ბავშვის აღზრდის დროს დედა ხშირად ვერ ამჩნევ თავის შეცდომებს, მამა კი ყოველთვის არ არის ჩართული ბავშვის აღზრდაში. თანამედროვე ქალები ხშირად ჩივიან, რომ ნამდვილი მამაკაცები აღარ არიან, რომ ისინი სუსტები და ინერტულები გახდნენ.
სტატისტიკურად ყველა მესამე ქორწინება გაყრით მთავრდება, ამის გარეშეც, საზოგადოების უმეტესი ნაწილი ბავშვის აღზრდას მხოლოდ დედის მოვალეობად მიიჩნევს, ანუ მამის ჩართულობა საკმაოდ დაბალია.
“…ერთი ქალბატონი ბავშვს მარტო ზრდის, ის 27 წლისაა. ბავშვის მამამ ორსულობის დროსვე მიატოვა. ეხლა მისი ბიჭი 6 წლისაა და ნამდვილ მამაკაცად იზრდება: უღებს დედას კარებს, მოაქვს მაღაზიიდან პარკები და ხშირად ამბობს: “დედა, შენ ჩემი პრინცესა ხარ, ამიტომ დაისვენე, ყველაფერს მე თითონ გავაკეთებო.” დედა ამბობს, რომ შვილის აღზრდაში მისი ძმა ეხმარება, მაგრამ შიშობს, მამის გარეშე ბავშვი თავის თავში არ ჩაიკეტოს.
როგორ უნდა იპოვოს მატროხელა დედამ ოქროს შუალედი და გაზარდოს ნამდვილი ვაჟკაცი. “paparazzi.ge” მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გაუმკლავდეთ ამ რთულ საკითხს.
1 . ნუ დაურღვევთ ბავშვს პირად სივრცეს
ყველაზე გავრცელებული და გამაღიზიანებელი ქცევა დედისგან ყველაფრის თავისი გემოვნებით გაკეთებაა. ასევე ბევრს უყვარს შვილის პირად ნივთებში ქექვა. განა რა საიდუმლო უნდა ქონდეს ბავშვს? უბრალოდ, შესთავაზეთ დახმარება ნივთების მოწესრიგებაში და არ მოახვიოთ თავს თქვენი “წესრიგი”
ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფალ პირად სივრცეზე და ბავშვი გამონაკლისი არ არის. მას შეუძლია ქონდეს საიდუმლო და სამალავი, რომელსაც არავინ შეეხება.
კიდევ ერთი წესი: ბავშვის ნივთები არის მისი ნივთები. მერე რა, რომ თქვენი ნაყიდია, ამ ეტაპზე ის მისი საკუთრებაა. ითხოვეთ ნებართვა მისი ყუთის ან კარადის გაღების დროს. ამ უბრალო მოკრძალებით დაანახებთ ბავშვს, რომ პატივს სცემთ მას, ასწავლით სათუთად მოექცეს საკუთარს და უკითხავად არ აიღოს სხვისი.
2 . არ წაუყენოთ პრეტენზიები
ბიჭებისთვის ნებისმიერი პრეტენზია და შენიშვნა დედისგან ეს არის ბრძოლაში გამოწვევა. სამწუხაროდ, წინააღმდეგობის დახვედრის შემდეგ, დედები უფრო წნეხავენ ხოლმე შვილებს და ასე გრძელდება მანამდე, სანამ ბავშვის შინაგანი ბირთვი არ გასკდება ან არ დადნება. ამის შემდეგ ბავშვი ყველაფრის ინტერესს კარგავს და მთელი ცხოვრება აქვს შინაგანი ბრაზი ჩაყლაპული ემოციების გამო.
დედის პრეტენზიები ხშირად იწვევს ბავშვში დანაშაულის შეგრძნებას. ასეთი ბავშვს ზრდასრულობის ასაკში ყოველთვის ექნება სიახლის შიში, იქნება ეჭვიანი და ვერ დაძლევს ამას, ეცდება დაუმტკიცოს სამყაროს, რომ ყველაზე კარგია. იქნება ყველასთვის კარგი, მაგრამ საკუთარი თავისთვის – იქნება ცუდი.
3 . ნუ ჩაუძვრებით სულში შვილს
ნუ შეაწუხებთ მომავალ მამაკაცს ზედმეტი კითხვებით. თუ ის გენდობათ, თვითონ მოგიყვებათ რაც საჭიროა.
დედა-შვილის სიახლოვე ნდობაზეა დამყარებული. ეს დედამ ბუნებრივად უნდა გააკეთოს. ხელოვნური მცდელობა ნდობის მოპოვების, პირიქით გაუცხოებას გამოიწვევს. თუ დედა მოახერხებს შვილთან სიახლოვეს ისე, რომ არ დაურღვევს შინაგან საზღვრებს, ბავშვი თვითო იქნება გულახდილი და არაფერს დაუმალავს დედას, რადგან არ ექნება კრიტიკის შიში.
4 . ნუ დაუშლით ბავშვს სიცელქეს
ასწავლეთ თქვენს ვაჟს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და პასუხისმგებლობა საკუთარი საქციელის მიმართ. თუნდაც “თავის გატეხვის” ფასად. არ არის საჭირო მუდმივად კუდში დევნა.
ალბათ, გყავთ არაერთი ნაცნობი, ვინც ბავშვის მაგივრად წყვეტს ყველანაირ წვრილმანს, შემდეგ კი უკვირს, რომ უკვე მოზარდობაში შვილმა არ იცის რა უნდა ცხოვრებისგან და მთელი დღე კომპიუტერთან ზის.
ბიჭი სწავლობს გადაწყვეტილების მიღებას მაშინ, როდესაც ხედავს, თუ როგორ აკეთებენ ამას სხვები და აქვს საშუალება გააკეთოს არჩევანი, პასუხი აგოს საკუთარი გადაწყვეტილების შედეგებზე. გადაწყვეტილების მიღების უნარი ეს არის დაგროვილი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც გეხმარება სწორად გააანალიზო პრობლემა და გამოიყენო ცოდნა მის მოსაგვარებლად.
5 . ნუ გამოიჩენთ ჰიპერმზრუნველობას
ბავშვის გარშემო ნუ შექმნით ჰიპერმზრუნველობის ატმოსფეროს. მაგალითად, ბავშვს არ აძლევენ რაიმეს კეთების საშუალებას, რომ რამე არ იტკინოს, რომ რამე არ გააფუჭოს. 14 წლიდან მუშაობის დაწყება სურს – თანადგომის მაგივრად უშლიან – ჯერ პატარა ხარ, ჯერ ისწავლე…
ბიჭებს განსაკუთრებულად აწუხებთ დედის მხრიდან ჰიპერმზრუნველობა – როცა დედა მუდმივად ზედმეტად ზრუნავს, უფრთხილდება, თავად ღებულობს გადაწყვეტილებას, აკონტროლებს ბავშვს, ხელს უშლის მის პიროვნულ განვითარებას, არ აძლევს დამოუკიდებელი მოქმედებისთვის სივრცეს.
ასეთ დროს, თავად დედაც იკლებს ბევრ სიამოვნებას, ივიწყებს საკუთარ თავს და სხვისი ცხოვრების მოწყობით კავდება. საბოლოოდ, საეჭვოა ასეთმა ვაჟმა შეძლოს ცხოვრებაში რაიმეს მიღწევა, რადგან ბავშვობიდან უინიციატივობას იყო მიჩვეული.