როგორ მოვამზადოთ “ჩევაპჩიჩი” – შემწვარი ძეხვი ფარშით.

0
217

ამ სტატიაში გაგიზიარებთ ჩევაფჩიჩის რეცეპტს. ის შემწვარი ძეხვია,ერთგვარი ლულა ქაბაბი სერბულად,რომელიც პოპულარულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.

არომატული ჩევაფჩიჩის მომზადება ხორცის ფარშის,ხახვისა და სანელებლებისგან სახლის პირობებშიც შეიძლება,ტაფაზე,ღუმელში ან მაყალზე.

ინგრედიენტები:

  • 500გ ფარში (საქონლის ან ღორის ხორცი)
  • 1თავი ხახვი
  • 1ჩ.კ ტკბილი პაპრიკა
  • 0,5ჩ.კ შავი წიწაკა
  • 0,25ჩ.კ ცხარე წითელი წიწაკა
  • 2ს.კ სოიოს სოუსი
  • 50მლ მინერალური წყალი
  • 0,5პაკეტი გამაფხვიერებელი
  • მსეზუმზირის ზეთი
  • 1ჩ.კ მარილი

მომზადების წესი:

  1. კერძი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ორი სახის ხორცს.ფარში არ უნდა იყოს ზედმეტად დაქუცმაცებული.ხორცსაკეპი მანქანის შემთხვევაში გამოიყენეთ მსხვილი ცხაურა, ბლენდერის ხმარებისას კი- პულსაციის რეჟიმი,ისე,რომ ფარშში დარჩეს ხორცის მცირე ნაჭრები.
  2. ფარშს დაუმატეთ წიწაკა,გამაფხვიერებელი,დაასხით მინერალური წყალი. მოურიეთ 10 წუთის განმავლობაში,რათა ხორცს გამოეყოს ცილა და ფარში გახდეს მკვრივი და წებოვანი. შემდეგ დააფარეთ სტრეჩი და ღამის განმავლობაში შეინახეთ მაცივარში.
  3. წვრილად დაჭერით ხახვი. დაუმატეთ ფარშს და 5წუთის განმავლობაში გადაურიეთ ერთმანეთს.
  4. ფარში გაატარეთ გადაჭრილი ბოთლის ზედა ნაწილში.შედეგად უნდა მიიღოთ ერთნაირი ზომის მკვრივი სოსისები.
  5. ჟარონაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი,რომელსაც მოასხით მსეზუმზირის ზეთი. შემდეგ დაალაგეთ მასზე სოსისები.
  6. ყველაზე გემრიელი ჩევაფჩიჩი ღია ცეცხლე მზადდება. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ,შეგიძლიათ დაბრაწოთ 200გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.15 წუთის შემდეგ გადააბრუნეთ სოსისები და დატოვეთ კიდევ 5-7 წუთით.
  7. მზა სოსისები მიირთვით ხახვის რგოლებთან და ცოცხალ მწვანილთან ერთად.