სოკო ერთ-ერთი უნივერსალური პროდუქტია, რომლის მომზადების უამრავი ვარიაცია არსებობს: შემწვარი, გამომცხვარი, კონსერვირებული, გამხმარი – ის გემრიელია ყველანაირ ფორმაში, შეიცავს უამრავ ვიტამინს და სასარგებლო ნივთიერებას. “paparazzi.ge” დღეს გასწავლით სოკოს მომზადების დაშენახვის მეთოდებს.
როგორ შევინახოთ სოკო: უარი თქვით პოლიეთილენის პაკეტზე
თუ თქვენმა სოკომ ლორწოვანი ნადები გაიკეთა, ეს ნიშნავს, რომ ბაქტერიებმა მისი სტრუქტურის დაშლა დაიწყეს და საკვებად უვარგისია. ეს პროცესი განსაკუთრებით სწრაფად პროგრესირებს ხოლმე პოლიეთილენის პაკეტში შენახვის დროს. სოკოს ჭირდება ჰაერი და მშრალი გარემო, ამიტომ შენახვა ჯობია ქაღალდის პაკეტში. ის შეიწოვს ზედმეტ ტენს და შეუნარჩუნებს სიმშრალეს.
თუ სოკოს ჩააწყობთ ემალის ჭურჭელში, ძირზე და თავზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი. ასევე, აუცილებელია იცოდეთ, რომ შესანახად უნდა გადაარჩიოთ საღი სოკოები, ხოლო დაზიანებული პროდუქტი კარგად გაარჩიეთ და მაშინვე მოამზადეთ.
- როგორ მოვამზადოთ სწორად სოკო – ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის სოკოს გარეცხვის წესი. საქმე იმაშია, რომ რაც უფრო ნაკლები კონტაქტი მოხდება წყალთან, მით უფრო უკეთესი იქნება კერძისთვის. სოკოს რბილობის 90% შედგება წყლისგან. თავისი ტექსტურის წყალობით ის მოქმედებს, როგორც ღრუბელი და რეცხვის დროს კიდევ უფრო იჟღინთება. შეწვის დროს კი ეს წყალი ტაფაზე აღმოჩნდება. ამიტომ გარეცხეთ სოკო სწრაფად და გამდინარე წყალში.
- სოკოს არ უყვარს დაბალი ცეცხლი – სოკოს ხანგრძლივი მომზადება დაბალ გაზზე მიგვიყვანს იქამდე, რომ მაქსიმალურად გამოუშვებს სითხეს, დაპატარავდება და დაჭკნება. მაღალ ცეცხლზე სწრაფად შეიბრაწება გარედან და მიიღებთ მკვრივ, წვნიან პროდუქტს.
- სოკო – კლაუსტროფობი – სოკოსთვის აუცილებელია სივრცე, ამიტომ მოამზადეთ ხოლმე დიდ ტაფაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ექნება წყლის აორთქლების ადგილი და ჩაიხარშება. შედეგად ვეღარ მიიღებთ ლამაზად შებრაწულ კანს.
სულ ეს არის მარტივი და ამავე დროს აუცილებელი ეტიკეტი სოკოსთან ურთიერთობის დროს. იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც სოკოს მომზადების დროს.