მეუღლეს ძალიან უყვარს საუზმედ ახალგამომცხვარი ფუნთუშები, წინასწარ ვამზადებ ცომს მთელი კვირისთვის

0
473

ახალგამომცხვარი ნამცხვრის სურნელი დილით – სრული ნეტარებაა! სახლის პირობებში ფუნთუშებს და კრუასანებს არავინ გამოგიცხობთ დილის 5 საათიდან, რადგან ცომის ამოსვლას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება. მოგიწევთ ყიდვა უახლოეს საფუნთუშეში, მაგრამ თუ ახლოს არ არის რა უნდა ქნათ? იცით, რომ ცომი სახლში შეგიძლიათ მოამზადოთ წინასწარ? ამ სტატიაში “paparazzi.ge”. გასწავლით ასეთი ცომის მომზადებას, რომელიც მთელი კვირა გაძლებს მაცივარში და ცხვება როგორც ტკბილი, ისე მარილიანი.

ცომის მომზადება

ეს რეცეპტი ბებიის სამზარეულოს წიგნში ვიპოვეთ. ინტერნეტში მისი უამრავი ვარიაცია დევს, მაგრამ მათი მაცივარში ხანგრძლივად შენახვა არ შეიძლება.

ინგრედიენტები

  • 650 გრ. ფქვილი
  • 70 გრ. კარაქი
  • 50 გრ.ზეთი
  • 2 კვერცხი
  • 250 მლ. რძე
  • 11 გრ. მშრალი საფუარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 50 გრ. შაქარი

მომზადების წესი

  1. გააცხელეთ რძე და გაადნეთ კარაქი. ჩაასხით გამდნარი კარაქი რძეში, შეურიეთ შაქარი, მარილი და ურიეთ სანამ არ გადნება.
  2. ათქვიფეთ 2 კვერცხი კარგად და შეურიეთ რძიან მასაში.
  3. ცალკე ჯამში შეურიეთ ახალგაცრილ ფქვილში საფუარი. შეაზილეთ ერთმანეთს მყარი და თხევადი ინგრედიენტები, მოზილეთ რბილი ცომი. ის არ უნდა გეკრობოდეთ ხელზე. დაჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი ზელა.
  4. ცომი ჩადეთ პაკეტში და შედეთ მაცივარში მთელი ღამით. მეორე დღიდან უკვე მზად იქნება გამოსაყენებლად.

გაგიკვირდებათ, და ამ ცომის შენახვა მაცივრის ზედა თაროზე ორი კვირაც შეიძლება, თუ გინდათ დაყავით ცომი პორციებად, შეინახეთ საყინულეში და საჭიროებისამებრ წინა საღამოს გამოიღეთ ხოლმე.

დილით მიეცით ფორმა ცომს, დადეთ გასაფუებლად 20 წუთი. თუ გეჩქარებათ, ამის გარეშეც შეიძლება.

ამ ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ მარილიანი ან ტკბილი შიგთავსით. თუ გსურთ ტკბილის გამოცხობა, დაუმატეთ ორჯერ მეტი შაქარი. გამოგივათ ფუმფულა და წითლად შებრაწული. უხდება დარიჩინი, ქიშმიში – ყველაფერი თქვენი გემოვნებით. უგემრიელესი გამოდის ამ ცომში შეხვეული სოსისები.

თქვენ ამზადებთ ხოლმე ცომს წინასწარ? როგორ ფიქრობთ უფრო მოსახერხებელია ეს მეთოდი?