტენზიას უყენებ დედამთილს,რომელიც მხოლოდ პენსიის იმედად სულდგმულობს.
ქალბატონ ნანის ვურჩევდით,რომ ყურადღება არ მიექცია მსგავსი წვრილმანი სიტუაციებისთვის და უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე ეფიქრა. გავა დრო და,იმედია,ელენე მიხვდება,რომ მტყუანი იყო. თქვენ რას ფიქრობთ?