თითქოს, ყოველთვის საუკეთესოს ვაძლევთ ჩვენს შვილებს, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ მაინც.
ოჯახი – ეს არის უმთავრესი ნაწილი ადამიანის ცხოვრებაში. ის ფუნდამენტი, რაზეც ხდება ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბება, ეს არის მისი ხასიათი, უნარები და საკუთარ თავში რწმენა. სწორედ მშობლები აძლევენ შვილს გასაოცარ ძალას და ყველაფრის დაძლევის სურვილს, ან თავისდაუნებურად უღვივებენ არასრულფასოვნების და დანაშაულის შეგრძნებას. ეს ყველაფერი ზრდასრულ ასაკში მიყვება და მთელი ცხოვრება გასდევს თან.
ტოქსიკური მშობლების მთავარი შეცდომა
ტოქსიკური მშობლები ავადმყოფურად არიან შვილზე მიჯაჭვული, ან პირიქით, საერთოდ არ აქვთ კონტაქტი. ასეთი მშობლები პროეცირებენ თავიანთ შინაგან ნეგატივს ბავშვებზე მუქარის, მანიპულაციის და ზედმეტი განცდების ხარჯზე.
ასეთი მშობლების გამოუსწორებელი შეცდომა შვილის პირადი სივრცის უგულვებელყოფაა. მათთვის ის თავისი აუსრულებელი ოცნების რეალიზებაა. ამ დროს, კი ბავშვი სხვა ინდივიდია, მას აქვს არჩევანის უფლება, მაგრამ დედ-მამა ამის უფლებას არასდროს მისცემენ.
ტოქსიკური დედები მთელ ცხოვრებას შვილს “უძღვნიან” და ამასვე ელიან მისგან. უხშობენ ბავშვს დამოუკიდებელი ქმედების უნარს, რაც მომავალში რთულად თუ გამოსწორდება.
რატომ არის ბავშვისთვის შეუძლებელი ტოქსიკური მშობლებისგან განრიდება
თუ მშობლებს არ აქვთ საკუთარი ინტერესები და მიზნები, მთლიანად ჩაფლული არიან შვილების პირად სივრცეში, არ აძლევენ დამოუკიდებელი ქმედების და ფიქრის საშუალებას. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი ზრდასრულობაშიც ვერ გამოდის მშობლების გავლენიდან, რადგან მუდამ გრძნობს თავს დავალებულად და მუდამ ცდილობს მათი იმედების გამართლებას.
ტოქსიკური მშობლების შვილების ხშირად ნანობენ თავის საქციელს. დროთა განმავლობაში ხვდებიან, რომ უამრავი დრო და ენერგია დაკარგეს სხვისი სურვილების, მოლოდინების გამართლებაში. მათი მთავარი საზომი გარშემომყოფების აზრი იყო – ჩასაცმელი, პარტნიორი, სამსახური – ირჩეოდა სხვების მოწონების საფუძველზე. შედეგად კი, არ აქვს ის რაც თვითონ ურჩევნია და მთელი გულით და სულით უნდა.
იმ ოჯახებში, სადაც პატივს სცემენ და ითვალისწინებენ ბავშვის პირად საზღვრებს, სეპარაცია სწრაფად მიმდინარეობს. მარტივი წესია ცხოვრების – რაც უფრო დამოუკიდებელია მშობელი, უფრო ჯანსაღი და სრულფასოვანი ფსიქიკის იზრდება ბავშვი.
აღზრდა რთული საკითხია და ასევე რთულია ოქროს შუალედის პოვნა. შვილთან უნდა იყო მაქსიმალურად ახლოს, მაგრამ არ უნდა დაარღვიო მისი პირადი სივრცე. კი, ყველა მშობლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა შვილისთვის ყოველივე საუკეთესოს მიცემა, მაგრამ ყოველთვის გამიჯნეთ თქვენი და მისი “მე”, რომ არ შეგრჩეთ ხელში “დიდ ბავშვი”, რომელიც ცხოვრობს მხოლოდ სხვისი ინტერესებისთვის და ვერ ღებულობს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას