საკუთარი შვილებისგან მოშორებით მსურს ცხოვრება, უბრალოდ მომბეზრდა.

601

“ძალიან მინდა ცალკე ვცხოვრობდე. სადაც ეხლა ვარ, სივიწროვეა და ვიღლები” – გეცნობათ ხომ ეს ფრაზა? ასე ხშირად ახალგაზრდები წუწუნებენ ხოლმე, რომელთაც თავის გემოზე უნდათ დიდებივით ცხოვრება.

მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ ზრდასრულსაც უნდა განმარტოვება და სიმყუდროვე. პაპარაცის რედაქციასწორედ ასეთ შემთხვევაზე მოგიყვებათ დღეს. ქალბატონზე, რომელსაც უბრალოდ სიმშვიდე და სიმყუდროვე სჭრდება.

ცალკე ცხოვრების სურვილი

“მიუხედავად იმისა, რომ ასაკში ვარ – 62 წლის, ცხოვრების სიხარულის შეგრძნება ჯერ არ დამიკარგავს. ჯერ კიდევ მაქვს ენერგია დავტკბე სხვადასხვა აქტივობებით და ყველაზე მეტად კი მოგზაურობა მიყვარს. სანამ ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას, ბევრი რამის ნახვას ვისურვებდი.

მე მქვია მარინა, გავზარდე სამი შვილი, არასოდეს არაფერზე არ დამიწუწუნია, ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულე და ეხლა ცოტა ხანი მინდა საკუთარ თავს მივუძღვნა. თუმცა, მოდით, თავიდან დავიწყოთ:

პირველი ქმრისგან ორი შვილი დამრჩა. ის ხშირად მიდიოდა მივლინებაში და იქ სხვა ქალი გაიცნო და მასთან წავიდა. მეორე ქმართან 12 წელი ვიცხოვრე. განქორწინების მერე ჩვენი საერთო შვილი მასთან ერთად გერმანიაში წავიდა.

როდესაც ჩემი უფროსი შვილები წამოიზარდნენ და სრულწლოვანები გახდნენ, მივეცი მათ დამოუკიდებელი ცხოვრების და განვითარების საშუალება. არ გეგონოთ, რომ მოვიშორე, კარგი ურთიერთობა მქონდა ორივესთან. უბრალოდ, მინდოდა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყოთ და ესწავლათ.

უფროსი ვაჟი ქირით ცხოვრობდა, ნორმალური სამსახური ვერ იშოვა. მის ცხოვრებაში იმატა “ერთდღიანმა” მეგობრებმა. სხვადასხვა არასერიოზული ქცევის გამო ვერ ახერხებდა თანხის შეგროვებას. სისტემატიური დროსტარების ფონზე რა განვითარებაზე უნდა ყოფილიყო საუბარი? ერთ-ერთ ობიექტზე მაუშაობის დროს, მან გადაწყვიტა ძვირფასი მასალების მოპარვა, მაგრამ ვერ გაითვალისწინა, რომ ყველგან კამერები იყო. მალევე გაშიფრეს და დაიჭირეს. სანახავად მივდივარ ხოლმე, ყოჩაღად არის, არ წუწუნებს და ამბობს, რომ ციხეში ბევრი რამე გადააფასა და ისწავლა. ალბათ ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებს.

ქალიშვილი ამ ეტაპზე ჩემთან ცხოვრობს ქმართან ერთად. მათ ეხლახანს გოგონა შეეძინათ. სიძე შემცირებაში მოყვა და ამიტომ ჩემთან შეაფარეს თავი. არ აქვთ მშვიდი ურთიერთობა. მუდმივად ჩხუბობენ და კამათობენ, ამას დამატებული ახალშობილის ტირილი და მოვლა. უსაზღვროდ მიყვარს შვილიშვილი, მაგრამ რაც გადმოვიდნენ, საერთოდ არ მძინებია.

ცოტა ხნის წინ კრედიტი გამოიტანეს ბანკიდან და სახლში რაღაცეები იყიდეს. გამომიცხადეს, რომ თანხის ნაწილი მეც უნდა გადავიხადო.

გადავწყვიტე დახმარება უმცროსი შვილისთვის მეთხოვა. არ მინდოდა არავის შეწუხება და წუწუნი, მაგრამ კრედიტის გადახდა ბოლო წვეთი აღმოჩნდა და ვეღარ მოვითმენდი. როდესაც ჩემი პრობლემები მოისმინა, გიორგიმ თავი გააქნია და მითხრა, რომ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა და მისი და რას მოიმოქმედებს საერთოდ არ აინტერესებს.

ერთი სიტყვით, დახმარებაზე უარი მითხრა. ზრდასრული ადამიანი ხარ და თავად მოაგვარეო. არ ვიცი, მამის გავლენის ქვეშ იყო, თუ ან რამე სხვა, მაგრამ ფაქტია, რომ არ მითანაგრძნო. ჰოდა, ეხლა ვერ სტუმარივით საკუთარ სახლში და რა უნდა ვქნა არ ვიცი…”

როდესაც ღვიძლი შვილები არ ზრუნავენ მშობლებზე, ეს რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ კიდევ უფრო უარესი, თუ ისინი საკუთარ პრობლემებს ახვევენ თავზე. სამწუხაროა ასეთი შემთხვევები, სხვა ვინ უნდა დაეხმაროს ამ სიტუაციაში, ან როგორ უნდა მოიქცეს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს