5 წესი, თუ როგორ გავზარდოთ ბეჯითი ბავშვი სწავლის დაძალების გარეშე

1066

მათ იციან როგორ მიუდგნენ თავის შვილს, რომ მან კარგი სწავლით და წარმატებებით გული გაუხაროს.
იშვიათად, მშობელს არ უნდოდეს, რომ მათი შვილები სწავლაში წარმატებულები იყვნენ. ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში დედ-მამა ხარჯავს უამრავ დროს და ფულს, რომ სკოლისთვის სრულფასოვნად მოამზადონ ბავშვი. მომავალ პირველ კლასელს კი ერთი სული აქვს, როდის წავა სკოლაში და დაჯდება საოცნებო მერხთან, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, სწავლის სურვილი მალევე ეკარგება ბავშვს და ათოსანი, საამაყო შვილის მაგივრად გაჭიმული სამოსანი გვხვდება.

კარგი დასწავლის უნარი უმეტესად გენეტიკაზეა დამოკიდებული. აქ იგულისხმება მემკვიდრეობით მიღებული უნარები, რომლებიც ეხმარება სწრაფად ათვისებაში. მეცნიერებმა ჩაატარეს მასშტაბური გამოკვლევები და დაასკვნეს, რომ ბავშვების წარმატება დამოკიდებულია გენეტიკურად მიღებულ საერთო ინტელექტზე, ოჯახურ სიტუაციზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და თვითდისციპლინაზე.

მშობლების მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლის როლში ბავშვმა თავი წარმატებულად იგრძნოს. სწორედ ამ შეგრძნებაზე იქნება დამოკიდებული მისი ურთიერთობა სწავლასთან. შექმენით სასწავლო პროცესში ბავშვის აქტივობის შესაბამისი სიტუაცია და მოტივაცია სწავლის მიმართ გაჩნდება თვითონ.

წარმატებული მოსწავლეების მშობლებს თავისი მიდგომები აქვთ, რომელიც სულ არ არის რთული. მთავარია იპოვოთ, როგორ მიუდგეთ თქვენს შვილს.

1 . ისინი ღებულობენ შვილის შეცდომებს და წარუმატებელ ნაბიჯებს, როგორც კარგ გამოცდილებას და არა სერიოზულ ჩავარდნას.

უფროსებმა მაგალითი უნდა აჩვენონ შვილებს წარუმატებლობის მიმართ დამოკიდებულების. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ნებისმიერ შემთხვევაში სჯეროდეს საკუთარი ძალების.

მშობლებმა უნდა აუხსნან შვილს, რომ შეცდომა არ ნიშნავს ჩავარდნას, კრახს და არ უნდა გახდეს დამარცხების მიზეზი. ჯობია შეცდომა გახდეს ახალი მხარის ბიძგის წერტილი. ბავშვი არ უნდა ჩაიციკლოს შეცდომების შიშზე.

2 . ისინი ყურადღებას ამახვილებენ წარმატებულ მხარეზე

ჩვენი სასკოლო სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ მთავარი აქცენტი კეთდება ბავშვის შეცდომებსა და მის გამოსწორებაზე. ნაკლები ყურადღება ეთმობა მისი წარმატებული და ძლიერი მხარის ხაზგასმას. თუნდაც წითელი პასტის მეთოდი – რომლითაც მონდომებით გამოიყოფა მოსწავლის შეცდომები. შემდეგ ხდება მისი განხილვა, მაგრამ ნაშრომის სწორ ნაწილზე საუბარი თითქმის არ ხდება.

ერთ-ერთმა ბლოგერმა, რომელიც თავად ამზადებდა შვილს სკოლისთვის, გამოიყენა მწვანე კალამი, ოღონდ ის ნიშნავდა არა შეცდომებს, არამედ სწორად დაწერილ ნაწილს.

შედეგად წარმოიქმნებოდა სულ სხვა ემოციები, მოტივაციის მუხტი. ბავშვი მომართული იყო იმის გასაკეთებლად, რაც კარგად გამოუვიდა.

3 . ისინი ასწავლიან ბავშვებს შემოქმედებით უნარებს

ფრიადოსანი ბაშვის მშობლები ცდილობენ მისცენ შვილებს ინტელექტუალური უნარების გასავითარებელი სავარჯიშოები, მაგრამ არ ივიწყებენ შემოქმედებით მხარესაც.

სახალისო ამოცანების შედგენა და გამოცნობა, მეგობრული საოჯახო კონკურსები და სხვა აქტივობები დაეხმარება ბავშვს გაიფართოვოს თვალთახედვა სკოლის და საზოგადოების მიერ დაწესებული წესების მიღმა.

4 . ისინი ასწავლიან ბავშვს არა მხოლოდ დაზეპირებას, არამედ კარგად გააზრებას

ყველას გამოგიცდიათ დაზუთხვის ეფექტი, როდესაც მექანიკურად, გაუაზრებლად დასწავლილი ფრაზები, მალე დავიწყებას მიეცემა. ამასთან, ეს მეთოდი არ არის მარტივი და შედეგი ფაქტიურად, არ აქვს.

სხვადასხვა რამ არის – დაიზეპირო რთული ფორმულა და დაისწავლო გააზრებულად ის.

5 . მათ აქვთ კეთილგანწყობილი ატმოსფერო ოჯახში

დიახ, ინტელექტუალური განვითარების და ერუდიციის დონე მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ საჭიროა ბავშვისთვის პოზიტიური გარემო ოჯახში.

ბავშვები უზრუნველყოფილი ოჯახებიდან უფრო ადრე და კარგად ვითარდებიან, ავლენენ ინტერესს სიახლეები მიმართ. იქ, სადაც მშობლები არიან დეპრესიულები, ჩაკეტილები თავის თავში, ავლენენ აგრესიას შვილების და გარშემომყოფების მიმართ, ბავშვები დაბალი აკადემიური მოსწრების გამოდიან.

ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფრიადოსანი არ ნიშნავს მოსწავლეს, რომელიც სულ მეცადინეობს და არ წევს თავს წიგნიდან. სწორედ მშობლებს შეუძლიათ შეიტანონ განსაკუთრებული წვლილი შვილის წარმატებაში, გაუღვივონ საკუთარი ძალების რწმენა და მისცენ უდიდესი მოტივაცია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს