ალბათ ვიღაცას გაუკვირდება,როგორ შეიძლება ყაბაყი ჩაითვალოს ნუგბარად,მწვანე ბოსტნეული,რომელსაც აშკარად გამოხატული გემო არც კი აქვს. საერთოდ,რა საჭიროა ის? გპირდებით,რომ მოცემული რეცეპტის მიხედვით დამზადებული ტკბილეული არა მხოლოდ უფროსებს,არამედ ჭირვეულ ბაშვებსაც კი მოეწონებათ.
ტორტი
ინგრედიენტები:
- 150გ შოკოლადი
- 130გ შაქარი
- 2ც კვერცხი
- 50გ ნაღების კარაქი
- 40გ მზესუმზირის ზეთი
- 130გ ხორბლის ფქვილი
- 30გ კაკაო
- 200გ ყაბაყი
- 5გ საკვები სოდა
- 0,5ჩ.კ მარილი
- ვანილი
მინანქარი
- 60მლ რძე ან ნაღები
- 60გ შაქარი
- 20გ კაკაო
- 30-40გ ნაღების კარაქი
მომზადება
- აიღეთ ნებისმიერი სახის შოკოლადი და მოათავსეთ ქვაბში,დაუმატეთ ნაღების კარაქი.გაზქურაზე გაალღვეთ შოკოლადი და პარალელურად მორევა არ დაგავიწყდეთ.
- შეურიეთ ერთმანეთს კვერცხი,მარილი ,ცოტაოდენი ვანილი, მზესუმზირის ზეთი და სათქვეფი ჯოხით მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- კვერცხის მასას დაუმატეთ ფქვილი,სოდა,კაკაო და მოურიეთ. ყაბაყი გახეხეთ და დაუმატეთ მიღებულ სქელ ცომს. შედეგად ის უფრო თხევადი გახდება და ბოსტნეული გემოს ვერც კი იგრძნობთ.
- მიღებულ მასას დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი. ჟარონაზე დააფინეთ პერგამენტი და დაასხით ჩვენი ცომი ყაბაყის ბრაუნისთვის. გამოაცხვეთ ტორტი ღუმელში 175 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში.
- ნამცვარი მორთეთ არომატული მინანქრით. ქვაბში შეურიეთ რძე,შაქარი და კაკაო.მიიყვანეთ დუღილის მდგომარეობამდე საშუალო ცეცხლზე და პროცესში მოურიეთ. დუღილის დაწყებიდან ერთ წუთში გამორთეთ გაზქურა და დაუმატეთ კარაქის ნატეხი,კარგად მოურიეთ და აცადეთ გაგრილება.
- მინანქრის გარდა ნაცხვარი შეგიძლიათ მორთოთ შაქრის პუდრით,ჯემით,პიტნის ღეროებით ან მანდარინის წილებით,გამოიჩინეთ კულინარიული ფანტაზია.
ამ დესერტში ყაბაყის დანიშნულება ისაა,რომ ცომი გახადოს რბილი და წვიანი. ტორტის ტექტურაზე ის გავლენა არ ახდენს. ეს რეცეპტი ნამდვილად გაგაოცებთ და თავს შეგაყვარებთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს