მკაცრ ქმარს ოჯახი კლანჭებში ჰყავს მოქცეული,ამის გამო კი,პირველ რიგში, ცოლი იტანჯება. რაც უფრო დიდხანს ხარ საყვარელი ადამიანის გავლენის ქვეშ,მით მეტად გეჩვენება,რომ ეს ასეც უნდა იყოს. ყველაფერი ნათელი ხდება,როცა ქალი ხვდება,რომ მამაკაცი უკადრისად,შეუფერებლად იქცევა. პაპარაცის რედაქციის ისტორიის გმირი ძალადობის,ტირანიის და ღალატის მსხვერპლია. გვჯერა,რომ ადრე თუ გვიან მისი ცხოვრება დალაგდება.
მკაცრი ქმარი
საკმაოდ მკაცრი მეუღლე მყავს,ოჯახის ნამდვილი უფროსი. ბუნებით ის ლიდერია,შეჩვეულია,რომ ყველა მას უნდა ემორჩილებოდეს. თავიდანვე ვიცოდი,ცოლად ვის მივყვებოდი,თუმცა ბევრი რამე ჩვენმა მშობლებმა გადაწყვიტეს.
მე ვიწამე გიორგის გულწრფელობის და ვენდე. თუმცა ერთ მომენტში ის თითქოს ჩემი ბატონი გახდა,მე კი გალიაში დამწყვდეული ჩიტი აღმოვჩნდი. უნდა აღვნიშნო,რომ ის ფინანსურად უზრუნველყოფდა ოჯახს და არ მთხოვდა მუშაობის დაწყებას. სანაცვლოდ ითხოვდა სახლში იდეალურ სისუფთავეს,გემრიელ საჭმელს და ჩემს უპირობო სიყვარულს.
ის მისი წარმოდგენით შვილის გაჩენით უნდა გამოხატულიყო. ორივე ჯანმრთელები ვართ,თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ბავშვი არ გვეყოლა. ძალიან ბევრი ექიმი გამოვიცვალეთ,მაგრამ ამაოდ.
უკვე იმედიც დაკარგული მქონდა,თუმცა მოხდა სასწაული. იმ დილით ცუდ განწყობაზე ვიყავი,გიოც ადრიანადვე წავიდა სამსახურში,მისთვის საუზმის მომზადებაც კი ვერ მოვასწარი. წინ რთული დღე გველოდა: გენერალური დალაგება და თვიური ხარჯების დაგეგმვა.
მორიგი ტესტის გაკეთების დროც დადგა,რაც უკვე ჩემთვის რუტინად ქცეულიყო. როცა ნანატრი ორი ხაზი შევნიშნე,სახტად დავრჩი. ღმერთს მადლობა შევწირე და აღვუთქვი,რომ ძალებს არ დავზოგავდი და საუკეთესო დედა ვიქნებოდი. ბედნიერებისგან თავდავიწყებული მეუღლესთან სამსახურიში წავედი,რათა ეს ამაბვი მეხარებინა.
მშობლებისთვისაც კი არ მქონდა ნათქვამი,გიოს პირველს უნდა გაეგო. როცა მისი ოფისის კარი შევაღე,გაოცებული დავრჩი,ჩვეულებრივ მისი მდივანი,ანა მხვდებოდა ხოლმე,თუმცა ის იქ არ იყო.
გიოს კაბინეტის კარი შევაღე და ნანახისგან მეტყველების უნარიც კი დავკარგე. ანა მაგიდაზე ნახევრად შიშველი იჯდა,მას კი გიო ეალერსებოდა. ვფიქრობ,დეტალების ახსნა აღარაა საჭირო.
“ბოდიში,დაუკაკუნებლად რომ შემოვედი”-ვუთხარი და ოფისიდან აცრემლებული გამოვიქეცი,ტაქსში ჩავჯექი და მშობლებისთან გავემგზავრე. ვხვდებოდი,რომ იქაც კი შეიძლება არ დაეჯერებინათ ჩემი.
ეს ამბავი დედას მოვუყევი,ის ატირდა,თავდაპირველად ჩემი დაორსულების,შემდეგ კი იმის გააზრების გამო,რომ უკვე აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. მამა დუმდა,თუმცა ვამჩნევდი,რომ შინაგანად იწვოდა.
ვიცოდი,რომ გიორგის აღიარების გარეშე ვერაფერს დავამტკიცებდი. თუ ის ამას არ იზამდა, განქორწინების მოთხოვნას აზრი აღარ ექნებოდა. მახეში გაბმული აღმოვჩნდი,ჩემი ოქროს გალია შეიძლებოდა მალე ციხედ გადაქცეულიყო. ახლა მხოლოდ ჩემს პატარაზე ფიქრი მამშვიდებს.
რედაქციისგან
მკაცრი ქმარი-ოჯახის მწუხარებაა? ძნელია მსგავს საკითხზე მსჯელობა, ვიდრე ადამიანი თავად არ აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში. ერთი შეხედვით,ჩვენი გმირის ოჯახში ტრადიციები რელიგიური ქვეტესტის შემცველია. ქალი სიტუაციის ტყვე აღმოჩნდა,თუმცა სიმართლე მის მხარესაა!
რას ფიქრობთ შექმნილ სიტუაციაზე? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში!