იმისათვის, რომ ჭარხალი იყოს დიდი და ტკბილი, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა

140

როგორ მოვიყვანოთ ჭარხალი? ყველა მებოსტნე დარწმუნებულია, რომ აქ არაფერი სირთულე არ არის. ჭარხალი არ ითვლება პრეტენზიულ მცენარედ, მაგრამ კარგი მოსავლის მისაღებად უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული წესები.

როგორ მოვიყვანოთ ჭარხალი

ჭარხლისთვის საუკეთესოა ფხვიერი და ნოყიერი მიწა, ის სითბოს მოყვარულია და უნდა დაითესოს თბილი სეზონიდან. თუ მისი ფორმირება მოხდება 12°C ქვემოთ ტემპერატურაზე, გაიზრდება უხეში და ნაკლებად გამოყენებადი.

ჭარხლის დასათესად შეარჩიეთ გაშლილი, ნათელი ადგილი. კარგი განვითარებისთვის ჭირდება მეტი სითბო და სინათლე. მისი ჩრდილში გაზრდა საკმაოდ რთული იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ნიადაგი ზომიერად მჟავე უნდა იყოს. მჟავიანობის გასინჯვა შეგიძლიათ ლაკმუსის ქაღალდით. თუ მჟავიანობა მაღალია, შეეცადეთ გაანეიტრალოთ ნაცრით, ცარცით ან დოლომიტის ფქვილით.

მნიშვნელოვანია წყლის საკმარისი მიწოდება და საჭიროა ბალანსის დაცვა. წყლის ნაკლებობის შედეგად ჭარხალი უხეში იზრდება, ხოლო ზედმეტი მორწყვა დაავადებების და პარაზიტების მოზიდვის მიზეზი გახდება და შენახვის ვადასაც შეამცირებს.

შეცდომაა ჭარხლის დათესვა ყოველ წელს ერთი და იგივე ადგილას. მოსავლის ხარისხზე ეს ცუდად ისახება.

საქმე იმაშია, რომ ჭარხალი კარგად გრძნობს თავს იმ მიწაზე, სადაც წინა წელს იყო ლობიო, საზამთრო, გოგრა, კარტოფილი ან პომიდორი. ხოლო იქ სადაც დათესილი იყო კომბოსტო, სტაფილო ან შპინატი, მომავალი 5 წელი ჭარხალი არ უნდა დარგოთ.

როგორ მოვიყვანოთ ტკბილი ჭარხალი

როდესაც ზაფხულის შუა რიცხვებში ჭარხალს ეწყება აქტიური ზრდის ფაზა, მოამზადეთ ჭინჭრის ნაყენი. ეს შინაური სასუქი იდეალურია უმრავლესი კუტურისთვის, გარდა პარკოსნების, ხახვისა და ნივრისთვის.

ამ ნაყენის მომზადება ადვილია: დაკეპეთ ჭინჭრის ტოტები და ფესვები. ჩაყარეთ პლასტმასის ან ხის ჭურჭელში (მეტალი მოარიდეთ) და დაასხით თბილი წყალი. ურიეთ ყოველ დღე და ორ კვირაში თქვენი ბოსტნის სასუქი მზად არის.

ჭინჭრის შემდეგ 2-4 კვირაში ბოსტანში შეაქვთ კიდევ ერთ სასუქი, რომელსაც ამზადებენ შემდეგი წესით: 2 ჭიქა ხის ნაცარი, 1ს/კ ზღვის ან ჩვეულებრივი მარილი და 10 ლიტრი წყალი. ამ ხსნარს უსხამენ ხოლმე ჭარხალს ფესვებთან.

ვიმედოვნებთ, ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ დიდი და ტკბილი ჭარხლის მოსავლის მიღებაში. გიცდიათ მსგავსი ნატურალური საშუალებებით გამოგეკვებათ თქვენი ბოსტნეული?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს